ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ “ბარსელონა” ლა ლიგის მსგავსად ჩემპიონთა ლიგაზეც მომდევნო საშინაო შეხვედრას “სპოტიფაი კამპ ნოუზე” გამართავს.
გუშინ ოფიციალურად დადასტურდა, რომ “ბლაუგრანა” “სპოტიფაი კამპ ნოუს” უბრუნდება, თუმცა საბოლოოდ ჯერ კიდევ არ იყო გადაწყვეტილი ჩემპიონთა ლიგის მომდევნო საშინაო შეხვედრის ბედი. დღეს კი კლუბმა გაავრცელა ინფორმაცია, რომელშიც ვკითხულობთ, რომ 9 დეკემბერს “ბარსელონასა” და ფრანკფურტის “აინტრახტს” შორის გასამართ შეხვედრას “სპოტიფაი კამპ ნოუ” უმასპინძლებს.
არენაზე, რომელიც ჯერ კიდევ რეკონსტრუქციაზეა, ამ ეტაპზე 45401 გულშემატკივრის შეშვებაა დაშვებული.
ფეხბურთის თამაშის გარდა არაფერი გამოსდის მაგ კაცს, რაის მრჩეველი.