დღის მთავარი მატჩი

check_circle დასრულდა
MATCHDAY
გამპერის თასი schedule 22:00

ბარსელონა

ბარსელონა ლოგო
2 - 1
ალ აჰლი ლოგო

ალ აჰლი

arrow_forward მატჩ-ცენტრი
აბდელკარიმი 30'sports_soccer რაფინია 45'sports_soccer გორდონი 90+1'close
ზიზო 51'sports_soccer
რაფინიას 2-დან 2 – ბრაზილიელი ბრწყინავს

რაფინიას 2-დან 2 – ბრაზილიელი ბრწყინავს

“ბარსელონას” ერთ-ერთი ლიდერი რაფინია ტრავმის მორჩენის შემდეგ ახლახან დაბრუნდა, მაგრამ ეს გუნდზე უკვე დადებითად აისახა.

ერთი შეხედვითაც აშკარაა, რომ “ბარსა” რაფინიასთან ერთად და მის გარეშე ორი ძალიან განსხვავებული გუნდია. ბრაზილიელმა გასული სეზონი ბრწყინვალედ ჩაატარა და საუკეთესოობის პრეტენზიაც ჰქონდა, მაგრამ მისი მნიშვნელობა ჰანსი ფლიკის გუნდში ახლა უფრო შესამჩნევი გახდა. აშკარაა, რომ მისმა დაბრუნებამ გუნდის კონკურენტუნარიანობის დონე აამაღლა.

“ბლაუგრანას” რაფინია 9 თამაშში ეკლდა. 28 წლის ფეხბურთელი “ბილბაოსთან” დაბრუნდა და დაახლოებით 10 წუთი ითამაშა. “ჩელსისთან” დაპირისპირებაში მან მოედანზე 30 წუთი გაატარა, “ალავესთან” და “ატლეტიკოსთან” კი უკვე სასტარტო შემადგენლობაში იმყოფებოდა.

რაფინიამ დაბრუნების შემდეგ ძირითადში ორჯერ ითამაშა და ორივე შემთხვევაში მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. მან “ალავესთან” დანი ოლმოს გაატანინა, “ატლეტიკოსთან” კი თავად გაიტანა, თანაც რა მნიშვნელოვანი გოლი.

რაფინია უნიკალური მოთამაშეა. ბრაზილიელი მუდმივად სივრცეებს ეძებს, პრესინგს მიმართავს და სახიფათო მომენტებს ქმნის, მისი გამარჯვების სულისკვეთება და შემართება კი მთლიან გუნდზე ისახება. შესაძლოა, რამდენიმე წლის წინ რაფინიას მიმართ ეჭვები არსებობდა, მაგრამ ის ახლა ყველას უყვარს.

pedal_bike

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია arrow_forward

forum კომენტარები (7)

  • nika 54
    schedule 05 დეკ 2025, 16:55

    შარშანდელი ვარიანტი უკეთესი იყო, იმედია დაუბრუნდება იმ ფორმას.

  • rivaldo80
    schedule 04 დეკ 2025, 13:35

    ციტატა: Barca
    ბარსელონას პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა მზადაა გაყიდოს რამდენიმე საკვანძო ფეხბურთელი და ღირებული საკლუბო აქტივები – იმისთვის, რომ გამოიმუშავოს მადრიდის ატლეტიკოს ვარსკვლავის ხულიან ალვარესის შეძენისთვის საჭირო თანხები.
    არგენტინელ თავდამსხმელს "ატლეტიკოს" რიგებში 76 მატჩში 39 გოლი გოლი აქვს გატანილი.

    ან ეს ან ოსიმენი უნდა მოიყვანონ


    სისულელეა ალვარესში მაგდენის გადახდა მომწონს მაგრამ არასტაბილურია და არ არის 9 ნომერი ეგ ბიჭი.ბარსას ჭირდება ცივსისხლიანი ფიზიკურად ძლიერი სწრაფი გოლეადორი

  • Rick Sanchez
    schedule 04 დეკ 2025, 12:40

    მიყვარს ეს კაცი

  • პენდრაგონი
    პენდრაგონიshield ვეტერანი
    schedule 04 დეკ 2025, 12:38

    ბარსელონას ძირითადი თერთმეტეული ძალიან ძლიერია, მაგრამ ერთი მოთამაშეც რომ გვაკლდება უკვე პრობლემები იწყება

  • Aroni
    schedule 04 დეკ 2025, 12:17

    ფეხბურთელის ესეთი სახეცვლილება აქამდე არ მინახია. სულ ვიძახდი ყველაფერი აქვს, სისწრაფე, დარტყმა, ტექნიკა, ჟინი მარა მეთქი ვერა რა, შედეგი, ანუ მარგი ქმედების კოეფიციენტი 0. მოვიდა ფლიკი და ტიპი გადაიქცა ერთერთ საუკეტესოდ მსოფლიოში… რას ნიშნავს ბოლომდე ბრძოლა და მწვრთნელის ხელი… ფლიკსაც და რაფინიასაც დიდი პატივისცემა!

  • Barca
    schedule 04 დეკ 2025, 12:14

    ბარსელონას პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა მზადაა გაყიდოს რამდენიმე საკვანძო ფეხბურთელი და ღირებული საკლუბო აქტივები – იმისთვის, რომ გამოიმუშავოს მადრიდის ატლეტიკოს ვარსკვლავის ხულიან ალვარესის შეძენისთვის საჭირო თანხები.
    არგენტინელ თავდამსხმელს "ატლეტიკოს" რიგებში 76 მატჩში 39 გოლი გოლი აქვს გატანილი.

    ან ეს ან ოსიმენი უნდა მოიყვანონ

  • Moriarti
    schedule 04 დეკ 2025, 11:56

    რაფინიამ ნამდვილად ყველა გაგვაოცა, ვინ იფიქრებდა თუ ესეთი მნიშვნელობის ფეხბურთელად ჩამოყალიბდებოდა