დღის მთავარი მატჩი

error დღეს თამაშია!
MATCHDAY
გამპერის თასი schedule 22:00

ბარსელონა

ბარსელონა ლოგო
--:--
ალ აჰლი ლოგო

ალ აჰლი

arrow_forward მატჩ-ცენტრი
სლავია-ბარსელონა – ალეხანდრო ბალდეს მატჩისწინა პრესკონფერენცია

სლავია-ბარსელონა – ალეხანდრო ბალდეს მატჩისწინა პრესკონფერენცია

“ბარსელონას” მარცხენა მცველმა ალეხანდრო ბალდემ ჩემპიონთა ლიგის მე-7 ტურის მატჩში პრაღის “სლავიასთან” სტუმრად დაპირისპირების წინ პრესკონფერენცია გამართა.

გვჯერა, რომ საქმეს კარგად ვაკეთებთ. ჩვენ “ბარსა” ვართ და ყოველთვის უნდა მოვიგოთ. თუ ისე ვითამაშებთ, როგორც “რეალ სოსიედადთან” ვითამაშეთ, აუცილებლად მოვიგებთ. ზოგჯერ უბრალოდ ბურთს კარში შესვლა არ უნდა.

ჩემპიონთა ლიგის მომდევნო ორი შეხვედრა უნდა მოვიგოთ, თუ გვინდა, რომ 8 საუკეთესო გუნდში მოხვდეთ. ჩემპიონთა ლიგის მოგებაზე ყველა ფეხბურთელი ოცნებობს.

დაბალი ტემპერატურა პრაღაში? სიცივე ნამდვილად არ მომწონს, მაგრამ ეს საბაბი არაა. მატჩზე კონცენტრირებულები უნდა ვიყოთ.

ტერ შტეგენი “ჟირონაში”? ის დღეს დილით გვესაუბრა. ჩემთვის ის მისაბაძი მაგალითია. ეს ეტაპი მას თავდაჯერებულობის დაბრუნებაში დაეხამრება. მარკს ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ.

ცვლილებები “ჩელსისთან” მარცხის შემდეგ? იმ მატჩში კარგად ვერ ვითამაშეთ. თავდაჯერებულობა გვაკლდა. გასვლაზე 0-3 წაგება რთულია. გასახდელში ამაზე ვისაუბრეთ. ვიცით, რომ ბევრად უკეთ თამაში შეგვეძლო. ყოველდღე ბევრს ვმუშაობთ.

გოლების გაშვება? ყოველთვის არის რაღაცები, რისი გაუმჯობესებაც შესაძლებელია. შესაძლოა, იმაზე მეტი გავუშვით, ვიდრე უნდა გაგვეშვა, მაგრამ ასევე ბევრი გაგვაქვს. საბოლოო ჯამში, ვიმარჯვებთ, რაც მნიშვნელოვანია.

კონკურენცია კანსელუსთან? ნებისმიერი ფეხბურთელი, რომელიც გუნდის დასახმარებლად მოდის, მნიშვნელოვანია. ის შესანიშნავი მოთამაშეა და ახალგაზრდებს ძალიან დაეხმარება. კონკურენცია ყოველთვის კარგია. კონკურენცია რაც მაღალია, მით უკეთესია.

დროს წასვლა? მის გადაწყვეტილებას პატივი უნდა ვცეთ. დრო ძალიან ნიჭიერი, შესანიშნავი ადამიანია. მას ყველაფერს საუკეთესოს ვუსურებთ. თითოეული ფეხბურთელი საკუთარ გზას თავად ირჩევს.

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე ექსკლუზიური წვდომა, რეკლამების გარეშე საიტი და სხვა პრივილეგიები.

გაიგე მეტი arrow_forward

forum კომენტარები (7)

  • nika 54
    schedule 21 იან 2026, 10:17

    "ბარსელონას" მარცხენა მცველმა ალეხანდრო ბალდემ ჩემპიონთა ლიგის მე-7 ტურის მატჩში პრაღის "სლავიასთან" სტუმრად დაპირისპირების წინ პრესკონფერენცია გამართა".
    რამდენჯერ დავწერე: ბალდემ კი არ გამართა პრესკონფერენცია, ფლიკმა წაიყვანა წინასამატჩო პრესკონფერენციაზე, ეს პრესკონფერენცია ყველა თამაშის წინ სავალდებულოა და მუდმივი ხასიათი აქვს, უეფას მიერ დაწესებული და სავალდებულო. ანუ უნდა დაიწეროს: წინასამატჩო პრესკონფერენციაზე ფლიკი ბალდესთან ერთად მივიდა. არაფერს ბალდე არ მართავს ყველაფერს უეფა მართავს და მასპინძელი ვალდებულია ყველა ორგანიზაციული საკითხი მოაგვაროს. თუ რა თქმა უნდა გუნდის მწვრთნელი მოურინიო არ არის, რომელიც წაგებულზე გაბრაზებული ხშირად პრესკონფერენციაზე მისული ჩუმად იჯდა და ჟურნალისტებს ბოღმიანი უყურებდა ხოლმე.

  • Rick Sanchez
    schedule 21 იან 2026, 00:51

    ვერ გამოთალა ფლიკმა ყ*ისგან დევისი

  • Rivaldo
    schedule 20 იან 2026, 23:53

    ფლიკმა ყველა მოხოდა, ყველა გააუმჯობესა და ამას არაფერი ეშველა. როგორი ჯაჭვზე გაბმული ძაღლიც ხავის დროს იყო იგივეა დღეს, 0 პროგრესი. თამაში ათი ჩაწოდებიდან 0 საფრთხე. ერთერთია იმ 3-4 კაციდან ვინც ძირითადშია და ამ დროს ამ კლუბის დონეს ვერ აკმაყოფილებს.

  • La Pulga10
    schedule 20 იან 2026, 23:32

    ნა*უი სკამზე. ხვალ კანსელუ დაიწყებს.

  • პენდრაგონი
    პენდრაგონიshield ვეტერანი
    schedule 20 იან 2026, 22:03

    ჩაწოდება ისწავლე რა

  • MESSI 2017
    schedule 20 იან 2026, 21:41

    კანსელუ მარჯვნივაც უდნა იყოს და მარცხნივაც ოღონდ სკამიდან როცა გოლო გვინდა მარცხნივ 0ია ტიპი

  • BlackBull
    schedule 20 იან 2026, 21:38

    ესტრადა ფერნანდესი (ყოფილი მსაჯი):
    "მათ იამალის მომენტი დააყოვნეს რადგან შეცვლილი კადრი ეჩვენებინათ ეთერში ხალხის მოსატყუებლად. მახსოვს როცა არბიტრი ვიყავი მსაჯთა კომიტეტი ამბობდა "კადრებით თამაში" ყოველთვის შესაძლებელია