“ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა “ბეტისთან” სტუმრად გამართული მატჩის (3-5) შემდეგ კომენტარი გააკეთა.
კარგი მატჩი იყო. პირველი ტაიმი, მართლაც, კარგი იყო. თამაშის ბოლოსკენ ძალიან დაღლილები ვიყავით. ბევრი შეხვედრა ჩავატარეთ. თუ გინდათ, შეგიძლიათ, ბოლო წუთები უარყოფითად აღიქვათ, მაგრამ მე ამას არ გავაკეთებ.
იამალი ათიანის პოზიციაზე ძალიან კარგი იყო. ის შესანიშნავი იყო დაცვაშიც. ლამინი თანაგუნდელებს სივრცეებს უთავისუფლებდა. მან ფანტასტიკურად ითამაშა. ეს ახალი ვარიანტია, რომელიც უნდა განივიხლოთ.
მატჩამდე იამალს ვკითხე, შეეძლო თუ არა შემტევ ნახევარმცველად თამაში და მან თანხმობა განაცხადა. ძირითადში ყოფნა ბარდჯიმაც დაიმსახურა. მან შესანიშნავად ითამაშა.
ფერანი სასტარტოში დავაყენე და ვიცოდი, რომ ეს მისი სტადიონია. მას აქ ბევრჯერ გაუტანია, ნაკრების შემადგენლობაშიც.
თავდამსხმელისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი თავდაჯერებულობაა და ტორესი ამაში ნამდვილად კარგია. ფერანი კვლავ ფანტასტიკური იყო. მისით ძალიან კმაყოფილი ვარ.
ბურთს ვაკონტროლებდით. გუნდისგან სწორედ ამის ნახვა მინდა.
რაც არ უნდა ვილაპარაკოთ პედრი არის გუნდის ხერხემალი
ეს უნდა მოსულიყო ვალვერდეს შემდეგ
4 მწვრთნელი შეიცვალა სანამ არ გაეხსნათ გონება
იამალი მართლაც კარგი იყო ათიანზე, პასებს არიგებდა მშვენივრად
ეჰ პედრიზე ვილოცოთ, როგორც კი გავიდა გუშინ ბურთი დაგვიჭირა ბეტისმა და გოლებიც შეგვიყარეს, მთელი გუნდი პედრია დღეს.
მომწონა ახალი სისტემა
ერთი კარგი ცენტრალური მცველი უნდა და დაცვის ოდნავ მოდიფიკაცია და ძაან კარგი გუნდია. გუშინ გამოჩნდა რომ იამალის ათიაჯობამ ძაან ლამაზი გახადა თამაში. აქ რესურსი და რატომაც არა,რატო უნდა გამოვკეტოთ მარტო ფლანგზე როცა ყველგან შეუძლია და რუნიც არაა ცუდი ბავშვი,და კიდევ შეუძლია განბითარება.
ეჰჰ რასაც ეს კაცი ამ შემადგენლობით აკეთებს სასწაულია, ამას ყავდეს რეალის, ჩელსის ან ლივერპულის შემადგენლობა ვაბშე ქვას ქვაზე არ დატოვებდა.
მოკლედ კომპიუტერი აქვს თავში, რეებს არ იგონებს. ალონსოს ფეხბურთელები რო მისცე თამაშს არ წააგებს სეზონზე.