“ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა ლა ლიგის მე-5 ტურის მატჩში “ხეტაფესთან” დაპირისპირებისთვის გუნდის 22-კაციანი განაცხადი დაასახელა.
თამაშს კვლავ გამოტოვებენ მარკ-ანდრე ტერ შტეგენი, ალეხანდრო ბალდე, გავი და ლამინ იამალი, რომლებიც ტრავმირებულები არიან.
განაცხადში მოხვდა პაუ კუბარსი, რომელმაც გუშინდელი ვარჯიში სიფთხილის მიზნით გამოტოვა.
“ბლაუგრანას” განაცხადი “ხეტაფესთან” მატჩისთვის:
არაუხო, კუბარსი, ტორესი, პედრი, ლევანდოვსკი, რაფინია, ჟ. გარსია, რაშფორდი, კრისტენსენი, ფერმინი, კასადო, მარტინი, ოლმო, დე იონგი, ბერნალი, კუნდე, ე. გარსია, შჩესნი, ჟოფრე, ბარდჯი, ტონი, კოჩენი.
ჩემდა გასაკვირად რაშფორდიც კარგად ჩაჯდა გუნდში
ჟ. გარსია, კუნდე, არაუხო, კრისტენსენი, მარტინი, კასადო, პედრი, ოლმო, რაფინია, რაშფორდი, ტორესი.