workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჟოან ლაპორტას რჩეული

ჟოან ლაპორტას რჩეული

ნიკო უილიამსის მიერ “ბარსელონას” უარის თქმითა და “ბილბაოში” დარჩენამ კატალონიელები საწყის ეტაპზე დააბრუნა მარცხენა ფლანგის გაძლიერების მცდელობებში. ალტერნატიულ ვარიანტებად დასახელდა ლუის დიასი და მარკუს რაშფორდი, თუმცა ახალ სახელად წამოიჭრა რაფაელ ლეაუ – ფეხბურთელი, რომელსაც დიდი ხანია ჟოან ლაპორტა აქტიურად ლობირებს.

რაფაელ ლეაუ – ხელმისაწვდომი მიზანი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაში

პორტუგალიელ ვინგერს წარსულში არაერთხელ დაუკავშირეს “ბარსელონა”, მაგრამ ტრანსფერი ჯერ ვერ შედგა. ახლა კი, “მილანი” მზად არის მისი გაყიდვისთვის და Sport-ის ცნობით, €70 მილიონად შეუძლია მისი შეძენა ნებისმიერ კლუბს. მიზეზი ფასის დაკლებისა არის ბოლოდროინდელი ფორმის ვარდნა – ბოლო 12–18 თვეში ლეაუ ვერ იჩენდა იმ დონეს, რაც ადრე გამოარჩევდა, თუმცა ეს “ბარსელონასთვის” შესაძლო შანსს ქმნის, მაგრამ ამასთანავე კონკურენციაც არსებობს: “ბაიერნი” და “ჩელსი” პოტენციური მყიდველები არიან.

ჟოან ლაპორტა ლეაუს აქტიური მხარდამჭერია

მიუხედავად იმისა, რომ სპორტული დირექტორი დეკუ ამ ეტაპზე ლუის დიასს ანიჭებს უპირატესობას და მის ტრანსფერზე მუშაობს, კლუბში არსებობს ფიგურა, რომელიც ლეაუს ვარიანტს ხელს უწყობს და ეს არის პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა. ლეაუ დიდი ხანია ლაპორტას საყვარელ ფეხბურთელად ითვლება და თუ პრეზიდენტი მოითხოვს და თუ შესაძლებელი იქნება, “ბარსა” ტრანსფერზე მუშაობას განაახლებს ზაფხულის მეორე ნახევარში, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ “ლივერპული” დიასის გაყიდვაზე კვლავ უარს იტყვის.

ლეაუ – სტილისტურად ყველაზე ახლოს ნიკო უილიამსთან

თუ ლეაუს, დიასსა და რაშფორდს ერთმანეთს შევადარებთ, სტილისტურად ლეაუ ყველაზე მეტად ჰგავს ნიკო უილიამსს – ის ფლანგზე თამაშობს, ძლიერია სივრცის ეფექტურად ათვისებაში, სწრაფია და ტექნიკური. €70 მილიონის გადახდა, თუ ის “მილანში” ნაჩვენებ პიკურ ფორმას დაიბრუნებს, შესაძლოა საბოლოოდ იაფიც აღმოჩნდეს, თუმცა ამ ეტაპზე, “ბარსელონა” მის ტრანსფერზე აქტიურად არ მუშაობს, სანამ ლუის დიასის ვარიანტი კვლავ განხილვადია.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (9)

  • nika 54
    schedule 11 ივლ 2025, 15:37
    #9

    არვიცი ფლიკის თამაშის სტილს როგორ უნდა მოერგოს არასტაბილური ლეაო.

  • Rick Sanchez
    schedule 10 ივლ 2025, 22:19
    #8

    უამრავი მიზეზია რატომაც ლეაოს ვერ მოიყვანენ და არც უნდა მოიყვანონ. ჯერ ეს ერთი ყ*ეზე მკიდია ლაპორტას რა უნდა და მითუმეტეს დეკუს, ეს უკანასკნელი ყველაზე ყ*ე დირექტორია ვინც კი გვყოლია. საქმეს ესენი ვერ აკეთებენ და კეთილი ინებონ და ფლიკს დაუჯერონ ყველაფერში. სი*ები ესენი.

  • ChuxrELia
    schedule 10 ივლ 2025, 15:18
    #7

    მორიგი ჭორი. ტყუილად ნუ აიმედებენ ხალხს. ჯერ ერთი რო ძვირია და მაგის ფული და ლიმიტი არ არის ამ ეტაპზე და თან უზარმაცესი და ხასიათის ტიპია. რომელმა პორტუგალიელმა გამართლა ჩვენთან ერთი გამახსენეთ რა?! მაქსიმუმ ფიგუმ და ისიც ისე წავიდა რო მაგის ხსენებაც ამოღებულია კლუბიდან. ფუფფფ, დამბურძგლა ფიგუ რო გამახსენდა ეგ ღორის შვილი ეგა rage

  • M10 S9 D11
    schedule 10 ივლ 2025, 13:25
    #6

    ეს მაინც მოიყვანეთ ვინმე მოიყვანეთ დავიღალე უკვე ყველა ძლიერდება

  • ვისკა ბარსა
    schedule 10 ივლ 2025, 12:15
    #5

    გარსიას ძლივს ვარეგისტრირებთ და თქვენ ლეაოზე ჩალიჩობთ!? :დდდ პრესინგს არ აკეთებს და დაცვაშიც არასდროს ჩამოდის და რათ გვინდა ასეთი ფეხბურთელი

  • La Pulga10
    schedule 10 ივლ 2025, 10:11
    #4

    ეუ არ მინდა ეს ვინისიუსის ტყუპისცალი

  • Lasha Mamuladze
    schedule 10 ივლ 2025, 09:41
    #3

    აუუ ამდენი ბლეფიი არ დაიღალნენ??!!…აღარც კი მაინტერესებს უკვე ვინმეს მოიყვანენ თუ არაა…პსჟ-მ
    პუტამადრიდს გადაურბინ-გადმოურბინა, მიაბეტონეს

  • პენდრაგონი
    პენდრაგონიshield ვეტერანი
    schedule 10 ივლ 2025, 08:20
    #2

    არ ჩამოდის დაცვაში, არ მუშაობს პრესინგზე, ერთ-ერთი ყველაზე ზარმაცი ფეხბურთელია და ძალიან მეეჭვება ფლიკის სტილს მოერგოს

  • BEQA1899
    schedule 10 ივლ 2025, 07:57
    #1

    58 ვერ გადაიხადეს ნიკოზე და 70 ს გადაიხდიან?! კარგით რა