კატალონიის “ბარსელონასა” და ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა, რაფინია ალკანტარამ, განაცხადა, რომ ძალიან ახლოსაა “ლურჯ-ბროწეულისფერთა” კონტრაქტის გახანგრძლივებასთან. აღსანიშნავია, რომ რაფინია “ბარსას” ამომავალი ვარსკვლავის, ტიაგო ალკანტარას, ძმაა. იტყობინება ესპანური პრესა.
18 წლის ფეხბურთელის დებიუტი უკვე შედგა პირველ გუნდში, როდესაც “ბარსელონა” სტუმრად იყო ჩასული სამეფო თასის 1/16 ფინალის ეგიდით გამართულ მატჩში “ჰოსპიტალეტთან”.
აღსანიშნავია, რომ კლუბის ხელმძღვანელობასა და სამწვრთნელო შტაბს ახალგაზრდა ფეხბურთელთან გრძელვადიანი კონტრაქტის გახანგრძლივება სურს, ხოლო ნახევარმცველის მამა, მსოფლიოს 1994 წლის ჩემპიონი, მაზინიო, მიიჩნევს, რომ არ არის საჭირო გრძელვადიანი შეთავაზება და ამბობს, რომ პირველი კონტრაქტი მხოლოდ 2013 წლამდე გაფორმდება.