კატალონიური ”ბარსელონას” პრეზიდენტმა, სანდრო როსელმა განაცხადა, რომ სანამ ის ამ თანამდებობაზე იქნება კლუბი უცხოელ ინვესტორებზე არ გაიყიდება.
შეგახსენებთ, რომ ”ბარსელონა”, ”რეალი”, ”ატლეტიკი” და ”ოსასუნა” რჩებიან იმ კლუბებად, რომლებიც სოსიების საკუთრებათ ითვლებიან და როსელის განცხადებით ასეთივეთ დარჩებიან.
”ძალიან არ მომწონს ის, თუ რა ემართებათ სხვა კლუბებს, მაგრამ ეს მაინც ხდება. ინგლისის პრემიერ-ლიგაში უკვე ყველა კლუბი გაყიდულია, ახლა კი უცხოელი ინვესტორები ესპანეთის ჩემპიონატისკენ იწყებენ თვალის დევნებას”.
”ვიმედოვნებ, რომ ”ბარსელონას” ეს არ დაემართება. ყველაზე ცუდ შემთხვევაში სანამ მე პრეზიდენტი ვიქნები ეს არ მოხდება. ”ბარსა” გრძნობაა და არა ბიზნესი. ჩვენ არავის ვეკუთვნით და არ გვაქვს მიმართულებები ”საკუთარ” აუდიტორიაზე. ჩვენ არასდროს ვითამაშებთ მხოლოდ იმის გამო, რომ ჩვენი თამაშის ხილვა ჩინელებმა შეძლონ. დიახ, ჩვენ გვსურს ტელეაუდიტორიის გაფართოება, მაგრამ არ დავივიწყებთ ფესვებს და ტრადიციებს”.



