დღის მთავარი მატჩი

check_circle დასრულდა
MATCHDAY
ამხანაგური schedule 18:30

ბაზელი

ბაზელი ლოგო
2 - 5
ბარსელონა ლოგო

ბარსელონა

arrow_forward მატჩ-ცენტრი
მალუდა 43'sports_soccer ოლაიგბე 43'sports_soccer
ადეიემი 34'sports_soccer აბდელკარიმი 50'sports_soccer იამალი 81'sports_soccer ბისივუ 89'sports_soccer ბისივუ 90+1'sports_soccer
ჟოან გარსია: “ზუსტად ვიცით, რა უნდა გავაკეთოთ”

ჟოან გარსია: “ზუსტად ვიცით, რა უნდა გავაკეთოთ”

“ბარსელონას” მეკარე ჟოან გარსია ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში “ნიუკასლთან” გასამართი მატჩის წინ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს პასუხობს.

“ჩვენ მოუთმენლად ველით “ნიუკასლთან” მატჩს,” — განაცხადა გარსიამ. “ჩვენთვის ნათელია, რა უნდა გავაკეთოთ… ეს ორმატჩიანი დაპირისპირებაა. საკუთარ მოედანზე ისინი ეცდებიან მაქსიმალურად კარგი შედეგი მიიღონ. ჩვენ კი ჩვენი საქმე უნდა გავაკეთოთ: ვეცადოთ ბურთი შევინარჩუნოთ და შეცდომები მინიმუმამდე დავიყვანოთ.” 

მეკარემ ასევე ისაუბრა გუნდის პროგრესზე ბოლო კვირებში:

გვქონდა ხანგრძლივი პერიოდი საკუთარი თამაშის გასაანალიზებლად. ვფიქრობ, გარკვეულ ასპექტებში გავუმჯობესდით, განსაკუთრებით პრესინგში. ბოლო რამდენიმე მატჩში წინ გადავდგით ნაბიჯი… ახალგაზრდა გუნდი ვართ და ამ დონის ბევრ ორმატჩიან დაპირისპირებაში გამოცდილება ჯერ არ გვაქვს. “ატლეტიკოსთან” თამაშმა კი ბევრი რამ გვასწავლა.

გარსიამ ასევე გაიხსენა “სენტ ჯეიმს პარკზე” ადრე ჩატარებული მატჩიც:

კარგია, რომ აქ ადრე უკვე გვითამაშია. მახსოვს ჩვენი კარგი თამაში. თუმცა თითოეული მატჩი განსხვავებულია და მაქსიმალურად კონცენტრირებულები უნდა ვიყოთ. “ნიუკასლი” ხშირად ცდილობს ერთი-ერთზე თამაშს, რადგან საკუთარ ფიზიკურ ძალას ენდობა. აქ ადრე კარგად ვითამაშეთ და იგივე გზას უნდა გავყვეთ.

ბოლოს გარსიამ საკუთარ ფორმაზეც ისაუბრა:

ბოლო სეზონებში თავს კომფორტულად ვგრძნობ. ბევრ ასპექტში გავუმჯობესდი და ნაბიჯ-ნაბიჯ ვაგრძელებ სწავლას. კმაყოფილი ვარ სეზონით, მაგრამ ყოველთვის არის მცირე დეტალები, რომლებიც უნდა გააუმჯობესო.

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე ექსკლუზიური წვდომა, რეკლამების გარეშე საიტი და სხვა პრივილეგიები.

გაიგე მეტი arrow_forward

forum კომენტარები (13)

  • Rick Sanchez
    schedule 10 მარ 2026, 23:08

    პედრისნაირი ჩუმი ტიპი კაპიტნად? არამგონია.

  • nika 54
    schedule 10 მარ 2026, 20:59

    ერთი ამის იმედი მაქვს, იქნებ ფრე გავაგოროთ.

  • me da barca
    schedule 10 მარ 2026, 10:42

    რთული თამაში გველოდება. ჩემი აზრით ბარსა ამ თამაშს ვერ მოიგებს. ღმერთმა ქნას არ წავაგოთ.

  • Don_Andresito
    schedule 10 მარ 2026, 08:49

    ციტატა: rivaldo80
    სტანდარტულებზე უნდა იყოჩაღოთ და გორდონს მიხედეთ ძალიან აპასნიაა.✌🏻


    ბარნსიც ძალიან საშიშია, 1-1 ზე გორდონზე საშიშიც. გაამწარებს მარჯვენა მცველს. ვოლტემადე მეორე სართულზეც

  • პენდრაგონი
    პენდრაგონიshield ვეტერანი
    schedule 10 მარ 2026, 07:04

    ბოლო წლების საუკეთესო ტრანსფერია

  • rivaldo80
    schedule 10 მარ 2026, 04:14

    სტანდარტულებზე უნდა იყოჩაღოთ და გორდონს მიხედეთ ძალიან აპასნიაა.✌🏻

  • La Pulga10
    schedule 10 მარ 2026, 02:52

    ხვალ მაგრად უნდა იდგე ჯიგო

  • Frenkie de Jong_
    schedule 10 მარ 2026, 01:54

    ციტატა: MESSI 2017

    ციტატა: Frenkie de Jong_

    ციტატა: C.PC5

    ციტატა: Frenkie de Jong_
    ძან კარგად ილაპარაკა, მომავალში კაპიტნად ამის ხილვა ძალიან გამისწორდებოდა.
    თან იმენა დინჯი ტიპია.


    ესპანიოლის ყოფილი ფეხბურთელი? ჯერ ძაან ადრეა გარსიას კაპიტნობაზე ფიქრი, თანც წინ ბევრი საკაპიტნო ხალხია ისედაც


    მთლიანად წაკითხვა რატი არ იცით?
    მომავალში ვისურვებდი ხილვას თქო.


    მომავალში დიდი ალბათობით ვერ იქნება კალიტანი პედრი იქნება კაპიტანი დიდი ხნით იმედია და მეწ კაპიტანი რავი ალბათ ფერმინი უნდა იყოს იამალს არ უნდა გაეკაროს კაპიტნის სამკლური არასდროს😀 როოვრც მესის არ უხდებოდა ბარსაში კაპიტნიბა ეგრე არ მოუხდება არც ამას


    ფერმინი ძალიან ფიცხია. პედრი კი ბატონო, იამალი სანამ არ დაღვინდება არანაირი კაპიტნობა,

  • MESSI 2017
    schedule 10 მარ 2026, 01:36

    ციტატა: Frenkie de Jong_

    ციტატა: C.PC5

    ციტატა: Frenkie de Jong_
    ძან კარგად ილაპარაკა, მომავალში კაპიტნად ამის ხილვა ძალიან გამისწორდებოდა.
    თან იმენა დინჯი ტიპია.


    ესპანიოლის ყოფილი ფეხბურთელი? ჯერ ძაან ადრეა გარსიას კაპიტნობაზე ფიქრი, თანც წინ ბევრი საკაპიტნო ხალხია ისედაც


    მთლიანად წაკითხვა რატი არ იცით?
    მომავალში ვისურვებდი ხილვას თქო.


    მომავალში დიდი ალბათობით ვერ იქნება კალიტანი პედრი იქნება კაპიტანი დიდი ხნით იმედია და მეწ კაპიტანი რავი ალბათ ფერმინი უნდა იყოს იამალს არ უნდა გაეკაროს კაპიტნის სამკლური არასდროს😀 როოვრც მესის არ უხდებოდა ბარსაში კაპიტნიბა ეგრე არ მოუხდება არც ამას

  • Frenkie de Jong_
    schedule 10 მარ 2026, 00:07

    ციტატა: C.PC5

    ციტატა: Frenkie de Jong_
    ძან კარგად ილაპარაკა, მომავალში კაპიტნად ამის ხილვა ძალიან გამისწორდებოდა.
    თან იმენა დინჯი ტიპია.


    ესპანიოლის ყოფილი ფეხბურთელი? ჯერ ძაან ადრეა გარსიას კაპიტნობაზე ფიქრი, თანც წინ ბევრი საკაპიტნო ხალხია ისედაც


    მთლიანად წაკითხვა რატი არ იცით?
    მომავალში ვისურვებდი ხილვას თქო.

  • C.PC5
    schedule 09 მარ 2026, 23:37

    ციტატა: Frenkie de Jong_
    ძან კარგად ილაპარაკა, მომავალში კაპიტნად ამის ხილვა ძალიან გამისწორდებოდა.
    თან იმენა დინჯი ტიპია.


    ესპანიოლის ყოფილი ფეხბურთელი? ჯერ ძაან ადრეა გარსიას კაპიტნობაზე ფიქრი, თანც წინ ბევრი საკაპიტნო ხალხია ისედაც

  • Vaiman.vamsdrane2
    schedule 09 მარ 2026, 23:20

    ნიუკასლი ფიზიკურად ძალიან ძლიერი არის, ამიტომ ცენტრმა უნდა იყოჩაღოს და საწყის 15 წუთში გარსიამ.

  • Frenkie de Jong_
    schedule 09 მარ 2026, 23:11

    ძან კარგად ილაპარაკა, მომავალში კაპიტნად ამის ხილვა ძალიან გამისწორდებოდა.
    თან იმენა დინჯი ტიპია.