workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

check_circle დასრულდა
MATCHDAY
ლა ლიგა schedule 23:30

ელჩე

ელჩე ლოგო
0 - 5
ბარსელონა ლოგო

ბარსელონა

arrow_forward მატჩ-ცენტრი
რაფინია 14'sports_soccer ადეიემი 45+3'sports_soccer რაფინია 67'sports_soccer ფერმინი 71'sports_soccer ფერმინი 79'sports_soccer
ბარსელონას პრეზიდენტის განცხადებები პარიზიდან

ბარსელონას პრეზიდენტის განცხადებები პარიზიდან

“ბარსელონას” პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა პარიზში “ოქროს ბურთის” დაჯილდოებაზე ჩასვლისას ჟურნალისტებთან სასაუბროდ გაჩერდა და კლუბისთვის ღონისძიების მნიშვნელობაზე ისაუბრა:

“აქ ყოფნა არის პატივისცემის გამოხატულება ფეხბურთის, “ოქროს ბურთისა” და ნომინანტების მიმართ. ეს სიამაყის საკითხია. ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიებაა ფეხბურთში.”

ლაპორტამ იმედიც გამოთქვა, რომ წელს პრიზს “ბარსელონას” მოთამაშე მოიგებს:

“მინდა, რომ “ბარსელონას” ფეხბურთელი გახდეს გამარჯვებული. ჩვენ გვყავს ნომინანტები “კოპას” პრიზზე, ქალთა საუკეთესო ფეხბურთელის კატეგორიაში, “ოქროს ბურთზე”, საუკეთესო მეკარის ნომინაციაში და ასევე ჰანსი ფლიკიც აქ არის, რომელმაც კლუბის ღირსეულად წარდგენა კარგად იცის. ჩემთვის ის მსოფლიოში საუკეთესო მწვრთნელია.”

იამალის ტრავმა და ოპტიმიზმი

ლაპორტამ ლამინ იამალზეც ისაუბრა, რომელიც ცოტა ხნის წინ დაზიანდა:

“ის შესანიშნავად გამოიყურება – ემოციებს აკონტროლებს, როგორც მისი თანაგუნდელები. იამალი თავად ამბობს, რომ შესაძლოა “რეალ სოსიედადისთან” მზად იყოს. ის ძალიან მოტივირებულია.”

“კამპ ნოუზე” დაბრუნება

ლაპორტამ განმარტა, რომ “ბარსელონას” უკვე დასრულებული აქვს ყველა სამუშაო და ახლა მხოლოდ ქალაქის საბჭოს ნებართვას ელოდება:

“ჩვენ უკვე გვაქვს CFO, მშენებლობის კონტროლის სერტიფიკატი, ხანძარსაწინააღმდეგო და ეკოლოგიური დასკვნები. “ლა ლიგამ” და UEFA-მ განაცხადეს, რომ სტადიონი მზადაა. ახლა მხოლოდ ნებართვას ველით.”

მისი თქმით, კლუბმა ყველა მოთხოვნილი შესწორება უკვე შეასრულა და პროცესი ბოლო ეტაპზეა.

ალტერნატიული სტადიონები და პრიორიტეტი

ლაპორტამ ასევე გაუსვა ხაზი, რომ “ბარსელონას” სხვა ვარიანტებიც აქვს:

  • “კამპ ნოუ” – მთავარ მიზნად იქცევა დაბრუნება, რაც შეიძლება მალე.

  • “მონჟუიკი” – დროებით გამოყენებული არ არის კონცერტების გამო.

  • “იოჰან კრუიფი” – მესამე ვარიანტი.

“ჩვენ სტადიონების გარეშე არ ვართ, მაგრამ გასაგებია, რომ სპორტული, ეკონომიკური და იმიჯური მიზეზების გამო დაბრუნება “კამპ ნოუზე” არის მთავარი პრიორიტეტი. გადაწყვეტილება უკვე ქალაქის საბჭოზეა.”

სიამაყე ნომინანტებით

ლაპორტამ აღნიშნა, რომ ნომინაციებიც უკვე დიდი გამარჯვებაა:

“აიტანა, ალექსია, ლამინი, რაფინია, პედრი, ლევანდოვსკი – მათი ნომინაციები “ბარსელონასთვის” სიამაყეა. ჩვენ ვმუშაობთ გუნდურ წარმატებაზე, რომელიც შემდეგ ინდივიდუალურ მიღწევებსაც მოაქვს. ისინი ამას ნამდვილად იმსახურებენ.”

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (25)

  • nika 54
    schedule 23 სექ 2025, 15:41
    #25

    ფლიკი ნახეთ, იამალი რო მოვიდა რაღაც უთხრა როგორც მზრუნველი მამა შვილს ელაპარაკება და ბოლოს გალსტუკი თუ ბაბოჩკა გაუსწორა.

  • პენდრაგონი
    პენდრაგონიshield ვეტერანი
    schedule 23 სექ 2025, 07:10
    #24

    მაინც კარგი დაჯილდოვება გამოვიდა

  • Albicelecte
    schedule 23 სექ 2025, 00:55
    #23

    ლაპორტა კაი ხასიათზე იყო, 4 ჯილდო წამოიღი ბარსამ,
    პერესი დაჯდეს და იგლიჯოს ქოცები

  • Rick Sanchez
    schedule 23 სექ 2025, 00:34
    #22

    იამალის კოპა ნიშნავს იმას რომ ოქროს ბურთის მოგების შანსი არ აქვს. ეგ კარგია. რაფინიამ უნდა მოიგოს.

  • MESSI 2017
    schedule 22 სექ 2025, 23:45
    #21

    ბელინგემის ჰაილაითებში შარშანდლეი სეოზნიდან მკხვდა სუპერ თასზე გატანილი გოლი და საბერძნეთთან გატანილი გოლი და ვინებს აჯონა ტიპმა😂 დუმფრიზს,რუიზს,ჰოლანდს,ვრიცს,ოლისეს,ვანდაიკს და რაისს😂😂😂😂