მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელმა ლიონელ მესიმ, ამ კვირაში თავისი “ფეისბუქის” ოფიციალური გვერდით გაავრცელა პერსონალური ლოგო, რომელიც წარმოადგენს “ვინ ვარ მე როგორც ფეხბურთელი და ადამიანი”. ლოგოზე გამოსახულია დიდი M, რაც ნიშნავს “ეს ვარ მე, ლიონელ მესი”. ამ ასოს ქვევით, განთავსებულია 24 წლის ვარსკვლავის გვარი, ხოლო გვერდით მისი ფოტო.

 

ასევე ლოგოსთვის მომზადდა ვიდეოც, რომელიც თავიდან რამდენიმე ნაწილისაგან შედგებოდა, ხოლო შემდეგ შეაერთეს და 42 წამში ჩაეტია მესის მთელი ცხოვრება.

 

მაშ ასე, ვიდეოს პირველი ნაწილი, სადაც ლეო ამბობს: “მე მიყვარს თითოეული გოლი” .

 

 

მეორე ნაწილი: “ყოველთვის როზარიოელ პატარა ბიჭისავით ვითამაშებ” 


 

 

მესამე ნაწილი: “მიყვარს ბავშვებისთვის დახმარება ოცნების ახდენაში” .

 

 

მეოთხე ნაწილი: “მიყვარს ჩემი ქვეყნისთვის გაერთიანება”.

 

 

ახლა კი საბოლოო, სრული ვიდეო.

 

 

აშკარაა, რომ ამ ვიდეოს გაკეთებამ დიდი დრო და ენერგია წაიღო, თუმცა ცოტა არ იყოს დამაბნეველია. რისთვის არის ეს საჭირო? როგორც წესი, ლოგოებს და ბრენდებს რაიმე პროდუქტის გასაყიდად და დასარეკლამებლად იყენებენ, მაგრამ მესი პროდუქტი არაა. ის ჩვეულებრივი ადამიანია. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მას რაიმე სახის რეკლამაში არ მიუღია მონაწილეობა, მაგრამ აქ აშკარად სხვა რაღაცაშია საქმე.

 

ისე კი, გთავაზობთ როზარიოს რეკლამას, სადაც ლეომ მიიღო მონაწილეობა და დაეხმარა საკუთარ ქალაქს ტურისტების მიზიდვაში.

 

 

შესაძლოა ეს ვიდეო სულაც არაა გამოყენებული რაიმეს დასარეკლამებლად. მესიმ უბრალოდ შექმნა ლოგო, რათა კიდევ ერთხელ აჩვენოს თავისი ბრწყინვალება და როდესაც ვინმე მასზე პრეტენზიას გამოთქვამს, უბრალოდ აჩვენებს ამ ხანგრძლივი მუშაობის შედეგს და გააჩუმებს. ასე რომ, როგორც ხედავთ ეს რაღაცით კარგიცაა, მაგრამ ახლა “ბარსელონას” სხვა ფეხბურთელებმაც რომ ლეოსგან აიღონ მაგალითი და მათაც გააკეთონ ლოგოები…მაგალითად წარმოიდგინეთ ჩავი, მარჯვენა მხარეს მისი სურათი, დაბლა მისი სახელი და მარცხენა მხარეს ქამელეონის თვალები…ეს უკვე მეტისმეტია…

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში