workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ოფიციალურად: ბარსელონა ფრანსიშკუ ტრინკაუს ტრანსფერიდან კიდევ 11 მილიონს მიიღებს

ოფიციალურად: ბარსელონა ფრანსიშკუ ტრინკაუს ტრანსფერიდან კიდევ 11 მილიონს მიიღებს

ახალი სეზონის სადებიუტო მატჩამდე ერთი დღით ადრე “ბარსელონამ” მნიშვნელოვანი გარიგება დადო, რამაც, შესაძლოა, კატალონიელებს ახალწვეულების ლა ლიგაში დარეგისტრირება გაუმარტივოს.

ცოტა ხნის წინ ოფიციალურად დადასტურდა, რომ “ბარსელონა” ფრანსიშკუ ტრინკაუს ტრანსფერიდან კიდევ 11 მილიონ ევროს მიიღებს.

“ბარსელონამ” ტრინკაუ 2020 წელს პორტუგალიური “ბრაგადან” 31 მილიონ ევროდ დაიმატა. 2022 წელს კატალონიელებმა ახალგაზრდა პორტუგალიელი გარემარბი ლისაბონის “სპორტინგში” გაანათხოვრეს, რაშიც 3 მილიონი ევრო მიიღეს. ერთი წლის შემდეგ ლისაბონელებმა ფრანსიშკუს სატრანსფერო უფლებების 50 პროცენტი 7 მილიონად შეიძინეს, დღეს კი “ბარსამ” დარჩენილი 50 პროცენტიც დათმო, რაშიც კიდევ 11 მილიონს მიიღებს.

“ბარსელონამ” ოფიციალურ განცხადებაში მხოლოდ ის დაადასტურა, რომ ტრინკაუს ტრანსფერის 50% გაყიდა, თუმცა ფინანსური დეტალები პორტუგალიურმა კლუბმა გაასაჯაროვა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (7)

  • Rick Sanchez
    schedule 16 აგვ 2025, 22:40
    #6

    40 მილიონად ნებისმიერ დროს გაიყიდება პრემიერ ლიგაში

  • nika 54
    schedule 16 აგვ 2025, 15:47
    #5

    ეს მართლა აღარ მახსოვდა, ნეტავ კიდევ რამდენი ესეთი გვყავს გუნდში.

  • ☠️•Spooky•☠️
    schedule 16 აგვ 2025, 11:29
    #4

    საშუალო დონის იგროკია და მშვენიერი სარგებელიც კიგვიღია, 80 არა 180 გადაიხდიან ამაში…რო იყო რა ქნა ეპლ-ში…

  • JasoN
    schedule 16 აგვ 2025, 11:11
    #3

    არავინაც არ იყიდის ამას. ვერ გაამართლა ვერც ჩვენთან და ვერც პრემიერლიგაში, პორტუგალიის გარდა ტიპი ვერსად ვერ ყომარობს. თუ არ გახსოვთ ვულვზში იყო და კაპიკის ფასის გამკეთებელი არ იყო იქაც

  • PUIOL5
    schedule 16 აგვ 2025, 08:04
    #2

    არადა არ იყო ცუდი ბიჭი, აგერ ნახავთ რა ფასად იყიდიან პრემიერლიგის გუნდები ამას, ასეთი ღლე ბორდი არავისაყავს

  • MESSI 2017
    schedule 15 აგვ 2025, 22:36
    #1

    აპა რამდენ დღეში იყიდის ამას ნიუკასლი ან ასტონ ვილა 80 მილიონში თქვენი აზრით 😀 ამას ჯობდა თვითონ გამოესყიდათ სრული მარაზმია სი რასაც ეს მძღრენის ბოჭკა აკეთებს გუდნში და პასუხსაც არავინ თხოვს