დღეს “ბარსელონა” ესპანეთის ჩემპიონატის მე-6 ტურის მატჩში “ოვიედოს” სტუმრად დაუპირისპირდება. ჰანსი ფლიკის გუნდი წაუგებელი სერიის გაგრძელებასა და 3 ქულის მოპოვებს შეეცდება.
ესპანური სპორტული გამოცემები ამ შეხვედრისთვის “ბლაუგრანას” სავარაუდო შემადგენლობებს გვთავაზობენ.
Mundo Deportivo: ჟ. გარსია, კუნდე, არაუხო, ე. გარსია, მარტინი, კასადო, პედრი, ოლმო, რაფინია, რაშფორდი, ტორესი.
Sport: ჟ. გარსია, კუნდე, არაუხო, კრისტენსენი, მარტინი, კასადო, პედრი, ოლმო, რაფინია, რაშფორდი, ლევანდოვსკი.
AS: ჟ. გარსია, კუნდე, არაუხო, კუბარსი, მარტინი, დე იონგი, პედრი, ოლმო, რაფინია, რაშფორდი, ტორესი.
Marca: ჟ. გარსია, კუნდე, არაუხო, კრისტენსენი, მარტინი, კასადო, პედრი, ოლმო, რაფინია, რაშფორდი, ტორესი.
Sport და Marca დაცვის ცენტრში არაუხო-კრისტენსენის დუეტს ვარაუდობენ. MD-ს აზრით, არაუხოს ერიკ გარსია შეუწყვილდება, AS-ის მიხედვით კი – კუბარსი.
აზრთა სხვადასხვაობაა ნახევარდაცვასა და თავდასხმაშიც. AS მიიჩნევს, რომ საყრდენ ზონაში კვლავ დე იონგი ითამაშებს და კასადო ისევ სათადარიგოზე დარჩება, Sport კი ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე ლევანდოვსკის ვარაუდობს.
გააკეთონ ხოლმე ძირითადებმა შედეგი და მერე გამოცვალოს ხოლმე 5 კაცი.
სუსტია ოვიედო
პედრის თამაშის ყურება ერთი დიდი სიამოვნებაა, მაგრამ ხანდახან უნდა მოვუფრთხილდეთ
პედრი უნდა დაასვენოს, ბევრი მატჩი დაუგროვდა უკვე მიყოლებით, თაც ხშირად ბოლოს იცვლება. ლიგა მოდის, სოსიედადიც უხერხული მეტოქეა მერე.
კასადო-დეიონგი-ოლმო და თუ დასჭირდა მერე შემოიყვანოს