არგენტინის ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა, სესარ ლუის მენოტიმ პარალელები გაავლო მადრიდის ”რეალსა” და ”ბარსელონას” შორის. მენოტი თვლის, რომ თამაშის დონით კატალონიელები საუკეთესონი არიან.
”რა თქმა უნდა, ”რეალმა” მიმდინარე სეზონში მოუმატა. უფრო აქტიურია კაკა, ცოტა სხვაგვარად მოქმედებს დი მარია. ჟოზე მოურინიომ ზოგიერთი პრობლემის მოგვარება მოახერხა, მაგრამ ვნახოთ რამდენად სტაბილური იქნება გუნდი. იცით რა არის, ”ბარსელონას” ფილოსოფიის წინააღმდეგ არ არსებობს ვაქცინა. ”ბლაუგრანელებმა” შეიძლება წააგონ ანგარიშით, მაგრამ არა თამაშით. ვფიქრობ, რომ სეზონის მსვლელობისას ”რეალს” უფრო მეტი პრობლემა შეექმნება, ვიდრე ”ბარსელონას” – განაცხადა არგენტინელმა სპეციალისტმა.

მენოტი ”რეალსა” და ”ბარსელონაზე” საუბრობს
ითამაშე პროგნოზების ლიგა!
გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.
