workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ვიეირამ, მესი ზიდანის შემდეგ საუკეთესოა, ხოლო აბიდალი შესანიშნავი პიროვნებააო

ვიეირამ, მესი ზიდანის შემდეგ საუკეთესოა, ხოლო აბიდალი შესანიშნავი პიროვნებააო

 

ყოფილმა ფრანგმა ფეხბურთელმა, ახლა კი “მანჩესტერ სიტის” სპორტული აკადემიის დირექტორმა პატრიკ ვიეირამ, “ბარსელონას” ოფიციალურ საიტს ინტერვიუ მისცა და ისაუბრა ზოგადად კლუბზე. ასევე იგი შეეხო ლიონელ მესის და ერიკ აბიდალსაც. როგორც მოგეხსენებათ, “არსენალის” ყოფილი სუპერვარსკვლავი კატალონიაში იმყოფება და ესწრება ახალგაზრდა მოთამაშეების ტურნირს, სადაც “სიტისა” და “ბარსას” გარდა, ჯგუფში “სელტიკი” და “მარსელიც” იმყოფებიან.

 

“ასეთი სახის ტურნირების ჩატარება ძალიან კარგია, რადგან ახალგაზრდები სწავლობენ სხვა ქვეყნის თამაშის კულტურას და სტილს. ჩვენ ჯგუფში სამი სხვადასხვა მხარის წარმომადგენელი გვაყვს, რაც ფეხბურთელებისთვის დამატებითი მოტივაციაა და მათ პოტენციალს უზრდის. ზოგადად, “ბარსელონას” უდიდეს აქცენტს აკეთებს ახალგაზრდებზე. კატალონიელები ზრდიან ბრწყინვალე სპორთსმენებს და ეს მათ მიღწევებზე და შედეგზეც აისახება. რაც შეეხება ლიონელ მესის, მის წინააღმდეგ პირველად 2005 წელს ვითამაშე, გამპერის თასზე “იუვენტუსის” ღირსებას ვიცავდი. მაშინვე შევამჩნიე, რომ უდიდესი ტალანტი გააჩნდა. მთელი გუნდით ვცდილობდით მის შეჩერებას, მაგრამ ვერ ვახერხებდით. არგენტინელს არაფრის შიში არ ჰქონდა. ლეოს ყველაფერი აქვს, რაც საჭიროა საუკეთესოობისთვის: გუნდთან ერთად თამაში, დარტყმა, პასი, სისწრაფე, ტექნიკა…მასზე საუკეთესო ფეხბურთელი ერთი მყავს ნანახი და ეს ზინედინ ზიდანია. მათნაირები მხოლოდ 10–15 წელიწადში ერთხელ იბადებიან. რაც შეეხება აბიდალს, ერიკს სწორედ რამდენიმე დღის წინ ვესაუბრე. იგი ძალიან გახარებულია ლურჯ–ბროწეულისფერი მაისურით თამაშით და დიდ სიყვარულს გრძნობს “კულეებისგან”. მერწმუნეთ, აბიდალი არის ერთ–ერთი ყველაზე თბილი და შესანიშნავი პიროვნება, რომელსაც ბრწყინვალე ხასიათი აქვს და შეგიძლია მთელი დღის მანძილზე ელაპარაკო.” –განაცხადა ვიეირამ.

 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward