“ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა ესპანეთის ჩემპიონატის მე-4 ტურის მატჩში (6-0) “ვალენსიას” განადგურების შემდეგ კომენტარი გააკეთა.
კმაყოფილი ვარ. ძალიან კონცენტრირებულები ვიყავით და მაღალი ინტენსივობით, გუნდურად ვითამაშეთ. სწორედ ამის ჩვენება გვინდა. მართლაც შესანიშნავი დღე იყო.
ყველაფერი იდეალურად წარიმართა. პირველივე წუთიდან შევნიშნე, რომ ზუსტად ისე ვთამაშობდით, როგორც გვინდოდა.
ჩემი კომენტარები ესპანეთის ნაკრებში ახალგაზრდების არასწორს მენეჯმენტზე? უკვე ვთქვი, რაც სათქმელი იყო და ამაზე საუბარი აღარ მინდა.
რაფინიას სათადარიგოზე დარჩენა ჩემი გადაწყვეტილება იყო. ბარდჯი ვარჯიშებზე შესანიშნავად გამოიყურებოდა. მისი მენტალიტეტი და დამოკიდებულება აბსოლუტურად ფანტასტიკურია. რა თქმა უნდა, გასათვალისწინებელი იყო ისიც, რომ რაფინიასა და ასევე არაუხოს ხანგრძლივი მგზავრობა ჰქონდათ. სწორედ ესაა მიზეზი.
ბერნალი? ყველაზე მნიშვნელოვანი მისი დაბრუნებაა, რაც ძალიან ემოციური და განსაკუთრებული მომენტი იყო.
გასულ სეზონში ინგლისში არ გვითამაშია. კარგია, რომ ამის გაკეთება ახლა მოგვიწევს. “ნიუკასლის” სტადიონი შესანიშნავია. მათ თვალს ვადევნებდი. კარგად თამაშობენ. მათთან შეხვედრას მოუთმენლად ველი.
ნიუკასლიც დავადუღოთ და ეგარის, აკრეფენ ფორმას
ახალციხესაც მოუგე დამაჯერებლად ფლიკ. ისაკი აღარ ჰყავთ და ისეთი საშიშებიც არ არიან, საშიშებს ვამბობ ჩვენი ახლანდელი ფორმის გათვალისწინებით. თორემ შარშან ულაპარაკოდ გადავუვლიდით ნიუკასლს.
"ნიუკასლის" სტადიონი შესანიშნავია. მათ თვალს ვადევნებდი. კარგად თამაშობენ. მათთან შეხვედრას მოუთმენლად ველი"
ეს ისეთი ეშმაკია, უკვე ექნება გეგმა როგორ დაანგრიოს ინგლისური ახალი ციხე(newcastle)