ოფიციალურად: ჟოან ლაპორტა გადადგა

ოფიციალურად: ჟოან ლაპორტა გადადგა

“ბარსელონას” პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ დაკავებული თანამდებობა დატოვა. ეს ინფორმაცია კლუბმა ოფიციალურად ცოტა ხნის წინ დაადასტურა.

ლაპორტას გადადგომა წინასწარ იყო ცნობილი და ამას კლუბის წესდება ითვალისწინებს. საქმე ისაა, რომ ამჟამინდელი პრეზიდენტი ერთ თვეში გასამართ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს და მას არ აქვს უფლება, წინასაარჩევნო კამპანიის წარმოების დროს პრეზიდენტის პოსტი ეკავოს.

“ბარსელონას” საპრეზიდენტო არჩევნები 15 მარტს გაიმართება, მანამდე კი კლუბის პრეზიდენტის პოსტს რაფა იუსტე დაიკავებს, რომელიც აქამდე ვიცე-პრეზიდენტი იყო.

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (26)

  • Albicelecte
    11 თებ 2026, 23:47

    Barca for life,
    აბდაუბდა სხვისი ისტორიების ამხელაზე გაწერაა;
    მეზარება წაკითხვა, შეურაცხყოფით დაიწყე და აღარ აქვს აზრი;
    შეიძლება შენზე მეტად მინდა იდეალური სეზონები და წარმატებები, მაგრამ არის ის, რაც არის;
    კესი… მოინდომა წასვლა და წავიდა, თავისუფალ აგენტად მოსული ხალხი ძალიან ბევრს იტხოვს, რასაც ჩვენ არ აგვიხსნიან, აგენტების მადა კიდევ სხვაა,
    სიტუაციურად იქმნება გამოუვალი მდგომარეობები და უწევთ ხალხს უცებ გადაწყვეტილების მიღება;
    ამას მოჰყვება არასახარბიელო გადაწყვეტილებები, რაც გროვდება;
    მე ვუყურებ შედეგს და არა ცაკლეულ ფეხბურთელს, მახსოვს როგორ დააქციეს ვარსკვლავური გუნდი;
    თქვენგან რომ არ მესწავლება არც ფეხბურთი და არც ბარსა, ამაში ვარ დარწმუნებული;
    მე არ ვარ ამომრჩეველთა შორის, კანდიდატებს შორის კიდევ სხვაზე უფრო საიმედო ლაპორტა მეჩვენება, რომ შედეგს დაადებინებს გუნდს

    ადექი და თავად იყარე კენჭი ან ვინმე წარადგინე უკეთესი, სხვას ვერაფერს გეტყვი

  • Barca for life
    11 თებ 2026, 14:34

    Albicelecte,

    ბოდიშით მაგრამ რაღაცებს ძალიან აბდაუბდა წერთ, არასწორი ფაქტები მოგყავთ და ძალიან მათრიგერებთ რომ ამდენ არასწორ დეტალზე გიპასუხოთ.

    1. ასე რომ ყოფილიყო და ისე რომ ყოფილიყო მე არ დამიწერია!
    მე პირდაპირ დაგიდეთ ფაქტი რომ ლევანასა და ტორესში ჯამში გადახდილია 100მ+20მ ბონუსები (დაჟე მაგ ბონუსების გამო ლევანას ისიც კი თხოვეს რომ პირველი სეზონის მეორე ნახევრიდან გოლები აღარ გაეტანა, აი მეტი წარმოდგენისთვის როგორი სამარცხვინო კაცია ლაპორტა)
    ასევე გითხარით რომ ამ ფასში ნებისმიერი მსოფლიოკლასის ფორვარდის მოყვანა იყო შესაძლებელი მითუმეტეს ფაქტად გიდევთ რომ ზუსტად მაგ წელს სიტიმ ჰალანდი იყიდა 90 მილიონად, ხოლო მომდევნო წელს ალვარესი წაიყვანა 17 მილიონად. თქვენ რისთვისაც არ გინდათ თვალის გასწორება ისაა რომ ესენი იყვნენ ვინც სატრანსფეროო მოლაპარაკებებში იჯვამდნენ და ასე ხახვივით შერჩათ ლევანა და ტორესი ჰალანდი-ალვარესის ნაცვლად, ბთვ ეგ ტორესიც კი სწორედ სიტიმ მოგვყიდა 55მ+15მ ბონუსებში, მაგ აღებულ თანხას ზედ 35მ დაამატა და ჰალანდი წაიყვანა.
    ანუ ახლა რასაც გიხსნით ისაა რომ გაცილებით უკეთესი სატრასნფერო პოლიტიკის წარმოება შეიძლებოდა, ისე რომ 3.5 წლის თავზე მორიგი 100 მილიონების დახარჯვა არ მოგვწეოდა. ამ ყველაფერს დავამატოთ ვიქტორ როკეში გადაყრილი 31მ+30მილიონიც.. და გამოვიდა რომ ჯამში ერთი მსოფლიოკლასის, ახალგაზრდა ფორვარდის ნაცვლად ტიპებმა მოიყვანეს 3 კაცი, დახარჯეს 131მილიონი და 3.5 წლის თავზე ისევ საძებნელი გვყავს ვიღაც და ისევ სერიოზული მაყუთია დასახარჯი – ეს კარგი ბიზნესი არაა!

    მესიზე:
    მოდით მესის ფანობაზე მაინც ნუ შევეჯიბრებით ერთმანეთს, ეს ძალიან ბანალურია, ზოგადად რაც ქვევით დაწერეთ იმდენად ბანალური და ზოგადი მსჯელობაა, სიტუაციის დათბობის მიზნით თავისი ლამაზი მომენტების შემოგდებით, რომ ასე მგონია ლაპორტას სადღეგრძელოების თქმაში სერიოზულ კონკურენციას გაუწევდით.
    ჯერ იმით დავიწყოთ რომ, როცა წერთ რომ ლაპორტამ "იცოდა თუ რა სჯობდა მესისთვის" – სრულიად აბსურდულია, რადგან ადამიანები ეგოისტური ბუნებისანი ვართ და ჩამოყალიბებულ ადამიანს სხვაზე მეტად პირველ რიგში თავად უნდა საკუთარი თავისთვის უკეთესი. და ფაქტია, რომ ლაპორტამ რა გადაწყვეტილებაც მიიღო, ეს იყო მხოლოდ საკუთარი ახირება და საერთოდ არ ითვალისწინებდა მესის პოზიციას, ამიტომაა რომ ლეო დღემდე ნაწყენია.
    მე მესმის ის შეხედულება რომ მესი უფრო მეტს იმსახურებდა ვიდრე ჩამონგრეულ ბარსაში თამაში იყო, მაგრამ მოდი ერთმანეთსაც ნუ დავაბოლებთ და ნუ ვიტყვით რომ მისი იმ ხერხით გაგდება, როგორც ლაპორტა მოექცა და თან პსჟ-ში გადახვეწა უფრო კარგი იყო მისი მომავლისთვის. მე მახსოვს იმ დროინდელი მესი რაოდენ დასტრესილი და საკუთარი თავის აჩრდილი დადიოდა მოედანზე, მას იქ თამაში არ უნდოდა, ეტყობოდა რომ იქ იძულებით იყო და შესაბამისად ვერც პსჟ-მ მიიღო და დააფასა, თქვენ კი უაზროდ მაგ პერიოდის გადაფარვას არგენტინით ცდილობთ, რაც სულელურია, რადგან შესაძლოა მან მსოფლიო მოიგო, თუმცა ეგ 1-2 თვიანი პერიოდი იმას ვერ გადაწონის რისი ატანაც 2 წელი ყოველდღიურად უწევდა და ამაზე თავადაც აქვს ინტერვიუებში ნასაუბრები.
    აქ კიდევ ის ფაქტორიც შემოდის რომ მსოფლიოსთვის მოსამზადებლ პერიოდს ბარსაშიც ისევე მისცემდნენ, როგორც პსჟში, ნაკლებ დასტრესილიც იქნებოდა და ნაკლებად წარმოსადგენია რომ ისეთივე ჩავარდნა ექნებოდა, როგორც პსჟ-ში ჰქონდა, ასევე ყოველწლიურად მოიტანდა უზარმაზარ მოგებას, კლუბი ტრანსფერებს მაინც გააკეთებდა და უდიდესი ალბათობით არც ლიგაზე ჩავრჩებოდით 2ჯერ.. ჰოო მოგებულ ტიტულებს კარგად ახსენებთ, ლივერპულებს და 8-2ებს კარგად ატრიალებთ და ის არაფერი ხო რომ ბოლო 4 წელში 2ჯერ ამხელა გუნდი ლიგაზე ჯგუფში ჩარჩა, ევროპალიგაზე კი აინტრახტმა და მანჩესტერმა ამოისვა, ამ 4 წელში ლიგის ნახევარფინალში მხოლოდ ერთხელ მოვხვდით და ისიც წინა წელს, მაქამდე 3 წელი რასაც გვაყურებინეს უბრალოდ ყველას სისხლი გვდიოდა თვალებიდან.
    ჰო მართლა აინტრახტთან არ იყო სტადიონზე ტონობით გერმანელი რომ გაგვეჩითა? ეს ვისი ბრალია?
    ლიგაზე ბენფიკა და ინტერი რომ გვტოვებდა მაინცდამაინც ყოველჯერზე მაგათზე ცუდი სასტავი ხომ არ გვყოლია?! თუმცა მწვრთნელად კუმანი და ჩავი გვყავდა, აქ კი მორიგი რეალობა შემოდის რომ კუმანსაც და ჩავისაც არავინ ადროვებდა იმდენს, რამდენიც ლაპორტამ ადროვა, ჩავიზე კი უკვე დავწერე რომ საკუთარი თავისთვის რომ არ გაეჩალიჩებინა ეს იდი*ტები ყველაფერს ცდილობდნენ რომ დაეტოვებინათ, აი მერე გენახათ ამ ბოლო 2 სეზონში მორიგი სისხლის დენა..
    კიდევ ერთხელ: ფლიკი და ლამასიაა ყველაფრის თავი და თავი, თქვენს ტექსტში კი მათი ამ დონის დაფასება არ იკითხება.

    ასევე ქვევით სატრასფერო მოლაპარაკებებზეც გიწერიათ და მაგ ფანდებზე ვინ ეგებოდა ღმერთმანი? განა ეს ლაპორტა არ იყო?
    აბა ვინ გაყიდა კესიე 12 მილიონად არაბეთში და რომეუ მოიყვანა 3.5 მილიონად?! ვინ ყიდდა ლამასიელებს კაპიკებში? საერთოდ თუ გახსოვს კოლადო როგორ მოიშორეს? ვინ დაუდო ინიგოს ის კონტრაქტი რომ არაბეთში უფასოდ შეეძლო გადასვლა? ვინ იყიდა როკე 31+30 მილიონად, ან ტორესი 55+15? უმაგრესი ნახევარსეზონის მერე ვინ გაუშვა ობამა 12 მილიონად ჩელსიში და პრაქტიკულად გაცვალა მარკოს ალონსოში? და კიდევ რამდენი ჩამოვწერო?
    და შემდეგ გიწერიათ "ყველაფერს აკეთებდნენ, რომ გუნდი დაძირულიყო, თითო წიხლი ყველამ მიაყოლა და ყველაფერი გააკეთეს, რომ ფეხზე არ წამომდგარიყო"
    და ვინ დაუშვა ეს ზემოთხსენებული? განა ლაპორტა არ იყო პრეზიდენტი?
    ამიტომ გეუბნებით რომ რაღაცებს ურევთ.

    შემდეგ კი საერთოდ რა გიწერიათ ვალებზე, ტებასზე,გრიზმანსა და დემბელეზე..
    პირველ კითხვას რომ გავცეთ პასუხი:
    გასაგებია რომ კლუბი რთულ ვითარებაში ჩაიბარა და ბევრი ვალი დახვდა, ამიტომაც იმაზე არავის დაუწუწუნია თუ რატომ გაიყიდა კლუბის გარკვეული ქონება, აქ მთავარი ისაა თუ რას მოხმარდა ეგ თანხები და რეალურად რას შეიძლებოდა რომ მოხმარებოდა:
    1. ხო გააგდეს მესი, მერე ხო მოიყვანეს ლევანა, აი რა შეიცვალა გარდა იმისა რომ წლიურად მესის რა თანხაც მოჰქონდა იმას ვეღარ ვიღებდით? 2. ხო გადაყარეს 131მ ნორმალური სტრაიკერის ძებნაში, 3.5 წლის თავზე რატომ ვართ ისევ ძიებაში? 3. რეალურად ჯამში მხოლოდ ტრასნფერების 60%მა გაამართლა რაც 230მ დაჯდა, მაშინ როცა სასწორის მეორე მხარესაა 25% სატელევიზიო უფლებები, ბარსა სტუდიოს 50% და მესის გაძევება, ეს კი ზოგადი წარმოდგენისთვის დაახლოებით 2 მილიარდი ქონებაა, საიდანაც კლუბმა მხოლოდ ნახევარი მიიღო, აქედან 300+მ დახარჯა ტრანსფერებში, დანარჩენი კი ღმერთმა იცის რას მოხმარდა, ვინაიდან როგორც იწერება ჩვენი ვალი ახლა იმაზე მეტია ვიდრე ლაპორტას დახვდა და ამას მოწმობს ყოველი სატრასნფერო ფანჯარა როცა როგოღაც ვერასდროს დავბრუნდით 1/1ზე და ბოლო 2 სეზონია ვერ აკმაყოფილებენ ფინანსურ სტანდარტებს რის გამოც სახელფასო ზღვარი ქვევით გვეწევა.
    პასუხი ტებასსა და ფედერეაციაზე:
    კი ყველა გვემტერება, კი ტებასი *ლეა და ლალიგას საზიზღრად მართავს, მაგრამ ამ გადამტერებულზე ფაქტია კლუბს უფლება მისცეს 300+ მილიონი დაეხარჯა..
    პასუხი გრიზმანსა და დემბელეზე:
    აი აქ მგონი ძალიან აიჭერით და რაღაცები ვერ გათვალეთ, მაგალითად ვისი ბრალია რომ ეგ 120 მილიონად ნაყიდი კაცი 25 მილიონად დავუბრუნეთ ატლეტიკოს?! შემთხვევით ლაპორტას ხომ არ აჭამეს სერიოზულად?
    დემბელე კი ბალასტი და დებილი ჩავიმდე იყო, ხოლო შემდეგ პროგრესირდა. როგორც ტრავმების ისე სათამაშო თვალსაზრისით, შესაბამისად როცა გაგვექცა მაშინ გასაშვები არ იყო, მითუმეტეს 35 მილიონად, და ვინ დაუდო დემბელეს ეგეთი კონტრაქტი? ისევ ლაპორტამ..

    და ბოლოს,
    ლაპორტას შეიძლება კლუბი უყვარს, მაგრამ მისი მენეჯმენტი რომ საზიზღრობაა ფაქტია და უკვე დაწერილს კიდევ ერთი მაგდენი მაგალითი შემიძლია დავუმატო, თქვენ ბართომეუზე ბანალური ტექსტებით ცდილობთ რომ ლაპორტა ამართლოთ, მაგრამ გეყოთ რა. გავიგეთ რომ ბართომეუ ძალიან ცუდი პრეზიდენტი იყო და ამას არ ჭირდება ზედმეტი განმარტება, მაგრამ როცა ეგ წავიდა და ლაპორტა მოვიდა აი ეს რაღაცები რაც უკვე ვახსენე ბართომეუმ ხომ არ დააძალა ლაპორტას რომ ეკეთებინა?!
    რეალურად ბართომეუს ჰქონდა საკუთარი ჩავარდნები და ასევე აქვს ლაპორტასაც, ბართომეუს ყველაზე ცუდი მენეჯმენტი მწვრთნელებში, ბოლო 3 ფეხბურთელში და მესიზე 555მ კონტრაქტის დადებაში გამოიხატა, ასევე იმაში რომ კორონა დაემთხვა, ლაპორტას ცუდი მენეჯმენტი კი გუნდის ქონების გაყიდვიდან ძლივს შეკოწიწებული თანხის არასახარბიელოდ დაბანდებაში, ტყუილების შემოგდებასა და ძალიან ცუდი სატრასნფერო მოლაპარაკებების წარმართვაშია. ანუ არცერთი უქნია ღმერთს და თქვენ მაინც ერთერთის გამართლებას ცდილობთ, რაც დამღლელია.
    ბარსას ამჟამინდელი პრობლემა ისაა რომ შესაფერისი ოპონენტი არ ჰყავს ლაპორტას, აი ისეთი ხალხი რომ იცნობს და ცოტა ნდობა მაინც რომ აქვს მოპოვებული, თორემ უბრალოდ ამაზრზენია ამხელა კლუბი ისევ ლაპორტას ჩააბარო მომდევნო 4 წლით, მაშინ როცა თავიდანვე იცი რომ ამ პერიოდში არ აგვცდება ყოველწელს რეგულაციებით და ათასი სისულელით ტვინების გამორეცხვა მხოლოდ და მხოლოდ იმის გადასაფარად რომ ცუდები არიან მოლაპარაკებებში და კარგ ფეხბურთელებს სხვა გუნდები ახევენ ან კიდევ სადღაც რაღაც გაბაგეს დოკუმენტში, ფედერაციამ არ დაუდასტურათ და მერე ისევ ტებასი გამოჰყავთ დიფსთეითი, ნუ დავიღალეთ უკვე..

  • Albicelecte
    10 თებ 2026, 22:34

    Barca for life,
    გასაგებია, ეს ასე რომ ყოფილიყო, ის ისე რომ ყოფილიყო;
    მაგარი რეკოშეტია, შებერტყილის ერთი
    მესი მე უფრო მინდოდა, რომ დარჩენილიყო, ჩემზე მეტად მესის პირადი გულშემატკივარი აქ ვინმე იყოს მეეჭვება;
    მაგრამ რაც იყო, იყო, იცოდა თუ რა სჯობდა ლეოსთვის, ერთი კარი იხურება, მეორე იხსნება…
    2020, 2021 კატასტროფული წლები საკლუიბო დონეზე, 2019 დიდი იმედგაცრუებებით დაწყებული…
    ლეოს სჭირდებოდა გვირგვინი, საკლუბო დონეზე აღარაფერი ჰქონდა დასამტკიცებელი და ძველი გუნდი შესული იყო ღრმა კრიზისში;
    ფერფლიდან უნდა წამომდგარიყო, ლეოს საშუალება მისცა იქ აღმდგარიყო, სადაც ყველაზე მეტად სურდა, ალბისელესტეში…
    და ასეც მოხდა, შესძლოა ემოციურ დონეზე რთული იყო, მაგრამ ფურცელი გადაიფურცლა, ლეო რომ ამბობდა, მანამდე მოგებულ ოქროს ბურთებს მუნდიალის მოგებაში გაცვლიდა…
    გაათავისუფლა საკლუბო წნეხიდან, გაუშვა და ლეო ფერფლიდან აღდგა, აღდგა იქ, სადაც მას "ჰარი პოტერის" სარკე უჩვენებდა, მუნდიალის თასით ხელში, კოპას თასის ხელში, არგენტინის ნაკრების კაპიტნის სამკლაურით…
    შედეგი სახეზეა, ამ პირობებში, 6 ტიტული, 2 ჩავის, 4 ჰანსის და იმედია კიდევ დაემატება;
    არასწორი მენეჯმენტით ეს შედეგი ვერ დაიდებოდა;
    როდესაც ფეხბურთელს კლუბი ყიდდა 30 მილიონად, ბარსას დაინეტერსების შემთხვევაში ფასს სწევდა 100 მილიონამდე;
    როცა ბარსა ფეხბურთელს ყიდდა, თუკი მისი რეალური ფასი იყო 50 მილიონი, ყველა ჩალიჩობდა ან უფასოდ დათრევაზე ან 5-10-ზე მეტს არ იხდიდა;
    ყველაფერს აკეთებდნენ, რომ გუნდი დაძირულიყო, თითო წიხლი ყველამ მიაყოლა და ყველაფერი გააკეთეს, რომ ფეხზე არ წამომდგარიყო
    რას იზამდი, როცა ბიუჯეტი ცარიელია და ვალები გახტრჩობს? ტებასი და ფედერაცია გემტერება და ყველა რეგულაციას სახეზე გიფრიალებენ? 120 ლიმონად ნაყიდ კაცს უფასოდ იბრუნებენ უკან და აქეთ მადლობებს გახდევინებენ?
    დემბელეს შემთხვევა ცალკე…ზარალი, თარსი, ბალასტი… მოიშორეს და ფლანგი გაცოცხლდა, კიდევ კარგი ბავშვი გაზარდეს ლა მასიაში;
    ლა მასიას პატივისცემა არ უნდა დაუკარგოთ ლაპოს, უყვარს ბარსა და თავისი კლუბი, მე ვერ ვიქნები მასზე დიდი კულე
    მახსოვს ბართომეუს მავნებლობები, სადამდეც მიიყვანა ბარსა მაგან, კი ვნახეთ;
    უსაშინლესი საკადრო პოლიტიკა, როგორ დაექცია გუნდი, მაგაზე მეტად ვერავინ მოიფიქრებდა უარესს…
    ენფილდის 0:4,ლისაბონის 2:8 და პსჟ-თან სახლში შერცხვენა შემთხვევითი არ იყო, გულის კანკალით ვუყურებდი ყველა სერიოზულ მატჩს, თუ სად გადაუბრუნდებდა ფეხი და ამოიტენებოდა სამარცხვინოთ "წურვის რეჟიმში" მომუშავე გუნდი, რომელსაც მიწასთან უნდა გასეწორებინა წესით ნებისმიერი;
    2018-2021 წლები ვისაც ახსოვს, ცოტა რთულია ლაპორტაზე ასე საუბარი

  • SHOTEX_ERADZE1992
    10 თებ 2026, 22:26

    ციტატა: ჰანს ფლიკი
    SHOTEX_ERADZE1992, ბარსას აღორძინება ამ კაცის დამსახურება იყო სულ,ნუ გამოხვლათ გენიოსები და დაიწყებთ.მატყუარა და მაფიოზიაო.როგოე დაშლილ ბარსაში მპვიდა ყველამ იცით,განადგურებული ყველაფერი.ასე უცებ ქვეყანა არ აშენებულა…დასტაბილურდება ყველაფერი და მერე გაკეთდება სწორი ტრანსფერები.მესი უნდა გაეშვათ ლა მასია უნდა წამოვისწს წინა პლანზე.ახალი სისხლი.რატომ უნდა იზარჯოს მილიონები ამდენი ვარსკვლავების ყიდვით,თან შესაბამისად დიდი ხელფასებით,როცა გვყავს აკადემიაში უნიჭიერესი ბიჭები


    ლაპორტაზე უკეთესი პრეზიდენტი არ მეგულება

  • Albicelecte
    10 თებ 2026, 19:07

    უგრძესი წერილი წავიკითხე, რასაც 90% არ ვეთანხმები;
    ლა ლიგა, ტებასიან, ფედერაციიან ყველაფრიანად, სრულიან მადრიდიანად ზურგს უკან ორმოებს გითხრიან და 200 მილიონს ჰალანდის ტრანსფერში ვინ მისცემდა და წლიურად 35-40 მილიონს საიდან გადაუხდიდნენ ვერ ვხვდები, ჯამში 200 ლიმონი სახელფასოთი;
    მესის წასვლა ბიუჯეტის ხარჯვით კატეგორიის შეუსაბამობის გამო მოხდა, ლაპორტას ბრალი ისაა, რომ დამალა და არ თქვა ის, რომ მისი შენარჩულების შანსი არ იყო
    მესი 34 წლისა იყო, ნაკრებზე უნდოდა კონცენტრირება და გახდა კიდევაც კოპას, ფინალისიმას და მუნდიალის გამარჯვებული, შეერგოს მეფეს!
    ახალი ერა უნდა დაწყებულიყო, რისკიანი ნაბიჯი გადადგა, მაგრამ რაც მოხდა, მოხდა;
    დემბეელ იყო მოსაშOრებელი, რატომ? ფსიქოლოგიურად წამგებიანი ჩანდა მისი კლუბში გაჩერება, შტეგენისა არ იყოს
    მოყვანილი ხალხი? ლევანა 9-იანია, ათლეტია, 114 barca-2 , 23 ასსისტი… ვერავინ იტყვის, რომ არ გაამაღთლა, შემცვლალი? ხვალინდელ დღეზე 9-იანს დამშვიდებულზე შეარჩვეს, ბირთვი ჰყქდეს, მთავარია
    ლევანა+
    რაფინია+(ულაპარაკოდ)
    ოლმო+, ევრო 2024-ის ვარსკვლავი და ძალიან არაორდინალური, მრავალმხრივი ფეხბურთელი
    კუნდე+
    ერიკ გარსია +
    ჟოან გარსია+
    და ლა მასიელი ბავშვები, პაუ,გავი,ფერმინი,ბალდე,მარტინი,კასადო,ბერნალი,ლამინე პირველ რიგში… არც ის შვედი ბავშვია ურიგო
    ყველაზე ახალგაზრდული და ამ დროს მოტივირებული, ფიზიკურად და ტექნიკურ-ტაქტიკურად საუკეტესოდ მომზადბეული გუნდია საუკეთესო მწვრთნელით, ახალი სტადიონით და ჯერ პიკზე არ გასულან, აი რომ გავლენ, მერე სხვა იქნება
    და ეს ყველაფერი ბართომეუს მერე

  • ჰანს ფლიკი
    10 თებ 2026, 17:53

    SHOTEX_ERADZE1992, ბარსას აღორძინება ამ კაცის დამსახურება იყო სულ,ნუ გამოხვლათ გენიოსები და დაიწყებთ.მატყუარა და მაფიოზიაო.როგოე დაშლილ ბარსაში მპვიდა ყველამ იცით,განადგურებული ყველაფერი.ასე უცებ ქვეყანა არ აშენებულა…დასტაბილურდება ყველაფერი და მერე გაკეთდება სწორი ტრანსფერები.მესი უნდა გაეშვათ ლა მასია უნდა წამოვისწს წინა პლანზე.ახალი სისხლი.რატომ უნდა იზარჯოს მილიონები ამდენი ვარსკვლავების ყიდვით,თან შესაბამისად დიდი ხელფასებით,როცა გვყავს აკადემიაში უნიჭიერესი ბიჭები