მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსა” ხორდი ალბათი და ვიქტორ რუისით ინტერესდება

“ბარსა” ხორდი ალბათი და ვიქტორ რუისით ინტერესდება

მართალია, მიმდინარე სეზონი სულ ახლახანს დაიწყო, მაგრამ “ბარსა” უკვე აქტიურ ნაბიჯებს დგამს მომავლ წელს შესაძენი ფეხბურთელების მიმართულებით. გასულ უქმე დღეებზე კატალონიური გრანდის ტექნიკური მდივანი, ნარსის ხულია, “ლევანტეს” სტადიონზე წავიდა, რათა თვალი ედევნებია ვალნესიური დერბისთვის, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ ის ფეხბურთელები, რომლებიც ხულიასა და სუბისარეტას ინტერესთა სფეროში არიან მოქცეულები. უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, საუბარია ხორდი ალბასა და ვიქტორ რუისზე. ორივე მათგანი “ბარსას” საბავშვო აკადემიაშია აღზრდილი.

 

ნებისმიერ შემთხვევაში, ალბასა და რუისს განსაკუთრებული ადგილი უჭირავთ კლუბის შესაძლო ტრანსფერებში. აბიდალის მომავალი კვლავ გადაუწყვეტელია. 32 წლის მცელმა, რომელმაც მძიმე დაავადება გადაიტანა, ჯერ კიდევ არ მოაწერა ხელი კონტრაქტის გახანგრძლივებას, ვინაიდან მიიჩნევს, რომ შესაძლოა, იგი ვეღარ აჰყვეს “ბარსას” მაღალ დონეს და აქედან გამომდინარე არ სურს, რომ თავისი ყოფნით გვარდიოლას ტვირთად დააწვეს. მიუხედავად იმისა, დარჩება თუ არა აბიდალი, კლუბმა მაინც უნდა იზრუნოს მომავალზე. 22 წლის ხორდი ალბა სწრაფი და უნივერსალური მცველია. მისი კონტრაქტი “ვალნესიასთან” 2013 წელს იწურება. კლუბმა უკვე შესთავაზა მას ხელშეკრულების გახანგრძლივება, თუმცა ფეხბურთელს ჯერ თანხმობა არ განუცხადებია. იცის რა “ბარსას” ინტერესების შესახებ და მხედველობაში იღებს რა ევროპის ჩემპიონატს, ალბა დროს წელავს კონტრაქტის ღირებულების გაზრდის იმედით. ყველაფრის მიუხედავად ხორდის ოცნება დარჩა – კვლავ ჩაიცვას “ლურჯ-ბროწეულისფერი” ფორმა, რომელიც მან ბოლოს “კადეტეს” რიგებში გამოსვლისას მოირგო.

 

ალბას თანაგუნდელი ვიქტრო რუისიც მეტად ღირებული კადრია “ვალენსიასთვის”. მას დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ. იგი სწრაფია მოკლე დისტანციებზე, კარგად მუშაობს ბურთთან და შესანიშნავად თამაშობს მარცხენა ფლანგზე. სწორედ ამიტომ რუისი შესანიშნავი ნამატი იქნებოდა პიკესა და მასკერანოსთვის. ყოფილ “თუთიყუშს” “ვალენსიასთან” კონტრაქტი 2016 წლამდე აქვს გაფორმებული. მისი აგენტია დიასი, რომელიც ასევე ბარტრას, პლანასის, რივეროლასა და ყოფილი “ბლაუგრანელი” ორიოლ რომეუს ინტერესებსაც იცავს. გვარდიოლას ძალიან მოსწონდა რუისი, როცა ეს უკანასკნელი “ბარსა ბ”-ში გამოდიოდა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში