მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ტელიომ და და რაფინიამ “ბარსა ბ–ში” ვარჯიში განაახლეს

ტელიომ და და რაფინიამ “ბარსა ბ–ში” ვარჯიში განაახლეს

კრისტიან ტელიომ, ესპანეთის თასის 1/16 ფინალში “ოსპიტალეტის” წინააღმდეგ, 90 წუთი ითამაშა. რაც შეეხება რაფინიას, მან მოედანზე მხოლოდ 15 წუთი დაჰყო. გვარდიოლამ იგი 75–ე წუთზე შეიყვანა. ასე რომ ორივე მათგანს დებიუტი ჰქონდათ.

 

ახლა ტელიოც და რაფინიაც დაუბრუნდნენ “ბარსა ბ–ს” და აგრძელებენ ახალგაზრდა თანაგუნდელებთან ერთად ვარჯიშს. ისინი ძალზედ გახარებულები იყვნენ, რადგან ყოველთვის ვერ მიიღებ ისეთ სიამოვნებას, რასაც დებიუტი ჰქვია. ხოსეპ გვარდიოლას თქმით, ეს ორი ტალანტი უფრო დიდი შემართებით განაგრძობენ თამაშს, რადგან იციან, რომ პირველ გუნდში გამოსვლის შანსი ყოველთვის აქვთ.

 

რაც შეეხება “ბარსელონას” დუბლების მთავარ მწვრთნელ ეუსებიოს, მან თქვა: “ძალიან დიდი სიხარულით ვუყურე ტელიოსა და რაფინიას დებიუტს. ეს ისევე გამიხარდა, როგორც თავის დროზე დეულოფეუსა და კუენკას დებიუტი. სწორედ ამიტომ ვმუშაობთ “ბარსა ბ–ში”. ჩვენი დავალებაა ავღზარდოთ რაც შეიძლება ბევრი ტალანტი და შევუქმნათ მათ მომავალი. მიხარია, როდესაც ვხედავ, რომ ბიჭებს ჩინებულად შეუძლიათ თამაში.”

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში