მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჩინეთში დიდი ზეიმია: როგორც იქნა ეღირსებათ “ელ კლასიკოს” წესიერად ყურება

ჩინეთში დიდი ზეიმია: როგორც იქნა ეღირსებათ “ელ კლასიკოს” წესიერად ყურება

 

მთელი ჩინეთი, სპორტული პრესა, პოლიტიკოსები, თუ უბრალო მოქალაქეები ძალაინ გახარებულნი არიან. როგორც მოგეხსენებათ, მიმდინარეობს მოლაპარაკება იმის შესახებ, რომ 11 დეკემბერს, ესპანეთის პრიმერა დივიზიონის მატჩი მადრიდის “რეალსა” და კატალონიის “ბარსელონას” შორის ადგილობრივი დროით შუადღის 12 საათზე დაიწყება. გამოდის, რომ ჩინეთში ამ დროს საღამოს 7 საათი იქნება. როგორც ხედავთ, მათ “ელ კლასიკოს” ყურება ყოველთვის გათენებისას უწევდათ და ესპანელთა ასეთი საინტერესო გადაწყვეტილებით კმაყოფილები და ბედნიერები არიან.

 

ერთ–ერთი ჟურნალი, სახელად “შენჟენი” წერს: “ოჰ რა საოცარი და კარგია, როდესაც ივახშმებ და მიუჯდები ტელევიზორს, რათა უყურო ასეთ შესანიშნავ მატჩს. გიხარია, როდესაც იცი, რომ არ გიწევს გამთენიისას ადგომა, რათა არ გამოტოვო “ელ კლასიკო”.

 

ასევე ჩინური ტელეკომპანიები იტყობინებიან, რომ გასულ სეზონში, “ბარსასა”და “რეალის” დაპირისპირებას გამთენიისას 60 მილიონმა ადამიანმა უყურა. ახლა ისინი ამ რიცხვის გაორმაგებას ელოდებიან.

 

ჩინეთი გახარებულია, თუმცა ცუდ მდგომარეობაშია კანადა. როდესაც ესპანეთში შუადღის 12 საათი იქნება და “ელ კლასიკო” დაიწყება, ანგლო–ფრანგულ ქვეყანაში დილის 6 საათი იქნება. ასე რომ თუკი ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცია ამ გადაწყვეტილებას საბოლოოდ მიიღებს, კანადელები არ დარჩებიან კმაყოფილები.

 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში