ლიონელ მესი: ბარსელონაში საცხოვრებლად დავბრუნდებით

ლიონელ მესი: ბარსელონაში საცხოვრებლად დავბრუნდებით

ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი ლიონელ მესი აცხადებს, რომ ის და მისი ოჯახი მომავალში ბარსელონაში საცხოვრებლად დაბრუნებას გეგმავენ.

დღეის მდგომარეობით, მაიამიში სავარაუდოდ კიდევ რამდენიმე წელი დავრჩები. თუმცა შემდეგ ბარსელონაში დავბრუნდები, რადგან როგორც ყოველთვის ვამბობდი, ეს ჩემი სახლია. ბარსელონა ძალიან გვენატრება და იქ დავბრუნდებით.

– ციტირებს ლეო მესის სიტყვებს Sport.

ცოტა ხნის წინ მესიმ “ინტერ მაიამისთან” კონტრაქტი 2028 წლამდე გაახანგრძლივა. ეს ნიშნავს, რომ ესპანეთში მისი უახლოეს მომავალში დაბრუნება არ იგეგმება.

pedal_bike

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია arrow_forward

forum კომენტარები (5)

  • პენდრაგონი
    პენდრაგონიshield ვეტერანი
    schedule 22 ნოე 2025, 06:28

    არასოდეს არ უნდა წასულიყავი ბარსადან

  • Rick Sanchez
    schedule 21 ნოე 2025, 23:03

    ციტატა: me da barca
    28-მდე რა უბედურებაა. გამოდის, რომ აქ თამაშს არ განიხილავს და თუ დაბრუნდა ბარსაში სხვა რანგში. ასაკი თავისას შვება.


    რატომ გაჩნდა საერთოდ მესის ფეხბურთელად დაბრუნების იმედი?

  • me da barca
    schedule 21 ნოე 2025, 14:48

    28-მდე რა უბედურებაა. გამოდის, რომ აქ თამაშს არ განიხილავს და თუ დაბრუნდა ბარსაში სხვა რანგში. ასაკი თავისას შვება.

  • nika 54
    schedule 20 ნოე 2025, 16:39

    ათასჯერ აქვს გაცხადებული, ბარსაში გავიზარდე და ჩემი სახლი აქ არისო, ისევე როგორც ჩემი შვილებისო, რომლებიც უკვე მეკითხებიან როდის წავალთ სახლშიო. მას შემდეგ კი რაც მისი ნათესავები დააყაჩაღეს არგენტინაში მისივე თქმით იქ დაბრუნების შანსი აღარ არისო.ი

  • SHOTEX_ERADZE1992
    schedule 20 ნოე 2025, 14:31

    რა იქნება მესის მომავალი მალე გავიგებთ