workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჩემი ქალიშვილი ატლეტიკოს ფანია – მსაჯთა ახალი მრჩეველი

ჩემი ქალიშვილი ატლეტიკოს ფანია – მსაჯთა ახალი მრჩეველი

ესპანეთის მსაჯთა ახალი ხელმძღვანელობა – მსაჯთა ტექნიკური კომიტეტი (CTA) – ოფიციალურად წარადგინა ახალმა პრეზიდენტმა ფრანცისკო სოტო ბალირაკმა, თუმცა უკვე პირველივე დღეს სკანდალი აგორდა. ჩემა ალონსო ინოვაციებისა და ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიური მრჩევლად დაინიშნა, თუმცა ბოლო 15 წლის განმავლობაში სოციალურ ქსელებში მისი აქტიური მხარდაჭერა “რეალ მადრიდის” მიმართ აშკარად იკვეთებოდა.

როგორც Marca იტყობინება, ალონსომ ამ ფონზე ღია წერილი გამოაქვეყნა და საკუთარი თავი დაიცვა – შეამცირა თავისი სიმპათია “რეალ მადრიდის” მიმართ და ხაზგასმით აღნიშნა, რომ მას არ ექნება არანაირი პრაქტიკული გავლენა მსაჯებზე ან VAR-ზე.

ალონსოს როლი კომიტეტში

ჩემა ალონსომ განმარტა, რომ მას არ აქვს არც გადაწყვეტილების მიღების უფლება და არც მონაწილეობა ტექნოლოგიის შემუშავებაში, რომელიც მსაჯების შეფასებასა და დანიშვნას უკავშირდება – სწორედ ეს არის იმ კომიტეტის მთავარი ფუნქცია, რომელშიც ის მუშაობს. მისი როლი მხოლოდ მრჩევლობაა.

მე აქ მხოლოდ იმისთვის ვარ, რომ ფრანცისკო სოტოს და მის გუნდს ტექნოლოგიურ საკითხებში ვურჩიო. ცხადია, რომ მე ვარ მრჩეველი და არა პასუხისმგებელი პირი.

ალონსომ დაამატა, რომ ყველა ტექნოლოგიურ პროექტს ლა ლიგის პარტნიორი კომპანია Sportian ახორციელებს – მათზეა ალგორითმების და AI-ის შექმნაც. მისი თქმით, მხოლოდ ეხმარება კომიტეტს გააკეთოს სწორი არჩევანი, ხოლო თავად სისტემაში ჩარევას არ გეგმავს:

VAR-თან პირდაპირი შეხება არ მექნება. მხოლოდ ტექნოლოგიის შესახებ შეხვედრებზე ვიქნები მრჩეველი. თუ მსაჯები შეცდებიან, პასუხისმგებელი სხვა იქნება – მე კი უბრალოდ ტელევიზორში ვუყურებ თამაშს.

“მადრიდის “ატლეტიკოს” ფანი ვარ“ – ჩემა ალონსოს ოჯახური არგუმენტი

ტელეფონიკას ყოფილი ჰაკერი და კიბერუსაფრთხოების სპეციალისტი ჩემა ალონსო, რომელიც წარსულში აშკარად “რეალ მადრიდის” ქომაგი იყო, ამბობს, რომ ახლა უკვე ასე ძლიერად აღარ ადევნებს თვალს ფეხბურთს:

წლიურად 10-12 მატჩზე მეტს არ ვუყურებ. არც სატელევიზიო საფეხბურთო პაკეტი მაქვს – თამაშებს მეგობრებთან ერთად ვუყურებ. რა თქმა უნდა, მიხარია, როცა “რეალ მადრიდი” იგებს, მაგრამ ჩემთვის ფეხბურთი პირველ ადგილზე არ დგას.

ალონსო ასევე ჰყვება, რომ მისი ქალიშვილი არის მადრიდის “ატლეტიკოს” გულშემატკივარი, რაც მასაც აიძულებს სიმპათიები “ატლეტიკოს” მიმართ გამოავლინოს:

ცხოვრებამ დამაჯილდოვა ქალიშვილით, რომელიც “რეალ მადრიდთან” დაპირისპირებული “ატლეტიკოს” ფანია. პატარა რომ იყო, ყოველთვის “გოპა ატლეტი” ეძახდა, ამიტომაც ვასწავლიდი, რომ “აუპა ატლეტი” ეთქვა. ასე რომ, მეც ვარ “ატლეტიკოს” ფანი. ხშირად ვამბობ – “რეალ ატლეტიკო მადრიდი”! ვიცი, რომ ბევრისთვის ეს უცნაურია, მაგრამ ჩემთვის მთავარი შვილის სიხარულია და თუ “ატლეტიკო” “ხეტაფეს” სჯაბნის, მით უმეტეს.

“ბარსელონაში” უკმაყოფილება

მიუხედავად ალონსოს განმარტებებისა, “ბარსელონაში” უკმაყოფილება მაინც არ იკლებს – განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა CTA-ში უკვე შედის “რეალ მადრიდის” ყოფილი მოთამაშე, ხოლო ქალთა ლიგის მსაჯობაზე პასუხისმგებელია “რეალ მადრიდის” დელეგატის – იოლანდა პარგას – მეუღლე. კატალონიური კლუბი ოფიციალურად არ გამოხმაურებულა, თუმცა მედიის ცნობით, კლუბში დაბნეულობა და გაღიზიანება იგრძნობა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (9)

  • პენდრაგონი
    პენდრაგონიshield ვეტერანი
    schedule 25 ივლ 2025, 19:29
    #9

    ატლეტიკოს ფანი რატომ უნდა იყო :დდ

  • Rick Sanchez
    schedule 25 ივლ 2025, 17:42
    #8

    ბარსას ფანი არავინაა კიმარა?

  • me da barca
    schedule 25 ივლ 2025, 02:05
    #7

    ეს ყველაფერი პირიქით, რომ იყოს ის ხრონწიანი ბებერი მაფიოზა შეძრავდა მსოფლიოს, გაეროს ოფისშიც იჩივლებდა გვჩაგრავენო. კლაიკოების წინ ნიავისგან ქარიშხალი შექმნა მაგ პატრონ მოხნულმა და ამ შემთხვევაში ხომ წარმომიდგენია რასაც იკადრებდა.

  • nika 54
    schedule 24 ივლ 2025, 17:49
    #6

    ჩემა ალონსომ განმარტა, რომ მას არ აქვს არც გადაწყვეტილების მიღების უფლება და არც მონაწილეობა ტექნოლოგიის შემუშავებაში.
    აბა ბიჭო, ვიდეოებს მაინც არ დაუმზადებს პერესს კლასიკოების წინ?

  • ვისკა ბარსა
    schedule 24 ივლ 2025, 14:21
    #5

    რაც არ უნდა იყოს ყველა ჩვენ გვებრძვის და მსაჯებიანად,ტებასიანად და ვარის ოთახიანად უნდა მოვუგოთ ყველას.ამ მსაჯებს ესპანეთსი არ ეშველა და ამას ცალკე პერესი ემატება

  • ChuxrELia
    schedule 24 ივლ 2025, 12:11
    #4

    აი ეს ჩემისაღა გვაკლდა რა სრული ბედნიერებისთვის. უნდა შევეგუოთ რომ მოედნის მიღმა უფრო გვებრძვიან და გვაზიანებენ ვიდრე მოედანზე. ვერაფერს ვიზამთ, ისე უნდა ვითამაშოთ ყველა თამაში, რომ ოთხივე მსაჯიანად გადავაპოთ შუაზე ყველა, პლიუს ვარის ოთახიც. სხვა შანსი არ გვაქვს angry

  • Don_Andresito
    schedule 24 ივლ 2025, 09:25
    #3

    პერესმა ყველა დახსნა და გადაასახლა ვინც მადრიდისტა არ იყო, ეს განავლის ტომარა კიდე ჩუმადაა და ხმას არ იღებს. რამდენი რამე გადაყლაპა. მოსყიდულოა ეს გასიებული ნაბ…რი

  • La Pulga10
    schedule 24 ივლ 2025, 08:30
    #2

    ის ღლე რეალის ფანია ვაბშე, ახალი უფროსი თუ რაღაცა მსაჯების.

  • Lasha Mamuladze
    schedule 24 ივლ 2025, 08:10
    #1

    ხოდა რა არი სათქმელი ყველგან და ყველაფერში რომ რეალ მადრიდის მხარდამჭერები არიან მაგაზე რა კომენტარი უნდა გააკეთოს კლიბმა?? არც არანაირი რეაგირების მოხდენას ვთვლი საჭიროდ, რაც არი ეგ არი ვერავინ ვერაფერს შეცვლის, ბარსელონადან მითუმეტეს უბრალოდ იმედი დავიტოვოთ, რო ობიექტურობა იქნება ბოლომდე დაცული, ძაანაც არ მესიამოვნა მარა ეს პირვწლი შემთხვევა ხოარააა, ისე ის პერესის საქციელები არასდროს არ დამავიწყდება 2 კლასიკოს წინ რაც მოიმოქმედაა, ეგ ბარსას მხრიდან რო ყოფილიყო სხვა რეალობა იქმებოდა აუცილებლად…ნელ ნელა ფეხბურთის მიმართ ინტერესიც კი მეკარგება, ფული და მაფია ყველაფერს აფუჭებს სამწუხაროდ…თან 21-ე საუკუნეა და ვითომ მსგავსი არაფერი ხდება..😆😆😆სასაცილოა