დეკუსა და ჰანსი ფლიკის ხელმძღვანელობით, “ბარსელონა” აქტიურად აგრძელებს შემადგენლობის გაძლიერებას. ჟოან გარსიას შემდეგ, მომდევნო კვირაში კლუბი კიდევ ორი ახალწვეულის დამატებას აპირებს – ნიკო უილიამსი და რუნი ბარდგჯი.
ჯერ კიდევ კვირის დასაწყისში გავრცელდა ინფორმაცია, რომ “ბარსელონამ” შეთანხმებას მიაღწია დანიურ კლუბ “კოპენჰაგენთან” რუნი ბარდგჯის ტრანსფერზე. 19 წლის შვედი ვინგერის კონტრაქტი დეკემბერში იწურება და “ბლაუგრანა” მის სანაცვლოდ მხოლოდ 2-3 მილიონ ევროს გადაიხდის.
ბარდგჯი უკვე ჩანიშნულია სამედიცინო შემოწმებაზე – ტრანსფერი მომავალ კვირაში დასრულდება
როგორც ცნობილი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო იტყობინება, “ბარსელონა” ამ ეტაპზე ლიდერობს რბოლაში შვედის ხელმოწერისთვის – ტრანსფერზე სერიოზულად იყო დაინტერესებული “პორტუც”. მოლოდინია, რომ ბარდგჯი გაივლის სამედიცინო შემოწმებას და ხელშეკრულებასაც მომდევნო კვირაში გააფორმებს.
ბარდგჯი, რომელსაც 2024 წლამდე ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ ვინგერად მიიჩნევდნენ, მუხლის ჯვარედინი იოგის (ACL) მძიმე ტრავმამ დააბრკოლა, თუმცა “ბარსელონაში” კვლავ სჯერათ მისი პოტენციალის და იმედოვნებენ, რომ ჰანსი ფლიკის ხელმძღვანელობით მისი განვითარება განახლდება.
პირველი ეტაპისთვის ბარდგჯი “ბარსა ატლეტიკში” ითამაშებს
რუნი ძირითადად მარჯვენა ფლანგზე მოქმედებს, ამიტომ ძირითად გუნდში იგი მომავალში კონკურენციას გაუწევს ლამინ იამალსა და რაფინიას. თუმცა პირველ ეტაპზე ბარდგჯი მოთამაშეთა როტაციაში იქნება “ბარსა ატლეტიკთან”, რომელიც მომავალ სეზონში ესპანეთის მეოთხე დივიზიონში იასპარეზებს. მისი პროგრესი და ფორმა სწორედ ამ დონეზე განისაზღვრება.
“ბარსელონა” ბარდგჯის ტრანსფერს ოფიციალურად ივლისის განმავლობაში დაადასტურებს. ასევე განიხილება მისი მონაწილეობა კლუბის აზიურ წინასასეზონო ტურნეზე, რომელიც ივლისის შუაში დაიწყება.
3 მილიონად პერსპექტიული ბიჭი იყიდეს, კაია იამალს დაასვენებს იმედია.
დროზე უნდა დავხუროთ ორივე, ორივე კარგი ტრანსფერია
ოღონდ ნიკო დაითრიეთ და დალშე მკიდია რაც გინდა ის გიქნიათ
ერთი ნიკო გაიფორმონ დროზე და ის Бардагжи, როგორც გამოითქმის არ იქნება ტრაგედია თუ ვერ მოიყვანეს. მაგას ჯობია რაშფორდზე იჩალიჩონ.
კოპენჰაგენიდან ვიცნ იყიდეს ბ გუნდში იქნება შესაბამისად არ იქნება პრობლემა რადგან ლალიგის რეგულაციები მე3 ლიგაში არ გადის ტრანსფერებზე