ჟოაუ კანსელუს “ბარსელონაში” დაბრუნება გადაწყვეტილია. ინფორმაციას ამის შესახებ ფაბრიციო რომანო ავრცელებს.
ავტორიტეტული იტალიელი ჟურნალისტის ცნობით ტრანსფერის ყველა საკითხი შეთანხმებულია. 31 წლის პორტუგალიელი “ბარსელონაში” იჯარის წესით სეზონის ბოლომდე ითამაშებს, რაშიც “ბლაუგრანა” “ალ ჰილალს” 4 მილიონ ევროს გადაუხდის.
ცნობილია, რომ ჟოაუს კარიერის “ინტერში” გაგრძელების ვარიანტიც ჰქონდა, მაგრამ მან გადაწყვიტა, “ბარსელონას” შეთავაზებას დალოდებოდა.
კანსელუ, რომელსაც თამაში დაცვის ორივე ფლანგზე შეუძლია, “ბარსელონაში” იჯარის წესით მეორედ გადმოდის. პირველად ეს 2023/24 წლების სეზონში მოხდა, როდესაც მაშინ ჯერ კიდევ “მანჩესტერ სიტის” საკუთრებაში მყოფმა “ბლაუგრანას” მაისურით 42 თამაში ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და 5 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.
და როდის უნდა მოიყვანონ სუპერკოპაზე არ ესწრება ნეტავ?
დიდად არ მიხარია, რაც არ უნდა იყოს უკვე ჩამოწერილი ფეხბურთელია
Facebook ზე ჯოან გარსიას და ფლიკის ფეიჯრბი ნაღდია თუ ფეიკ ექაუნთებია? კანსელოს მოსვლას ულოცავენ და ვერ გავიგე არ გაოფიციალურებულა ჯერ და ვერ გავიგე გამომწერები კი ყავთ ბლომად რავიცი
დადგეს მარჯვნივ ეს და კუნდე დაუბრუნდეს ცენტრს! პროსტა რაღაც მომენტებში აქ ხოლმე ამას გაჭედვები და ისეთ დებილობას იზამს ნერვებს მოგიშლის მარა იმედია ხოდზე იქნება
მე ვფიქრობ საჭირო და დროული ტრანსფერია
ამას ჰქვია სულ არავის მოყვანას ხომ მაინც ჯობია თორემ ამას გამოთაყვანებები აქვს ისე იცოცხლეთ თქვენ ! (რომ მახსენდება) უბრალოდ ფიზიკურად ფლიკს რესურსი არ ააქვს 2 მცველი დაკარგა ინიგო/ქრისტენსენი მესამე (არაუხო) გინდ გყოლია გინდ არა ლიგაზე დიდ თამაშებში არა მაგრამ ლა ლიგისთვის მაინც რესურსი გვჭირდება სისწრაფე თუ აქვს შერჩენილი ფლანგის მცველის საინტერესოა