დღეს “ბარსელონა” ჩემპიონთა ლიგის 2025/26 წლების გათამაშების პირველ მატჩს გამართავს. კატალონიური კლუბი “ნიუკასლს” ესტუმრება.
“ბლაუგრანას” მთავარმა მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა “ნიუკასლთან” დაპირისპირების წინ გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების არაერთ საინტერესო კითხვას უპასუხა.
კარგი სტარტი ყოველთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ ვიცით, რომ იოლი მატჩი არ გვექნება. უმაღლეს დონეზე უნდა ვითამაშოთ.
“ნიუკასლს”, ალბათ, პრემიერ ლიგაში საუკეთესო ატმოსფერო აქვს. ძალიან ინტენსიურ, ძლიერ გუნდს ველი. ედი ჰაუ შესანიშნავი მწვრთნელია. ისინი ამ გუნდს წლების განმავლობაში აკომპლექტებდნენ. “კაჭკაჭების” ხელმძღვანელობამ ფანტასიკურად იმუშავა.
ძალიან დადებითად შევაფასებდი იმას, რაც “ვალენსიას” წინააღმდეგ ვნახეთ. ყველა ასპექტში კარგად ვთამაშობთ. ხვალ ამ თავდაჯერებულობით თამაში მნიშვნელოვანია. ბურთი უნდა შევინარჩუნოთ და სივრცეები გამოვიყენოთ. ადვილი მატჩი არ იქნება. “ნიუკასლი” ძალიან ძლიერია.
ახალგაზრდა გუნდი ვართ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ასეთი მატჩების მოსაგებად გამოცდილება გვაკლია. ეს გასულ სეზონში ვაჩვენეთ.
იამალის არყოფნა? ჩვენ რაშფორდი გვყავს და ის აქ სწორედ ამიტომაა – იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე თავდამსხმელი ვერ ითამაშებს. მარკუსმა კვირას აჩვენა, რამდენად კარგი ფეხბურთელია და იმედი მაქვს, ამას ინგლისში ისევ გააკეთებს.
რაფინია ჩვენი ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელია.
შემადგენლობა? ხვალ ვნახოთ. ვარჯიშის ჩატარება და 8 საათი ძილი მჭირდება იქამდე, სანამ გადავწყვეტ, ვინ ითამაშებს.
ნიკ ვოლტემადე? მას კარგად არ ვიცნობდი. ვოლტემადეს რამდენიმე თამაშს ვუყურე და მისი პროგრესით გაკვირვებული დავრჩი. ვნახოთ, როგორ განვითარდება. მას დიდი პოტენციალი აქვს. მიხარია, რომ გერმანიას შესანიშნავი თავდამსხმელი ჰყავს.
არაუხოს გამოყენება “ნიუკასლის” ფიზიკურად ძლიერ თავდამსხმელებთან გასამკლავებლად? შესანიშნავი გუნდი გვყავს. გარსიამ და კუბარსიმაც კარგად ითამაშეს. ეს შესაძლებელია, მაგრამ ვნახოთ.
რაშფორდს თვალს “მანჩესტერ იუნაიტედში” დებიუტიდან ვადევნებ. მას აქვს სისწრაფე, ერთი-ერთზე თამაშისა და გოლის გატანის უნარი. რაც მისგან ამ პირველ კვირებში ვნახე, ძალიან კარგია. მარკუსს დიდი პოტენციალი აქვს, რასაც, დარწმუნებული ვარ, გამოავლენს.
რაის რაფინია სკამზე? არ გავარტყი ბრუციან რაშფორდს?
სწორი ხარ, მეც ასე ვფიქრობ რაშფორდზე და რაფინიაზე.
რაც არუნდა არ მოგვწონდეს ლაპორტა ბარსას მაგაზე უკეთესი პრეზიდენტი არყოლია.
ფონტი კიდევ ვინ არის იცით ვინმემ?
ლაპო ყველამ იცის რო მაფიოზაა მარა მაფიოზა ჯობია თუ ვიღაც ქათამი?
მესის მოვიყვანო ამბობს ტიპი, ბარემ ბუსკეცი და ალბაც არდაავიწყდეს.
როცა ამის მეტს არაფერს პირდება იკვე განწირულია
მიდი ჰანს მიაწექი.შენი მჯერა.გზად ყველა და ყველაფერი უნდა გაანადგუროთ
იმედია ლაპორტა წააგებს და სამუდამოდ მოშორდება ბარსელონას. მოვიდეს ფონტი, ახალი სისხლი და იდეები ჭირდება ბარსას. მართალია გაიჭირდება ლაპორტას მოსაქმებულის წმენდა მაგრამ რაღაც უნდა ცადონ.
ლაპორტამ ჩართო? კი არ ჩართო ტიპმა ყველაზე ზედაპირული განცხადება გააკეთა ამ თემაზე. აი ის ნაბო**არი ორი ბანაკი კი ჩაერთო ფონტის მხრიდან, მარა რას დაიჭერენ არჩევნებზე ვნახავთ…
მიდი ჰანს შენს საქმეზე ფოკუსირდი მხოლოდ
ფლიკი არჩევემბში ჩართო ნაბიჭვარმა ლაპორტამ კლუბი რომ ადარდებდეს ლაპორტას საერთოდ არ გამოიყენებდ ამე თუ წავაგე ფლიკი წავას ფლიკი და საერთოდ ყველა ფეხბურთელი არჩევნებიდან შორს უნდა იყვნენ და კონცეტრირდნენ მარტის თვეზე რომ ყველა თამაში მოიგონ
კარგია რომ საერთოდ არ შეეხო ამ აჟიოტაჟს, თავისი საქმის კეთება აცადონ ამ კაცს და არჩევნებზე დაუხოციათ ერთმანეთი. რაშფორდის დაყენებას ახლა ნამდვილად ექნება აზრი, ერთი რომ ლიგაზე კარგად გამოიყურება და მეორე რომ დაცვაში სივრცეებს დატოვებს ნიუკასლი სადაც დრიბლინგით გავლას რაშფორდი უფრო შეძლებს ვიდრე რაფინია, საერთოდაც რაფინიას შედეგიანობა ძალიან შეზღუდეს უკვე, ყველამ იცის რომ უბრალოდ ერთ ერთზე უნდა ეთამაშონ, აი ატლეტიკთანაც იქამდე ატლეტიკოსთანაც ყველა გადაკიდებულ ბურთზე იცოდნენ რო რაფინია დახვდებოდა იმ ბურთს და მარტივად კეტავდა ერთი მცველიც, სისწრაფეა ერთი მაგის პლიუსი და მერე ფინიშინგი, მაგის ხარჯზე გამოიდო წინა სეზონში თავი, იდეალურად აკეთებდა ყველაფერს მაგრამ ახლა არც თვითონ არაა ფორმაში და თამაშგარის ხაზის არიყოს დაამუღამეს ეს ვერტიკალური პასები, იამალზეც აღარ გადის ეგეთი გადაკიდებული პასები, ერთი მცველი სულ ყავთ მიკერებული და აზრი არ აქვს მაგ პასებს უკვე უბრალოდ. მოკლედ რაშფორდმა დაიწყოს ბევრად ჯობია მემგონი, რაფინია კი არის დიდი თამაშების კაცი და მაგიტომაც ჯობია დაიზოგოს ენერგია და განმეორებით თამაშში უფრო იყოს ყოჩაღად. დაცვა საცოდაობა იქნება ისევე ორი აზრი არაა და ვერც მოთხოვთ ვერაფერს უნდა ვიყოთ ისევე იღბლის იმედად.
არაუხო ვერ არის საიმედო, მაგრამ იქნება მაგათ ახმახებთან გამოდგეს, ოღონდ ცოტა ტვინიც უნდა გაანძრიოს თამაშის დროს.
კუბარსის და გარსია გადაუვლიან კატოკივით ის ამბალები. არაუხოს დააყენებს დიდი ალბათობით, მინუმუმ კრისტენი მაინც უნდა დადგეს თორე დაგვერხევა.
მიდი ჰერ ჰანს შენ იცი, სთხარე
კრისტენსენს არც უხსენებენ და არც თვითონ ახსენებს, უჩინმაჩინი ხოარაა რას გადაეკიდა ყველა მაგ კაცს, არაუხოთი შეიძლება დავიწყოვო კია ჩიტს კი დაგვაჭერინებს ეგ. რაშფორდი გაიტანს ამ თამაშში ასე მგონია, დანარჩენი სტანდარტულად ერთი ორს რაფაც შეაგდებს და კიდე იქნება რამე
2-3 ბურთის სხვაობით მაინც უნდა მოვიგოთ, თან დიდი მოგვცეს კოეფოციენტი, ამხელა კოეფიციენტს
კლასიკოში გვაძლევდნენ
ამ ორ დღეში ვიხილეთ 3 ესპანურ-ინგლისური დაპირსპირება. ატლეტიკოს ლივერპულმა მოუგო, ბილბაოს არსენალმა, ვილიარეალს კი ტოტენჰემმა, დროა გავაფუჭოთ ეს სტატისტიკა და ნიუკასლს მოვუგოთ. იამალის არყოფნამ არ უნდა შეაშინოს გუნდი.
ხვალ უნდა მოიგო ჰიტლერი ბიძია, ვითომ ვალენსია არის, ესენიც შავთეთრი არიან. არ გვინდა 7 გოლი, 4 იყოს და ნაღდი.