workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

error დღეს თამაშია!
MATCHDAY
ლა ლიგა schedule 23:30

ბარსელონა

ბარსელონა ლოგო
--:--
რაიო ლოგო

რაიო

arrow_forward მატჩ-ცენტრი
უეფამ ბარსელონას კამპ ნოუზე დაბრუნების თარიღი დაადასტურა

უეფამ ბარსელონას კამპ ნოუზე დაბრუნების თარიღი დაადასტურა

Ხანგრძლივი მოლოდინის შემდეგ “ბარსელონა” ერთ თვეში საკუთარ ისტორიულ სტადიონზე დაბრუნდება – თუმცა მხოლოდ ნაწილობრივ გახსნილი ტრიბუნებით.

“კამპ ნოუს” რესტავრაციამ თითქმის ორი წელი გასტანა და კლუბმა რამდენჯერმე გადადო დაბრუნების თარიღი. ახლა კი უეფამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ “ბარსელონა” ჩემპიონთა ლიგის მეორე საშინაო მატჩს, 21 ოქტომბერს “ოლიმპიაკოსის” წინააღმდეგ, უკვე განახლებულ სტადიონზე გამართავს.

საწყის ეტაპზე მხოლოდ 27,000 გულშემატკივარი დაესწრება მატჩს, რადგან გახსნა ეტაპობრივად მოხდება. ეს გადაწყვეტილება ნაწილობრივ გამონაკლისია, რადგან წესით გუნდებმა ერთ სტადიონზე უნდა ჩაატარონ ჯგუფური ეტაპის ყველა შეხვედრა, თუმცა ევროპულმა  მმართველმა ორგანომ “ბარსას” მხარი დაუჭირა.

მიუხედავად უეფას თანხმობისა, კლუბს ჯერ კიდევ სჭირდება ქალაქის საბჭოს მიერ საბოლოო ნებართვის მიღება. ბოლო ინსპექციამ უსაფრთხოების სტანდარტებთან დაკავშირებით ხარვეზები აღმოაჩინა, რის გამოც “კამპ ნოუს” გახსნა ისევ გადაიდო.

თუ 18 ოქტომბრის “ჟირონასთან” შეხვედრამდე ნებართვა ვერ გაიცემა, კატალონიელები იძულებულნი იქნებიან კვლავ “მონჟუიკზე” ითამაშონ. გულშემატკივრებს კი ოპტიმიზმის მიუხედავად სიფრთხილე მართებთ – კლუბმა უკვე არაერთხელ მისცა მათ ტყუილი იმედი.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (7)

  • პენდრაგონი
    პენდრაგონიshield ვეტერანი
    schedule 01 ოქტ 2025, 19:44
    #7

    აბა იქნებ დაადგეს საშველი

  • La Pulga10
    schedule 01 ოქტ 2025, 16:07
    #6

    გვეშველა

  • Ბ. Რ. Ყ. Ტ.
    schedule 01 ოქტ 2025, 10:02
    #5

    Catalonia1, მგონი უფრო ის ხალხი, ვინც ზუგდიდის სტადიონს "აშენებდა" blush

  • Rick Sanchez
    schedule 01 ოქტ 2025, 08:50
    #4

    ნაწილობრივ გახსნილი სტადიონის დედა ვატირე. მუღამი პირველივე მატჩზე ასი ათასი კაცის გუგუნს აქვს.

  • Lasha Mamuladze
    schedule 01 ოქტ 2025, 07:51
    #3

    Catalonia1, ამ აჭარას და აჭარლებს რატო შეეე…ცი უბრალოდ მაინტერესებს მერამდენეჯერ მხვდება რო აჭარლებზე ღადაობ და რა პონტია მაინტერესებს???ძააან გაწყენინეს ეტყობა 😆😆😆

  • Catalonia1
    schedule 01 ოქტ 2025, 04:57
    #2

    მემგონი აჭარელი მუშები მუშაობენ კამპნოუზე

  • nika 54
    schedule 01 ოქტ 2025, 03:34
    #1

    ლაპორტა სად იპოვე ასეთი უვარგისი სამშენებლო ფირმა, ამდენ ხანში პერესი კიდევ ერთ ახალ სტადიონს ააშენებდა რო დასჭირვებოდა.