workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსელონა დე იონგის კონტრაქტის თაობაზე არ ღელავს

ბარსელონა დე იონგის კონტრაქტის თაობაზე არ ღელავს

“ბარსელონას” მიმდინარე ზაფხულისთვის მიზნად ჰქონდა დასახული, რომ არც ერთი მოთამაშე არ შეეყვანათ ბოლო საკონტრაქტო წელს – გამონაკლისს მხოლოდ ვეტერანი რობერტ ლევანდოვსკი წარმოადგენდა. მიუხედავად ამისა, ფრენკი დე იონგი და ერიკ გარსია ამ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ.

გარსიას შემთხვევაში მოლოდინია, რომ ის ახალ კონტრაქტს მალევე მოაწერს ხელს – კლუბის მთავარმა მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა მასზე ღიად ისაუბრა და მისი დარჩენა ისურვა. რაც შეეხება დე იონგს, მასაც “ბარსელონაში” დარჩენა სურს, თუმცა კლუბი მისგან გარკვეული შეფერხებების წინაშე აღმოჩნდა.

“ბარსელონასა” და დე იონგს პრინციპული შეთანხმება აქვთ

არსებული ცნობებით, “ბარსელონასა” და ფრენკი დე იონგს უკვე მიღწეული აქვთ სიტყვიერი შეთანხმება ხელშეკრულების გახანგრძლივებაზე, რაც გულისხმობს ხელფასის შემცირებას. დე იონგს ამჟამად ლევანდოვსკისთან ერთად “ბარსელონას” ერთ-ერთი უმაღლესი ანაზღაურების მქონეა. ახალი კონტრაქტი 4 წელზე იქნება გაფორმებული, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი ვადა 32 წლის ასაკში ამოიწურება.

შეფერხების მიზეზი – აგენტთან გაურკვევლობა

ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი მოლაპარაკებების “გახსნის” მიმართულებით იყო დე იონგის გადაწყვეტილება, დაემშვიდობოს თავის ამჟამინდელ აგენტს, ალი დურსუნს, რომელთანაც კლუბს დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა, თუმცა როგორც Mundo Deportivo იუწყება, დე იონგს ოფიციალურად არ გაუწყვეტია კონტრაქტი დურსუნთან, რაც ხელს უშლის “ბარსელონას”, გააგრძელოს ხელშეკრულებაზე მუშაობა. მიუხედავად ამისა, კლუბში სიტუაციის გამო პანიკა არ არის და ფიქრობენ, რომ განახლება მალე ოფიციალურად დადასტურდება.

განახლებაზე ზეწოლის მიზეზები

“ბარსელონასთვის” ხელშეკრულების დროულად გაფორმებას დიდი მნიშვნელობა აქვს ხელფასების ლიმიტის გათვალისწინებით. დე იონგის ანაზღაურების შემცირება კლუბს სივრცეს გაუთავისუფლებს, რაც აუცილებელია ისეთი ტრანსფერების დასარეგისტრირებლად, როგორებიც არიან ვოიცეხ შჩესნი, ჟოან გარსია და შესაძლოა მარკუს რაშფორდიც. ამისათვის კი “ბარსელონამ” დე იონგთან კონტრაქტის განახლება აუცილებლად უნდა დაასრულოს სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (12)

  • პენდრაგონი
    პენდრაგონიshield ვეტერანი
    schedule 25 ივლ 2025, 19:31
    #12

    ხელფასი უნდა დაიკლოს

  • Rick Sanchez
    schedule 25 ივლ 2025, 17:58
    #11

    ციტატა: MaestroXavi

    ციტატა: iniesta888
    2008 დან ვუყურებ ფეხბურთს და დიდ კლუბებში ყველაზე ბანძი კლუბი ვართ ფეხბურთელების გაყიდვაში, ერთადერთი ნეიმარი გავყიდეთ და არტურტო მელო კარგ ფასად, დანარჩენი იგივე ფეხბურთელები ორმაგ ფასად გაიყიდებოდნენ სხვა კლუბებიდიდან, ასეთი უტრაკოები როდემდე უნდა იყვნენ სათავეში …


    პაულინიო, კესი, სილესენი სამივე მშვენივრად წავიდა, დემბელეშიც არ იყო 50 მილიონი ცოტა


    დემბელეში 100 მილიონზე მეტია გადახდილი, ვერ ითამაშა, გაიყიდა 25 მილიონად და ოქროს ბურთს იგებს. პაულინიო იმ თანხად გაიყიდა რამდენადაც მოიყვანეს ერთი წლით ადრე. კესი 12 მილიონად გავუშვით, როცა ერთი წლით ადრე იტალიის სერია ას საუკეთესო ნახევარმცველი იყო და ბარსაშიც გამოგვადგა. აშკარად ვერ აფასებ ფაქტებს სწორად.

  • me da barca
    schedule 25 ივლ 2025, 02:23
    #10

    ციტატა: iniesta888
    2008 დან ვუყურებ ფეხბურთს და დიდ კლუბებში ყველაზე ბანძი კლუბი ვართ ფეხბურთელების გაყიდვაში, ერთადერთი ნეიმარი გავყიდეთ და არტურტო მელო კარგ ფასად, დანარჩენი იგივე ფეხბურთელები ორმაგ ფასად გაიყიდებოდნენ სხვა კლუბებიდიდან, ასეთი უტრაკოები როდემდე უნდა იყვნენ სათავეში …


    მინდა გაგაწბილო. ნეიმარი პსჟ-მ გამოისყიდა, გამოსასყიდი თანხა გადაიხადა, ხოლო მელოს შემთხვევაში იუვემ და ბართომ ფოკუსი ჩაატარეს, იუვემ მელო წაიყვანა ბართომ კი პიანიჩი წამოიყვანა. სხვაობა რამოდენიმე მილიონი იყო. პიანიჩი კი მალევე მოიშორეს. ფინანსური მაქინაცია ჩაატარეს, როგორც პაულინიოს შემთხვევაში.

  • MESSI 2017
    schedule 25 ივლ 2025, 01:02
    #9

    ციტატა: MaestroXavi

    ციტატა: iniesta888
    2008 დან ვუყურებ ფეხბურთს და დიდ კლუბებში ყველაზე ბანძი კლუბი ვართ ფეხბურთელების გაყიდვაში, ერთადერთი ნეიმარი გავყიდეთ და არტურტო მელო კარგ ფასად, დანარჩენი იგივე ფეხბურთელები ორმაგ ფასად გაიყიდებოდნენ სხვა კლუბებიდიდან, ასეთი უტრაკოები როდემდე უნდა იყვნენ სათავეში …


    პაულინიო, კესი, სილესენი სამივე მშვენივრად წავიდა, დემბელეშიც არ იყო 50 მილიონი ცოტა


    დემბელეში 25 მილიონი აიღო კლუბმა ლაპორტას იდეალური კონტრაქტის წყალობით

  • Don_Andresito
    schedule 24 ივლ 2025, 18:07
    #8

    ციტატა: MaestroXavi

    ციტატა: iniesta888
    2008 დან ვუყურებ ფეხბურთს და დიდ კლუბებში ყველაზე ბანძი კლუბი ვართ ფეხბურთელების გაყიდვაში, ერთადერთი ნეიმარი გავყიდეთ და არტურტო მელო კარგ ფასად, დანარჩენი იგივე ფეხბურთელები ორმაგ ფასად გაიყიდებოდნენ სხვა კლუბებიდიდან, ასეთი უტრაკოები როდემდე უნდა იყვნენ სათავეში …


    პაულინიო, კესი, სილესენი სამივე მშვენივრად წავიდა, დემბელეშიც არ იყო 50 მილიონი ცოტა


    პაულინიოში რაც გადავიხადეთ ის დავიბრუნეთ, არც თავიდან ღირდა 30 წლის კაცი 40 მილიონი და არც მერე, რაღაც მახინაცია იყო ბართომეუს და ჩინელებს შორის. კესი 20 ად გავყიდეთ არაბეთში თან როცა 40 მაინც ღირდა. უბრალოდ უფასოდ იყო მოსული. სილესენი ბებერ ნეტოში გავცვალეთ და 9 მლნ ვიხეირეთ, დიდი არაფერი. დემბელემ კიდე მაგ 50 ის ნახევარი წაიღო, როცა 145 დაგვიჯდა.

  • nika 54
    schedule 24 ივლ 2025, 17:47
    #7

    ციტატა: iniesta888
    2008 დან ვუყურებ ფეხბურთს და დიდ კლუბებში ყველაზე ბანძი კლუბი ვართ ფეხბურთელების გაყიდვაში, ერთადერთი ნეიმარი გავყიდეთ და არტურტო მელო კარგ ფასად, დანარჩენი იგივე ფეხბურთელები ორმაგ ფასად გაიყიდებოდნენ სხვა კლუბებიდიდან, ასეთი უტრაკოები როდემდე უნდა იყვნენ სათავეში …


    ნეიმარი კი არ გავყიდეთ პსჟ-მ და ნეიმარის უჯიშო მამამ აგვახია. ეგონათ 222 მილიონს ვინ გადაიხდისო და გვანახეს ვინც წაიყვანდა. კარგია, რო ამის შემდეგ გამოსასყიდს მილიარდს უწერენ კონტრაქტებში, კიდევ რო არ წამოეგონ მსგავს სიტუაციაზე.

  • MaestroXavi
    schedule 24 ივლ 2025, 15:47
    #6

    ციტატა: iniesta888
    2008 დან ვუყურებ ფეხბურთს და დიდ კლუბებში ყველაზე ბანძი კლუბი ვართ ფეხბურთელების გაყიდვაში, ერთადერთი ნეიმარი გავყიდეთ და არტურტო მელო კარგ ფასად, დანარჩენი იგივე ფეხბურთელები ორმაგ ფასად გაიყიდებოდნენ სხვა კლუბებიდიდან, ასეთი უტრაკოები როდემდე უნდა იყვნენ სათავეში …


    პაულინიო, კესი, სილესენი სამივე მშვენივრად წავიდა, დემბელეშიც არ იყო 50 მილიონი ცოტა

  • iniesta888
    schedule 24 ივლ 2025, 15:21
    #5

    2008 დან ვუყურებ ფეხბურთს და დიდ კლუბებში ყველაზე ბანძი კლუბი ვართ ფეხბურთელების გაყიდვაში, ერთადერთი ნეიმარი გავყიდეთ და არტურტო მელო კარგ ფასად, დანარჩენი იგივე ფეხბურთელები ორმაგ ფასად გაიყიდებოდნენ სხვა კლუბებიდიდან, ასეთი უტრაკოები როდემდე უნდა იყვნენ სათავეში …

  • MaestroXavi
    schedule 24 ივლ 2025, 15:18
    #4

    კუზიანს სამარე გაასწორებსო, კიდე გაუშვანო მაგას წერს ეს ხალხი…

  • ვისკა ბარსა
    schedule 24 ივლ 2025, 14:17
    #3

    სანამ კონტრაქტი აქვს და ფასი ადევს გაიყიდოს,ორი საყრდენია გუნდში და სამი რათ გვინდა?

  • Damien12
    schedule 24 ივლ 2025, 10:21
    #2

    მასე არ ღელავს ეს გუნდი წლებია და ბოლოს კაი დიდი ბალაყანს იჭერენ ხელში
    დე იონგი თუ წელს საყრდენზე დადგა, დაგვერხა და ეგაა.

  • Rivaldo
    schedule 24 ივლ 2025, 08:06
    #1

    არ განაახლებს. გაისად წავა სადღაც 20-25 მილიონად. აგერ თქვენ და აგერ მე. მართალიც იქნება, როცა ხედავ რომ საქმე გაქვს არაპროფესიონალ იდიოტებთან, ვინც შეიძლება ძაან ადვილად მოატყუო და ფული იშოვო, რატომაც არა🥲 აგერ თქვენ და აგერ მე. დაიმახსოვრეთ.