კატალონიის “ბარსელონას” ფრანგი მცველი ერიკ აბიდალი, მონაწილეობას მიიღებს ესპანეთის თასის პირველ შეხვედრაში, სადაც მისი გუნდი მესამე დივიზიონში მოთამაშე “ოსპიტალეტესთან” გამართავს სპარინგს.
როგორც სხვადასხვა გამოცემები იტყობინებოდნენ, აბიდალი დაეხმარებოდა საფრანგეთის ნაკრებს ამხანაგურ მატჩებში, ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ბელგიასთან.
საბოლოოდ გაირკვა, რომ ერიკი მაინც “ბლაუგრანას” ღირსებას დაიცავს და არ მიიღებს მონაწილეობას ამხანაგურ შეხვედრებში. ხოსეპ გვარდიოლას გუნდს დიდი დანაკლისი აქვს, რადგან ბევრი ფეხბურთელი იქნა გამოძახებული ნაკრებებში. ასე და ამგვარად პეპს მხოლოდ 11 მოთამაშე ჰყავს ძირითადი გუნდიდან და ეს ძალიან კარგი შანსია ახალგაზრდებისთვის, რათა მათ დაამტკიცონ სინამდვილეში რა შეუძლიათ.


