მადრიდის “რეალის” პრეზიდენტს, პლორენტინო პერესს ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე ტიაგო ალკანტარას ძმის, რაფინიას გადაბირება სურს.
როგორც მოგეხსენებათ, “ბარსელონასა” და რაფინიას შორის კონტრაქტის გახანგრძლივება უახლოეს მომავალშია დაგეგმილი. ამასთან, თავად ფეხბურთელი აცხადებს, რომ იგი საკუთარ მომავალს “ბარსაში” ხედავს, თუმცა დღეს Marca-მ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რაფინია ფორენტინო პერესის ინტერესთა სფეროში მოექცა და მადრიდეთა პრეზიდენტი ალკანტარას “გათეთრებას” შეეცდება.
პერესის სახელმა მაშინაც გაიელვა, როცა “ბარსელონასა” და ტიაგო ალკანტარას შორის კონტრაქტის გახანგრძლივების დეტალები დამუშავების პროცესში იყო. ტიაგო “ბარსაში” დარჩა, ახლა კი ჯერი მის ძმაზეა.