workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ფერან ტორესი საუკეთესო სეზონის კვალდაკვალ

ფერან ტორესი საუკეთესო სეზონის კვალდაკვალ

ფერან ტორესმა 2025/26 წლების გათამაშებაში ჩატარებულ 44 მატჩში 19 გოლი გაიტანა და გასულ სეზონში დაფიქსირებული თავისი საუკეთესო შედეგი გაიმეორა. წინ კიდევ 7 თამაშია დარჩენილი, რაც იმას ნიშნავს, რომ ესპანელ თავდამსხმელს შანსი აქვს, საკუთარი შედეგი კიდევ უფრო გააუმჯობესოს.

დუბლი დერბიში, გოლი და ასისტი მადრიდში

ტორესმა ერთი კვირის წინ “ესპანიოლთან” დუბლი შეასრულა, რასაც “ატლეტიკოსთან” გოლი და ასისტი მოაყოლა. ამ ბურთების წყალობით ფერანს “ბარსაში” 63 გოლი დაუგროვდა და იგი “ბლაუგრანას” ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირთა 50-ეულში ჩაეწერა. ტორესმა ისეთ ლეგენდებს გადაასწრო, როგორებიც იოჰან კრუიფი, ხოსე ბრავო, მარტი ვანტოლრა და მარსიალ პინა არიან.

ერთი გოლი საუკეთესო სეზონამდე

ესპანეთის ჩემპიონატში კიდევ 7 ტური დარჩა. თუ ტორესი მინიმუმ კიდევ ერთი გოლის გატანას მოახერხებს, მის აქტივში მიმდინარე სეზონში 20 გოლი ჩაეწერება, რაც ფერანის საუკეთესო სეზონი იქნება.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (23)

  • nika 54
    schedule 20 აპრ 2026, 14:01
    #23

    რავიცი 7 თამაშში თუ 2-3 ბურთი ვერ გაიტანა აღარ ყოფილა საშველი და გაუშვან ატლეტიკოში ჩოლოს სდომებია, სერესო კი ლაპორტას მუქთად აახევს.

  • Rick Sanchez
    schedule 19 აპრ 2026, 12:50
    #22

    ძირითადს არ იმსახურებს