დღეს “ბარსელონა” ესპანეთის ჩემპიონატის მე-6 ტურის შეხვედრაში “ოვიედოსთან” სტუმრად გასამართი დაპირისპირებისთვის მზადებას შეუდგა.
კარგი ამბავია ალეხანდრო ბალდესა და პაუ კუბარსის დაბრუნება. მათ გუნდურ ვარჯიშში მონაწილეობა მიიღეს.
ბალდემ რამდენიმე კვირის უქმობის შემდეგ გუნდთან ერთად პირველად ივარჯიშა. რაც შეეხება კუბარსის, მან “ხეტაფესთან” მატჩისწინა ვარჯიში სიფრთხილის მიზნით გამოტოვა.
ვარჯიში გამოტოვა ფერმინ ლოპესმა, რომელიც ტრავმირებულია და ის ლაზარეთში მარკ-ანდრე ტერ შტეგენს, გავისა და ლამინ იამალს შეუერთდა.
ძალიან კარგი
იამალი პსჟ-თან აუცილებლად გვჭირდება. იმედია მალე გამოჯანმრთელდება.
მე მგონი ოვიედოსთან არ უნდა გაჭირდეს მოგება, ამათთან ერთად თუ უამათოთ.
იამალის გარეშე ბარსას შეტევა ისეთი სიამოვნებაა,როგორც სექსი პრეზერვატივით
28-ში რეალ სოსიედადის წინააღმდეგ მხოლოდ შეცვლაში ათამაშებს ალბათ ფლიკი
ლამინი როდის ბრუნდება?