ახლახან “ბარსელონამ” დაადასტურა, რომ კატალონიური გუნდი მშობლიურ სტადიონს უბრუნდება.
“ბარსას” ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, მასშტაბური სარემონტო სამუშაოების შემდეგ, რასაც ორ წელზე მეტი დრო დასჭირდა, “სპოტიფაი კამპ ნოუ” 10 აგვისტოს გაიხსნება.
“ბლაუგრანა” განახლებულ “კამპ ნოუზე” პირველ მატჩს ჟოან გამპერის თასზე გამართავს.
ბოლმდე ეგ კიდევ კარგა ხანი არ გაიხსნება შანსი არაა, მთელი ნეპალი და სომალი და რავიცი კიდე საიდან ჩამოჰყავთ მუშა ხალხი რომ მიაყარონ მაინც ვერ მოესწრება წელს სრულად. ნუ უეფამ ნებართვა გასცა როგორც ჩანს ნებართვა შეზღუდული რაოდენობით გულშემატკივრებით თამაშშზე(უნდა მისულიყვნენ ინსპეკტორები შესამოწმებლად და რახან 10-ში თამასი იქნება ესეიგი გასცეს უფლება)
რეალი ბერნაბეუს მშენებლობის დროს ლიგის მატჩებს მშენებარე სტადიონზე ატარებდა, ერთი კვირით მშენებლობას აჩერებდნენ და უცებ ალაგებდნენ ხოლმე დაუმთავრებელ ტრიბუნებს კი დიდი მატერიებით ფარავდნენ. დოკუმენტური ფილმი რო იყო ბერნაბეუ იქ არის ყველაფერი აღწერილი. ტრიბუნების ქვეშ რო ტრაილერები დადიოდნენ, მოედანი კი ავტომატურად ამოდიოდა და ჩადიოდა.
ძალიან კარგი
ყოველ დღე ვუყურებ აფდეითებს და ლაივს. ერთი ტიპია იუთუბზე არ ეზარება იმენა ყოველ დღე დებს ნებისმიერი აფდეითის ვიდეო კოლაჟს. ძაან ნელი ტემპით ხო მიდიოდა სულ მაგრამ ბოლო პერიოდია ააჩქარეს. ზოგადად რომ იცოდეთ აი ის დიდი ტრიბუნა რომელიც იყო მაღალი ერთ მხარეს აწეული, რაღაც დაუსრულებელ ძაან მონსტრ ვიდს რო იძლეოდა თითქოს თვალუწვდენელზე ადის კედელიო და არავის ქონდა ეგეთი რამე დედამიწაზე, ეგ ხო მოინგრა წრეზე და დარჩა ქვედა ორი სართული. თავიდან პროექტებში ის მონგრეული ზემოთ(რომელსაც ასევე ორი დაყოფა ქონდა ) უნდა გაგრძელებულიყო ზუსტად მაგ ორი დაყოფით და დანარჩენი დაწეული მხარეებიც შეევსო. ანუ 360 გრადუსზე იქნებოდა იმ მონსტრი ტრიბუნების ძაან ეფექტური ვიზუალი. მაგრამ საბოლოოდ ზედა ორი დანაყოფიდან დატოვეს ერთი . ხოლო მეორეს ადგილზე გაუშვეს VIP ადგილები. მთლიან წრეზე იქნება ვერტიკალურად მინებით დაკიდებული ოთახები. ანუ ქვედა ორ სართულზე და ზედა მესამე სართულს შორის არის წყვეტა ვიაიპ მინის კედლებით. კი ეს ძაან კაია კომოფრტის ამბავში მდიდრებისთვის მაგრამ ჩემი აზრით ამან კამპ ნოუს წაართვა ის სავიზიტო კედელი რომელიც ფოტოებში ასე სასწაულად დიდი და დაუსრულებელი ჩანდა და მის მასშტაბურობას უსვამდა ხაზს. ზემოთ ემატება მესამე სართულად არც ისე დიდი ტრიბუნის ზოლი რაც რენდერებში და უკვე ლაივშიც მთლიან სტადიონს აძლევს ვიზუალს და აღიქმება როგორც სტანდარტული დიდი სტადიონი რომელიც ბევრგან გვხვდება. კი ტევადობა კამპნოუს ეზრდება მაგრამ ესე პირდაპირ ჩვეულებრივი მაყურებლებისთვის არა(ძაან ბევრი VIP ადგილი აქვთ) და რაც მთავარია თვალი ტყუვდება და რაღაც დიდის რაც აქამდე იყო იმის აღქმა იკარგება. ეხლა დაიწყეს ჩქარი ტემპით მაგ მესამე სართულის დადგმა. ვიაიპის სართული შემორტმულია უკვე კონსტრუქცია და ზემოთ ტრიბუნის დაკიდებების მოწყობა მიდის. მაგრამ მთლიანად ეს ყველაფერი არის ჯერ რკინის კონსტრუქციებად. ამის მოფირკეთება გაყვანილობები და ძალიან ბევრი რამ ჯერ ძაან შორსაა. ფაქტია ქვედა ორ სართულს სკამები მაშინ გაუკეთეს როცა შუა პროცეში იყო სტადიონი და მაშინვე ნათელი იყო რო იმდენად აგვიანდება სტადიონს გახსნა რომ ჯერ იქნება ქვედა ორი სართული მაყურებლებისთვის. არ იქნება არც ვიაპი და არც მესამე სართული. ალბათ მოასწრებენ პარკირების დამთავრებას, უმეტესობა გაკეთებულია უბრალოდ ერთი განაპირა ზოლი დარჩათ ეხლა. მაღაზიების შენობები ამოიყვანეს ბეტონით უკვე ეგეც მოესწრება. ქვემოთ პრესის და ფეხბურთელების გამოსაცვლელ ოთახებშიც მოპირკეთების სამუშაოები მიდის. მარა მთავარი კითხვა ისაა. თუ ვერ ასწრებენ( დარწმუნებული ვარ ვერ მოასწრებენ) ვიაპ სართულის და მესამე სართულის აწყობას. მაშინ რას აპირებენ ირგვლივ 6 უზარმაზარ დიდი ამწე კრანზე? სამშენებლო ნორმებში არ შეიძლება სტადიონს ირგვლივ ამხელა ამწეები ქონდეს და ხალხი იყოს თამაშზე. უსაფრტხოების ნორმებს არღვევს. მაშინ რა გამოდის დაშლიან ამწეებს. ზედა სართულები ასე შიშვლად დარჩება ისევ რკინის კონსტრუქციად და შემდეგ ხაფხულს გააგრძელებენ? აღარაფერს ვამბობ გადახურვაზე. გადახურვა არის მინიმუმ 2 წლის ამბავი. ასევე გული მწყდება ძველ პროექტში გადახურვის შუაში 360 იანი მონიტორის გაუქმებაზე. დაკიდებენ 3 ცალ გაჩხიკინებულ ტელევიზორ დიდი მონიტორს ახალში. მაგაზე თქვეს რომ მაყურებლის ყურადღებას მიიქცევს იმდნეი მონიტორიო და არ გვინდაო. არადა ისეთი ეფექტური იყო და თანამედროვე. უბრალოდ ფული დაზოგეს. თან ძველ პროექტს მარტივი გადახურვა ქონდა ბოლომდე. შუიდან იშლებოდა წვიმის დროს და ეგეც რამხელა ბონუსი იყო. მოკლედ არასწორი მენეჯმენტის(დროის და ფულის) პროექტი შეიცვალა რამდენჯერმე. გაჭიანურდა უაზროოდ ძაან აუზრო და ჯერ ძაან შორსაა დასრულებასთან. უბრალოდ იმდენ ფულს ვეღარ იხდიან ქირაობაში და ნახევარ სტადიონზე მუშაობა ურჩევნიათ. ალბათ დააჩქარებენ გაწმარებულად ეხლა მუშაობას მარა მაგ სიჩქარეში ხარისხს რას იზამენ და როგორ მიაფუჩეჩებენ და რას ამოაკლებენ პროექტიდან კიდე კაცმა არ იცის.
ბოლმდე ეგ კიდევ კარგა ხანი არ გაიხსნება შანსი არაა, მთელი ნეპალი და სომალი და რავიცი კიდე საიდან ჩამოჰყავთ მუშა ხალხი რომ მიაყარონ მაინც ვერ მოესწრება წელს სრულად. ნუ უეფამ ნებართვა გასცა როგორც ჩანს ნებართვა შეზღუდული რაოდენობით გულშემატკივრებით თამაშშზე(უნდა მისულიყვნენ ინსპეკტორები შესამოწმებლად და რახან 10-ში თამასი იქნება ესეიგი გასცეს უფლება)
ბოლომდე დაამთავრონ და მერე გახსნან ეგრე უფრო შტამბეჭდავი იქნება, შავ კარკასში შესვლა რა პონტია.
კამპ ნოუზე ბრუნდება რომელზეც შეზღუდული რაოდენობის მაყურებელი დაესწრება გამპერის თასის თამაშს(გამპრეზე მგონი) და ნებართვაგაცემულ ზონებში მარტო
დიმა ობოლაძე ხოარ ხართ ფულის გულისთვის უსირცხვილიდ უნამუსოდ კრისტალბეთს რო უკეთებს რეკლამას და ტოტალიზატორებს რომლებმაც ამდენი ახალგაზრდა თუ არა ახაგაზრდა ოჯახები გააუბედურა და შეიწირა რა უბედურებაა ამ ტოტალიზატორების რეკლამა ბარსამანია ჯი არი ეს საიტი თუ ბარსამანია ბეთი ?
კამპ ნოუზე უნდა დაიდოს ტრიპლეტი 🔵🔴
მორიგი ტყუილია. არაფერი არ გაიხსნება აგერ ნახავთ. საიტი კიდე პორნოდ იქცა რა არი ამდენი სიკო რეკლამა
რანაირად,კვირაში რამდენჯერმე ვნახულობ ლაივს რა ეტაპზეა და ჯერ შიდა და გარე მოპირკეთებაც არ დაწყებულა თვენახევარში როგორ უნდა დასრულდეს?
კონტრუქციაა მარტო,მინდორი დაგებული და სკამები დამონტაჟებული. უმაყურებლოდ გახსნას და მუშების კონტეინერბში გამოცვლას თუ გულისმობენ არ ვივი🤭
ანუ ის გასვლითი მატჩები არიქნება ზედიზედ და ჩვეულებრივად ითამაშებენ შინ და გარეთ საინტერესოა პირველი მეტოქე ვინ დააბიჯებს კამპზე და ვის გაედება ბაირამ დუდუკში🤭🤭🤭🤭
ოპააა მოდის ტრიპლეტიი
ბოლოს რო ვნახე მარტო საფარი იყო გაკეთებული და ასე მალე რა მოასწრეს?