“ბარსელონა” აქტიურად ცდილობს, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის გახსნამდე “ესპანიოლის” მეკარე ჟოან გარსიასთან შეთანხმება დასასრულამდე მიიყვანოს. ლა ლიგის ჩემპიონები ნათლად აჩვენებენ, რომ 24 წლის ფეხბურთელს მარკ-ანდრე ტერ შტეგენის შემცვლელად მოიაზრებენ.
გარსიამ უკვე გადაწყვიტა, რომ “ბარსელონაში” სურს გადასვლა. იგი გასულ სეზონში “ესპანიოლის” გამორჩეული მოთამაშე იყო – ხშირად სწორედ მისმა გმირულმა თამაშმა მოუტანა ქულები კლუბს. თუმცა, თუ ტრანსფერი შედგება, “პერიკოს” გულშემატკივრებმა შესაძლოა იგი მტრად აღიქვან.
გარსიას ტრანსფერის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, “ესპანიოლის” გენერალურმა დირექტორმა მაო იე ვუმ გულშემატკივრებს მიმართა. როგორც Mundo Deportivo იტყობინება, მან მკაფიოდ აღნიშნა, რომ “ესპანიოლი” არ აპირებს მოლაპარაკებებს არც “ბარსელონასთან” და არც სხვა კლუბთან და ფეხბურთელის 25 მილიონი ევროს გამოსასყიდი პუნქტი – სწორედ ის არის ერთადერთი გზა ტრანსფერისთვის.
“ბარსელონას” მაინც მტკიცედ გადაწყვეტილი აქვს გარიგების დახურვა და სჯერა, რომ შეძლებს გარსიას რეგისტრაციას, მიუხედავად იმისა, რომ გასულ სეზონში დანი ოლმოსა და პაუ ვიქტორის რეგისტრაციებთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნა. ჯერჯერობით შეთანხმება ძალაში არ არის და კიდევ დარჩენილია სამუშაო ამ მიმართულებით.
არ აპირებ და არც გვაინტერესებს. 25 მილიონს კი მოუყრიან თავს, მაგრამ დანარჩენს რას უშველის ლაპორტა, ჩვენზე მოკლე სკამი ალბათ არავის აქვს.
თუ გარსიას მოყვანა უნდათ გადაიხადონ 25 მილიონი, რად უნდა ამდენი ლაპარაკი ბ*იად. ბარსაა თუ ვალენსია, ორი წელია ოლმოს მეტი არ მოუყვანიათ არავინ და ისიც ძლივს დაარეგისტრირეს.
გაურკვევლობაა
ესენი არ არიან ამის მომყვანები და
ვერავინ დამაჯერებს რომ ცდილობენ
ამის მოყვანას,არც იმის მჯერა უკვე რომ რომელიმე პოზიციაზე მოიყვანენ
ვინმეს საერთოდ იმიტომ რომ საამისოდ პერესის მსგავსი პრეზიდენტია საჭირო და არა უნიათო და არაფრის მაქნისი ცარიელ დაპირებებში დახელოვნებული ლაპორტა, რომელიც მეორე ვადით
უბრალოდ დაპირებების გასაცემად და სკამზე მოსაჯდომად მოვიდა,აქედან გამომდინარე კიდევ დიდხანს მოგვიწევს იმის ყურება ნებისმიერი საშუალო დონის გუნდიც კი როგორ დაგვჯაბნის და გადაგვივლის ნებისმიერ ტურნირზე და სანატრელი გაგვიხდება ტიტულების მოგება და წინა სეზონში მოგებული ტიტულები, ჩემპიონთა ლიგაზე საერთოდ არც ღირს ფიქრი ლაპორტას პრეზიდენტობის ვადის ამოწურვამდე, აი ეს იქნება ერთადერთი სცენარი ლაპორტას და მისი ბორდის ხელში სანამ არ ააცვამენ დაკავებული თანამდებობებიდან.