მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
სესკი: “არსენალმა” ვან პერსი არ უნდა გაუშვას”

სესკი: “არსენალმა” ვან პერსი არ უნდა გაუშვას”

კატალონიის “ბარსელონას” და ესპანეთის ნაკრების ნახევარმცველი ფრანსესკ ფაბრეგასი, თვლის, რომ ბოლო ხანს გავრცელებული ჭორების თანახმად, ვითომ რობინ ვან პერსი ლონდონის “არსენალიდან” მიდის, თუ გამართლდა, ამით “მეთოფეები” ძლიერ იზარალებენ.

 

“არ ვიცი შეძლებს თუ არა კლუბი მის შენარჩუნებას. ვან პერსი ყოველთვის ერთ–ერთი ლიდერი იყო “არსენალის” და ახლაც უდიდეს როლს ასრულებს. ჰოლანდიელი ბწყინვალეა და აქვს ყველაფერი, რაც ფორვარდს ჭირდება. თუ ლონდონელები მას წასვლის უფლებას მისცემენ, ისინი დიდად წააგებენ. ვნახოთ თავად რობინი რას გადაწყვეტს. იგი ახლა თავისი კარიერის პიკში იმყოფება და ჩემი აზრით, კლუბის შეცვლის დრო არაა. რაც მთავარია, გულშემატკივრები მას უდიდეს პატივს ცემენ და უყვართ.” –ციტირებს ფაბრეგასს ინგლისური პრესა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში