მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
20 კაციანი განაცხადი ”სან მამესისთვის”

20 კაციანი განაცხადი ”სან მამესისთვის”

”ატლეტიკთან” ხვალ გასამართ შეხვედრას მხოლოდ ტრავმირებულები, იბრაჰიმ აფელაი და პედრო როდრიგესი გამოტოვებენ.

”ბარსელონა” ბასკეთში 20 ფეხბურთელით გაფრინდება. 19 ფეხბურთელი პირველი გუნდის წევრია, ხოლო ”ბარსა ბ”-დან გუნდს ისააკ კუენკა დაეხმარება. აფელაი და პედრო ტრავმის გამო ამ შეხვედრას ტოვებენ. პეპ გვარდიოლა საბოლოო, 18 კაციან სიას მატჩის წინ გამოაცხადებს.

ვარჯიში 22 ფეხბურთელით

”ბილბაოს” მატჩამდე ბოლო სესია შაბათს საშინაო მოედანზე გაიმართა. სერხი გომესი და ლობატო ვარჯიშობდა იმ 20 ფეხბურთელთან ერთად, რომლებიც ამ მატჩის განაცხადში მოხვდნენ.

გუნდი ”ნოუ კამპზე” ბასკეთში გასამგზავრებლად 9:15 საათზე შეიკრიბება. თვითმფრინავი 10 საათზე აიღებს გეზს დანიშნულების ადგილისკენ, სადაც 75 წუთში დაეშვება. ”ბარსა” შინ მატჩის დასრულების შემდეგ დაბრუნდება.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში