workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ტებასი: ბარსა წელიწადში ორჯერ ჩივის, რეალ მადრიდი – ყოველ კვირას

ტებასი: ბარსა წელიწადში ორჯერ ჩივის, რეალ მადრიდი – ყოველ კვირას

ლა ლიგის პრეზიდენტმა, ხავიერ ტებასმა Cadena Ser-ის გადაცემაში El Larguero მორიგი პირდაპირი განცხადება გააკეთა მიმდინარე კონფლიქტებთან დაკავშირებით, განსაკუთრებული კრიტიკა კი “რეალ მადრიდსა” და მისი პრეზიდენტის, ფლორენტინო პერესის მისამართით ისროლა.

მადრიდი ამ საჩივრებს წარადგენს, სახელმწიფო მდივანმა კი მათი გადაგზავნა გადაწყვიტა – შეეძლო, უარი ეთქვა. ბოლო ორ საჩივარს კი გამოძიებაც არ მოჰყოლია. მეტი სიფრთხილეა საჭირო, რადგან ნაჩქარევი გადაწყვეტილებები რეპუტაციებს აზიანებს, – განაცხადა ტებასმა.

მან “ბარსელონასთან” შედარება გააკეთა:

“ბარსა” წელიწადში ორჯერ ჩივის, “რეალ მადრიდი” – ყოველ კვირას.” მისივე თქმით, “ძალიან უცნაურია”, რომ მას შემდეგ, რაც მადრიდელებმა ლიგის მოგების შანსი დაკარგეს, მათი კრიტიკული ვიდეოებიც შეწყდა.

თუ ეს ვიდეოები ნეგრეირას საქმეს უკავშირდებოდა, მაშინ რატომ შეწყვიტეს გამოქვეყნება? – იკითხა ტებასმა.

ლა ლიგის ხელმძღვანელმა კვლავ გააკრიტიკა სუპერლიგის იდეა და პერესი მის მთავარ დამპირისპირებლად დაასახელა:

პერესი ავითარებს ელიტურ, ფაქტობრივად ოლიგარქიულ მოდელს სუპერლიგით – ჩვენ ამას კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით.

ტებასის თქმით, პერესი მის მიმართ პირად ანტიპათიას ამჟღავნებს და “რამდენჯერმე სცადა მისი თანამდებობიდან გათავისუფლება”.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (4)

  • Asdfgj123
    schedule 11 ივნ 2025, 23:55
    #4

    რეალი ბარსა კი არა ეს უნდა მოშორდეს პირველ რიგში… ჯერ ვარის ეპოქაში, როგორც უნდათ ისე ამეორებენ, რომ ვერ ჩასვან კარგად დარღვრვა მაინც თვალებში ნაცარს გვაყრიან, ესეა განვითარებული ესპანეთი და მსაჯების დონე ქვევით ქვევით მიდის

  • Rick Sanchez
    schedule 11 ივნ 2025, 21:00
    #3

    იდი ნა*უი ტებას რა, არავინ ყავს კონკურენტი ამ გასიებულს?

  • nika 54
    schedule 11 ივნ 2025, 20:06
    #2

    "ბარსა" წელიწადში ორჯერ ჩივის, "რეალ მადრიდი" – ყოველ კვირას." მისივე თქმით, "ძალიან უცნაურია", რომ მას შემდეგ, რაც მადრიდელებმა ლიგის მოგების შანსი დაკარგეს, მათი კრიტიკული ვიდეოებიც შეწყდა.
    ყოველ კვირა იმიტომ ჩივის რო კვირაში ერთხელ თამაშობს ლა ლიგის მატჩს, და ჩვენ კი თუ რამე 100%-იანი დარღვევა არ არის ტყუილად დროს აღარ ვკარგავთ.

  • პენდრაგონი
    პენდრაგონიshield ვეტერანი
    schedule 11 ივნ 2025, 19:00
    #1

    ეს ტებასი მალე უნდა მოგვშორდეს