ბარსელონამ ინიგო მარტინესის კლუბიდან წასვლა ოფიციალურად დაადასტურა.
— წერია ოფიციალურ განცხადებაში.
ბასკი მცველი ბარსელონაში 2023 წელს გადმოვიდა. პირველ სეზონში, ჩავი ერნანდესის ხელმძღვანელობით, მან 25 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, ჰანსი ფლიკის მოსვლის შემდეგ კი გაიბრწყინა და ქომაგებს თავი შეაყვარა. გასულ სეზონში მარტინესმა გუნდთან ერთად ლა ლიგა, კოპა დელ რეი და ესპანეთის სუპერ თასი მოიგო. ჯამში, ინიგომ ლურჯ-ბროწეულისფერი მაისურით 71 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და 6 ასისტი მიითვალა.
გავრცელებული ინფორმაციით, მარტინესი ალ ნასრში გადავა. ინიგოს კონტრაქტში ჰქონდა პუნქტი, რომლის თანახმადაც, საუდის არაბეთიდან მიღებული შეთავაზების შემთხვევაში, მას თავისუფალი აგენტის სტატუსით წასვლა შეეძლო. ფეხბურთელს შემოთავაზებები გასულ წელსაც ჰქონდა, ამჯერად კი მან დიდ ხელფასზე უარი აღარ თქვა. მისი წასვლა კატალონიურ გრანდს სახელფასო ფონდში დაახლოებით €14 მილიონს გამოუთავისუფლებს, რაც სხვა მოთამაშეების რეგისტრაციაში დაეხმარება.
ძალიან დიდი ბურჯი დავკარგეთ დაცვაში.
ფლიკის სტილი იყო როდესაც ლიგის ნახევარფინალი ამოგვაცალა ჯიბიდან ? არაუხო დაბალი IQმქონე ფეხბურთელი სტაბილურად ვერსად ვერ იქნება. ტოპი
ფლიკის სტილი იყო როდესაც ლიგის ნახევარფინალი ამოგვაცალა ჯიბიდან ? არაუხო დაბალი IQმქონე ფეხბურთელი სტაბილურად ვერსად ვერ იქნება. ტოპი
სანამ იმ წითელს აიღებდა მაქამდე ხო კარგი იყო და კარგად თამაშობდა?
სტილი რა შუაშია ?
ფლიკის სტილი იყო როდესაც ლიგის ნახევარფინალი ამოგვაცალა ჯიბიდან ? არაუხო დაბალი IQმქონე ფეხბურთელი სტაბილურად ვერსად ვერ იქნება. ტოპი
არაუხო უნდა ჩელსის და ვენებს იჭრისო, 50 ლიმონიდან იწყებს ვაჭრობას და თუ ასე მოხდა, 60-ში გაუშვებ და ყველა მოთამაშე დარეგისტრირებულ…. იქეტა წლიდან შტეგენ ნაქსუი და ეგაა;
მეტყვით, დაცვის ცენტრში ვინ უნდა დააყენოო, მაგრამ კრისტენსენი ცოხალია და კუბარსი უკვე გამოცდილია, კუნდეც და ერიკ გარსიაც, ორივე ამპლუით ცენტრალური მცველია, ანუ მარტინსაც სინჯავს ამ პოზიციაზე და ფორტს არ ყიდიან როგროც ჩანს და ფლანგისთვის ინახავენ…
ეს იმას ნიშნავს, რომ ბალდე-ტორენეტსი-მარტინი ფლანგი, მარტინი ხანდახან შემოიწევს ცენტრში; კუნდე-ფორტი აქეთა ფლანგი და კუბარსი-კრისტენსენი-გარსია ცენტრი, არაა ცუდი სიტუაცია
ვერც სხვაგან ვერ იქნება, ტიპმა ის არ იცის შემტევს საიდან უნდა დაუდგეს, დუმფრიზმა ბავშვივით მოატყუა
არაუხო უბრაოოდ ამ სტილს ვერ ერგება რა თორე ახლა სხვაგან შეიძლება ერთ ერთი საუკეთესო მცველი იყოს
კაროჩე თუუ მაინც არავის ყიდულობენ დაცვაში და ამ გუნდის დდშვც
თუ ბაზარზე გასვლას არ ვაპირებთ, ან მართლა მარტინი უნდა დადგეს, ან ბე გუნდში გვყვავს ორი ცაცია მცველი, ალვარო კორტესის და ანდრეს კუენკას სახით, იმედია ამ ორიდან ერთი მაინც გაამართლებს
ობამეიანგის წასვლის მერე ამ კაცის წასვლა გამიტყდა ყველაზე მეტად, ასე არ მწყენია ტრანსფერი რამდენი ხანია…