მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
აფელაი სავარჯიშო ბაზაზე დაბრუნდა

აფელაი სავარჯიშო ბაზაზე დაბრუნდა

ოპერაციის გაკეთების დღიდან, 3 ოქტომბრის შემდეგ იბრაჰიმ აფელაი პირველად მივიდა სიუტატ ესპორტივაზე 6 თვიანი აღდგენითი პროგრამის ფარგლებში. ორშაბათის მსგავსად სავარჯიშო სესიაზე იმყოფებოდნენ პინტო, ფონტასი, მაქსველი და კეიტა.

პეპ გვარდიოლას გუნდი კვლავ ფეხბურთელების მინიმალური რაოდენობით აგრძელებს მზადებას სანაჯრებო მატჩების გამო. კვლავ მხოლოდ პინტო, ფონტასი, მაქვსელი და კეიტა ვარჯიშობდნენ სიუტატ ესპორტივას მე-2 სავარჯიშო მოედანზე. ადრიანო კორეია ბარსელონაში დაბრუნდა. მან სამედიცინო შემოწმება გაიარა.

მთავარი სიახლე დღევანდელ სესიაზე იბრაჰიმ აფეალის გამოჩენა იყო. ის ახლა აღდგენის ძალიან დიდ გზას იწყებს, მას შემდეგ რაც მარცხენა მუხლზე ჯვარედინი მყესების ოპერაცია ჩაუტარდა. პედრო როდრიგესი კი კვლავ ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიშობს.

ოთხშაბათის ვარჯიში 18 საათზე

პეპ გვარდიოლამ შემდეგი სავარჯიშო სესია ხვალ, 18 საათზე დანიშნა. ამ დროისთვის ფეხბურთელების უმრავლესობა სანაკრებო მატჩების შემდეგ ბარსელონაში დაბრუნებულები იქნებიან.

                                   [media=http://www.youtube.com/watch?v=PzwzNFJouwk]


ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში