რაფინია და ტიაგო არ არიან ერთადერთი ძმები, რომლებსაც “ბარსელონაში” აქვთ ნათამაშები. კატალონიურ კლუბში დაარსებიდანვე გამოდიოდნენ ერთი სისხლის მქონე პიროვნებები. ლურჯ–ბროწეულისფერი მაისური სულ 22 წყვილს ცმია, აქედან 16–ჯერ ორ ძმას, ხოლო 6–ჯერ – სამს.
ყველაფერი ერნესტ და არტურ უიტებით დაიწყო, რომლებიც “ბლაუგრანას” ღირსებას 1899 წლის 24 დეკემბრიდან იცავდნენ. მათ მონაწილეობა მიიღეს “ბარსელონას” ისტოტიაში მეორე შეხვედრაში. უკვე 1902 წელს, ლურჯ–ბროწეულისფერი ფორმა მოირგეს სამმა ძმამ, ჯონ, სამუელ და ანრი მორისებმა. ჯონი მცველი იყო, სამუელი მეკარე, ხოლო ანრი თავდამსხმელი.
ბევრჯერ ხდებოდა ისე, რომ ერთი ძმა თავისი მიღწევებით მეორეს (და მესამეს) ჩრდილში ტოვებდა. მაგალითისათვის ავიღოთ კარლეს კომამალა, რომელიც ბრწყინვალე ფეხბურთელი და ნამდვილი გოლეადორი იყო (172 გოლი 145 მატჩში). მისი ამ თამაშის შემყურე, არავის ახსოვდა კიდევ ორი კომამალა, არსენი და აურეო. იგივე მოხდა რიკარდო და სესარ როდრიგესებს შორის. ეს უკანასკნელი “ბარსელონას” ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა, ხოლო მისი ძმა იყო ერთი ჩვეულებრივი დამცველი, რომელიც თავის დავალებას მეტ–ნაკლებად ასრულებდა.
მოდით ვნახოთ რამდენიმე სურათი ძმებისა, რომლებსაც ნათამაშები აქვთ “ბლაუგრანაში”.
კარლეს და არსენი კომამალა (ამ ფოტოს მესამე ძმა, აურეო აკლია)

კალო და სესარ როდრიგესი

მარია და ხოსეპ გონსალვო

ხოაკინ და ლორენც რიფე

როჯერ და ოსკარ გარსია

სერხი და ჯერარდ ლოპესი

ჯონათან და ჯოვანი დოს სანტოსი

რაფა და ტიაგო ალკანტარა

ფრანკ და რონალდ დე ბური
