100%-იანი შედეგი სპოტიფაი კამპ ნოუზე

100%-იანი შედეგი სპოტიფაი კამპ ნოუზე

“სპოტიფაი კამპ ნოუზე” დაბრუნების შემდეგ “ბარსელონა” შეუჩერებელია. ამ სტადიონზე ქულის აღებაც კი ჯერ ვერავინ მოახერხა.

განახლებული სახელის მქონე მშობლიურ არენაზე “ბარსელონა” 2025 წლის 22 ნოემბერს დაბრუნდა. მას შემდეგ ჰანსი ფლიკის გუნდმა 10 თამაში ჩაატარა და ყველა მათგანი მოიგო, გაიტანა 31 და გაუშვა მხოლოდ 5 გოლი.

ერთადერთი გუნდი, რომელმაც “სპოტიფაი კამპ ნოუ” მხოლოდ ერთბურთიანი წაგებით დატოვა, ფრანკფურტის “აინტრახტია”. ყველა სხვა მეტოქემ მინიმუმ ორი ბურთის სხვაობით წააგო.

“ბარსელონას” შედეგები “სპოტიფაი კამპ ნოუზე”:

  • 4-0 ბილბაოსთან
  • 3-1 ალავესთან
  • 3-1 ატლეტიკოსთან
  • 2-1 აინტრახტთან
  • 2-0 ოსასუნასთან
  • 3-0 ოვიედოსთან
  • 4-1 კოპენჰაგენთან
  • 3-0 მალიორკასთან
  • 3-0 ლევანტესთან
  • 4-1 ვილიარეალთან

ამ სტადიონზე მომდევნო თამაში “ატლეტიკოსთან” გველის და “ბარსას” მინიმუმ 4-ბურთიანი სხვაობით მოგება ჭირდება.

pedal_bike

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია arrow_forward

forum კომენტარები (4)

  • პენდრაგონი
    პენდრაგონიshield ვეტერანი
    schedule 02 მარ 2026, 09:57

    ეგ თავდაჯერება არ უნდა დავკარგოთ

  • Rick Sanchez
    schedule 02 მარ 2026, 00:22

    ციტატა: ბოკე
    პერესმა გაუშვა რონალდო დიდი ფულადი რესურსის გამო, ასაკში იყო და მოტივაცია დაკარგული ჰქონდა. რაფინია 29 წლის არის და საუკეთესო ასაკშია პიკზე რომ გავიდეს.

    და ყველაზე მთავარი ტიპი დაბრუნება ტრავიდან და მხოლოდ ორი თამაში ვერ ითამაშა და უკვე უშვებ? სულ რომ ეს სეზონი ჩააგდოს რაფინიას გაშვება არის უსამართლობა და დიდი ###ობა.


    რაფინიას ჩაგდებული სეზონი იქნება თუ ჩემპიონთა ლიგაზე ვერ გვილიდერა და ფინალამდე ვერ გაგვიყვანა. ძალიან მაღლა აწია თამასა შარშანდელი შედეგების შემდეგ.

  • Frenkie de Jong_
    schedule 01 მარ 2026, 16:58

    გოლებიც ძაან ცოტა გვაქ გაშვებული
    ფაქტიურად მხოლოდ 5

  • nika 54
    schedule 01 მარ 2026, 15:23

    არ შემიძლია არ ავღნიშნო იამალს გუშინდელი შედეგით უკვე 27 გოლი დაუგროვდა სულ 95 თამაშში.
    ადრეც ავღნიშნე ჰალას ადმინის გადაჭარბებული ტრაბახი, თითქმის ყველაფერზე რაც რეალს თუ მის ფეხბურთელებს ეხება.
    კერძოდ როგორ აღნიშნეს ვინისიუსის 100 მატჩი, და აქეს და ადიდეს, რომ უკვე 20 გოლი ქონდა გატანილი რეალის შემადგენლობაში. თუმცა მიუხედავად ამისა დღეს ნებისმიერი მადრიდისტა ისევ დაიწყებს მტკიცებას, რომ ვინისიუსთან იამალი ახლოსაც ვერ მივა.