workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

error დღეს თამაშია!
MATCHDAY
ლა ლიგა schedule 23:00

ბარსელონა

ბარსელონა ლოგო
--:--
ბილბაო ლოგო

ბილბაო

arrow_forward მატჩ-ცენტრი
იამალი 7-1 მბაპე | ლამინი კილიანის დამარცხებას აგრძელებს

იამალი 7-1 მბაპე | ლამინი კილიანის დამარცხებას აგრძელებს

ერთა ლიგის ნახევარფინალში, რომელშიც ესპანეთმა საფრანგეთი 5-4 დაამარცხა, ლამინ იამალმა კვლავ გაიბრწყინა და კილიან მბაპე კიდევ ერთხელ დაამარცხა.

საინტერესოა, რომ ბარსელონას 17 წლის ტალანტმა მბაპეს ზედიზედ 6 მატჩი მოუგო — ბოლო 1 წლის განმავლობში ლამინი და კილიანი ერთმანეთს სანაკრებო დონეზე ორჯერ დაუპირისპირდნენ, საკლუბო დონეზე კი – ოთხჯერ, და ყველა დუელი იამალის გამარჯვებით დასრულდა. თანაც, აქედან 2 ფინალი (ესპანეთის სუპერ თასი, კოპა დელ რეი) და 2 ნახევარფინალი (ევროპის ჩემპიონატი, ერთა ლიგა) იყო. პლუს, ბარსამ რეალ მადრიდს ლა ლიგის ორივე დაპირისპირებაში სძლია.

ზოგადად, იამალსა და მბაპეს ერთმანეთის წინააღმდეგ 8-ჯერ უთამაშიათ და ბარსელონელს აქაც დიდი უპირატესობა აქვს: 7 მოგება, 1 წაგება. ამასთან, ლამინმა 6 გოლი გაიტანა (1 ევროზე, 3 ელ კლასიკოში, 2 ერთა ლიგაზე) და 3 ასისტი მიითვალა.

აღსანიშნავია, რომ ის ერთი მარცხიც 2023/24 წლების სეზონში, ჩემპიონთა ლიგაზე, პარი სენ-ჟერმენთან განმრეობით მატჩზე მოდის — ამ შეხვედრაში რონალდ არაუხომ პირველივე ტაიმში წითელი ბარათი მიიღო და ჩავი ერნანდესმა ლამინი ჯერ კიდევ მაშინ გაიყვანა, როცა ბარსელონა იგებდა, რადგან ინიგო მარტინესი შემოეყვანა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (7)

  • Lasha Mamuladze
    schedule 08 ივნ 2025, 20:56
    #7

    ციტატა: Asdfgj123

    ციტატა: me da barca
    მბაპე ლიგის თასის და ოქროს ბურთის მოსაგებად გადმოვიდა რეალში პსჟ-დან და ეგრევე პსჟ-მ ლიგა მოიგო და პსჟ-ს ფეხბურთელმა, ცალფაზიანმა დემბელემ დიდი შანსია ოქროს ბურთი მოიგოს. smile
    ეტყობა ეს თარსია და ასე თუ გაგრძელდა რეალი კაი ხანი ლიგას ვერ ეღირსება მბაპეს წყალობით. ღმერთმა ქნას ასეც მოხდეს.


    დემბელე
    რომ გადავიდა ბარსადან ლიგა მოიგო, მგონი ბარსა უფრო თარსია ვიდრე მბაპე 😂😂

    ტიპინოწროს ბურთსაც მიიღებს, ბარსასგან ვერაფერი მიიღო )))
    მბაპემ პირველივე წელს ოქროს ბუცი მოიგო
    ლა
    ლიგის და ევროპის, რა მაგის ბრალია ვასკესი და ჩუამენი რკმ ყავდა დაცვაში.. ყველაფერი ნათქვამია ამით, ვინ არის მაინც 1 დღესდღეობით…
    ლიგებსაც დადებს, 18 წლის იყო მსოფლიო დადო მეორე ფინალი ითამაშა, ბურთებსაც დადებს და ყველაფერს და მერე იძახეთ თარსიაო.. 😂😂 მაოფლიოზეც გაიწევს საფრანგეთი, კაი
    წლები გველის..


    თარსი არ არი არ გაუმართლააა უბრალოდ მბაპეს, ისევე როგორც ბარსელონას არ გაუმართლა, მეტის თქმაც შემიძლია და ყველამ კარგად იცის, როსელი და ბართომეუ, პერესისნაირი მაფიოზა პრეზიდენტი რომ ბარსას ყავდეს ის რაც გადაიტანა და რასაც ეხლა გადის კიდევ, არანაირად არ იქნებოდა, პლუს არანაირი პრივილეგიებით არ სარგებლობს, ტრავმებზე და კონკერულ ფეხბურთელებზე თუ არი საუბარი ბრაითვაიტები ყავდა ბარსასაც…მოკლედ რომ ვთქვაა თანასწორად რო არი და იყოს ყველაფერი თითქმის ყველა გუნდზე ერთი თაბით მაღლა დგას ბარსააა…ფინანსური პრობლემებიც არ დაგვავიწყდეს…

  • nika 54
    schedule 08 ივნ 2025, 14:38
    #6

    ამას ხო არ აუვარდა თავში, არ შეიძლება ასე ვინმემ დაარიგოს ჭკუა. თუნდაც მამამისმა. სულ მესის ვადარებთ და აქვე უნდა დავამატო მესი მაგის ასაკში კი არა დღესაც არ არის ასე ავარდნილი, თუმცა 20 წლით უფროსია.

  • პენდრაგონი
    პენდრაგონიshield ვეტერანი
    schedule 08 ივნ 2025, 01:58
    #5

    უფრო უნდა გავზარდოთ ეგ ფორა

  • Asdfgj123
    schedule 08 ივნ 2025, 00:35
    #4

    ციტატა: me da barca
    მბაპე ლიგის თასის და ოქროს ბურთის მოსაგებად გადმოვიდა რეალში პსჟ-დან და ეგრევე პსჟ-მ ლიგა მოიგო და პსჟ-ს ფეხბურთელმა, ცალფაზიანმა დემბელემ დიდი შანსია ოქროს ბურთი მოიგოს. smile
    ეტყობა ეს თარსია და ასე თუ გაგრძელდა რეალი კაი ხანი ლიგას ვერ ეღირსება მბაპეს წყალობით. ღმერთმა ქნას ასეც მოხდეს.


    დემბელე
    რომ გადავიდა ბარსადან ლიგა მოიგო, მგონი ბარსა უფრო თარსია ვიდრე მბაპე 😂😂

    ტიპინოწროს ბურთსაც მიიღებს, ბარსასგან ვერაფერი მიიღო )))
    მბაპემ პირველივე წელს ოქროს ბუცი მოიგო
    ლა
    ლიგის და ევროპის, რა მაგის ბრალია ვასკესი და ჩუამენი რკმ ყავდა დაცვაში.. ყველაფერი ნათქვამია ამით, ვინ არის მაინც 1 დღესდღეობით…
    ლიგებსაც დადებს, 18 წლის იყო მსოფლიო დადო მეორე ფინალი ითამაშა, ბურთებსაც დადებს და ყველაფერს და მერე იძახეთ თარსიაო.. 😂😂 მაოფლიოზეც გაიწევს საფრანგეთი, კაი
    წლები გველის..

  • me da barca
    schedule 08 ივნ 2025, 00:15
    #3

    მბაპე ლიგის თასის და ოქროს ბურთის მოსაგებად გადმოვიდა რეალში პსჟ-დან და ეგრევე პსჟ-მ ლიგა მოიგო და პსჟ-ს ფეხბურთელმა, ცალფაზიანმა დემბელემ დიდი შანსია ოქროს ბურთი მოიგოს. smile
    ეტყობა ეს თარსია და ასე თუ გაგრძელდა რეალი კაი ხანი ლიგას ვერ ეღირსება მბაპეს წყალობით. ღმერთმა ქნას ასეც მოხდეს.

  • Asdfgj123
    schedule 07 ივნ 2025, 23:41
    #2

    1-1 ზე თამაშობენ? 😂😂

  • Barsamani messi
    schedule 07 ივნ 2025, 23:00
    #1

    მოიგეს ქალებმა თასი.