მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ახალგაზრდა ესპანელთა კიდევ ერთი საოცარი გამარჯვება

ახალგაზრდა ესპანელთა კიდევ ერთი საოცარი გამარჯვება

ესპანეთის 21 წლამდელთა ნაკრები, სადაც ბევრი “ბარსელონელი” გამოდის, აგრძელებს ბრწყინვალედ გამოსვლას. “ფურია როხამ” ამჯერად, ჯგუფში მთავარი კონკურენტი შვეიცარია გაანადგურა და კიდევ ერთი უდიდესი ნაბიჯი გადადგა 2013 წლის ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელად. მათ საქმე პირველ ნახევარშივე დაასრულეს. უკვე მე–8 წუთზე, “ატლეტიკის” ახალგაზრდა ამომავალმა ვარსკვლავმა მუნიაინმა გახსნა ანგარიში. შეხვედრაში კვლავ გამოირჩეოდა ტიაგო ალკანტარა, რომელმაც 26–ე წუთზე თერთმეტმეტრიანი ნიშნულიდან ზუსტი დარტყმა განახორციელა და ორამდე გაზარდა თავისი გუნდის უპირატესობა. უკვე მსაჯის მიერ დამატებულ დროში, კიდევ ერთმა “ბარსელონელმა”, მარკ ბარტრამ პრაქტიკულად პირველივე ტაიმში გადაწყვიტა მატჩის ბედი და 3:0 გახადა ანგარიში. მეორე 45 წუთის მანძილზე, მასპინძლები მშვიდად ათამაშებდნენ ბურთს და ასე დაასრულეს ეს მნიშვნელოვანი დაპირისპირება.

 

აქვე გთაბაზობთ ჯგუფში არსებულ სიტუაციას და ესპანეთის ნაკრების გასულ და მომავალ მატჩებს.

 

ნაკრები             თამაში          მოგება          ფრე          წაგება          ქულა

1. ესპანეთი                 5                      5                   0                  0                 15

2. შვეიცარია              5                      3                  1                  1                  10

3. ხორვატია               5                      2                   0                  3                   6

4. საქართველო          5                     1                   0                  4                   3

5. ესტონეთი               4                     0                   1                  3                   1

 

2011–09–01. საქართველო 2:7 ესპანეთი

2011–09–05. ესპანეთი 2:0 საქართველო

2011–10–06. ხორვატია 0:2 ესპანეთი

2011–10–11. ესპანეთი 6:0 ესტონეთი

2011–11–14. ესპანეთი 3:0 შვეიცარია

2012–05–31. ესტონეთი–ესპანეთი

2012–09–06. შვეიცარია–ესპანეთი

2012–09–10. ესპანეთი–ხორვატია

 

როგორც ხედავთ, ჯერჯერობით ესპანელთა კარის აღება მხოლოდ საქართველოს ნაკრებმა მოახერხა, თანაც ორჯერ, თუმცა საპასუხოდ მთლიანობაში 9 გაუშვა…

 

აქვე იხილეთ ვიდეო, სადაც აღბეჭდილია, თუ როგორ ჩაატარა ტიაგომ შვეიცარიასთან მატჩი.

 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში