workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ანდრეას კრისტენსენს ბარსელონას დატოვება არ სურს

ანდრეას კრისტენსენს ბარსელონას დატოვება არ სურს

“5 ცენტრალური მცველი გვყავს და ერთ-ერთი მათგანი უნდა წავიდეს, რადგან ეს პოზიცია გადატვირთულია”, – განაცხადა “ბარსელონას” სპორტულმა დირექტორმა დეკუმ La Vanguardia-სთან ინტერვიუში.

დეკუმ, სავარაუდოდ, ანდრეას კრისტენსენი იგულისხმა, რომელსაც გასულ სეზონში ტრავმის გამო თითქმის არ უთამაშია, თუმცა, Cadena SER-ის ინფორმაციით, დანიელი უკანახაზელი “ბარსას” დატოვებაზე უარს ამბობს.

წყაროს ცნობებით, კრისტენსენს კატალონიური კლუბიდან წასვლა არ სურს. 29 წლის ფეხბურთელმა საუდის არაბეთიდან რამდენიმე მიმზიდველი შეთავაზება მიიღო, რომლებზეც მან მაშინვე უარი თქვა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (8)

  • me da barca
    schedule 25 ივნ 2025, 21:44
    #8

    ერთი ნაკლი აქვს ამას , ტრავმიანია. დანარჩენი როგორც ფეხბურთელი და როგორც ადამანი არის კარგი.

  • Rick Sanchez
    schedule 25 ივნ 2025, 14:35
    #7

    ჩავის საჩემპიონო სეზონში, იმ გაუვალი დაცვის ხაზის მთავარი კაცი იყო კრისტენსენი, ეს კაცი ტრავმიანი თუა, როგორც კი გამოჯანმრთელდება ფორმაში დგება, არაუხოსგან განსხვავევით ერთი თამაშიც არ დაჭირდა და ეგრევე დაამუღამა თამაშგარის მახე. არაუხო გაუშვან და ეს ინტელიგენტი კაცი დატოვონ.

  • ვისკა ბარსა
    schedule 24 ივნ 2025, 15:18
    #6

    ეს 100 თავით მირჩევნია არაუხოს პროსტა ესეც არა ნაკლებ ტრამვიანია,მე ამას დავტოვებდი ამათ ადგილას და არაუხოს გავუშვებდი,თამაშგარის მახესაც მოერგო.

  • nika 54
    schedule 24 ივნ 2025, 15:10
    #5

    აი რა ქნას ბარსამ, არავის წასვლა არ უნდა. ტებასი თავისას აწვება გაყიდეთ გაყიდეთ და როგორ არ, ამბობს.
    რეალი როგორ ახერხებს სეზონზე 5-6 ფეხბურთელს ყიდულობს, ყიდის და ჩვენ ორი ფეხბურთელის ყიდვა გაყიდვა ვერ მოგვიხერხებია.

  • MESSI 2017
    schedule 24 ივნ 2025, 02:21
    #4

    არ უნდა წავიდეს არაფრის დიდებით არ დაიმსახურებია რომ არაუხოზე უკან დააყენონ არაფრით მითუმეტეს რომ ფლიკმა დატოვა შარშან პირადად როცა მიდოდა

  • ☠️•Spooky•☠️
    schedule 24 ივნ 2025, 01:10
    #3

    ამის გაყიდვას არაუხოს წასვლა კირჩევნია,პროსტა ესეც ტრავმიანია მაგარი. თუ ორივე წავა არც ეგაა პრობლემა,გარსია მშვენიერი იყო შარშან. და რო რამე მოიყვანონ ის არგენტინელი ბიჭი…

  • პენდრაგონი
    პენდრაგონიshield ვეტერანი
    schedule 24 ივნ 2025, 00:04
    #2

    ვერმაელენიც და ესეც როცა თამაშობდნენ, გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო მცველები იყვნენ, მაგრამ ტრავმები თავისას შვრება

  • CHEPE
    schedule 23 ივნ 2025, 22:14
    #1

    არადა ვერმალენივით დაემართა კაი მცველია მარა ტრამვიანია და ეს რომ ჯანზე იყოს მე პირადად არაუხოს გავასუხარებდი და ინიგო, კრისტენსენი, კუბარსი, კუნდე საკმარისი იქნებოდა