“ბარსელონას” ამ ზაფხულს ტრანსფერებისთვის ფინანსების მოძიება მოუწევს, რაც იმას ნიშნავს, რომ კლუბს ზოგიერთი მოთამაშის გაყიდვა მოუწევს. ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის მიმდინარეობისას კიდევ ერთი ახალი კანდიდატი გამოჩნდა, ვინც შესაძლოა კლუბს დაემშვიდობოს.
ამ დროისთვის მედია უკვე აქტიურად განიხილავს იმ ფეხბურთელების სახელებს, რომელთა წასვლაც მოსალოდნელია – მარკ-ანდრე ტერ შტეგენი, რონალდ არაუხო და პაბლო ტორე. ალექს ვალე უკვე გაყიდულია, ხოლო ანსუ ფატის “მონაკოში” იჯარით გადასვლა შეთანხმების ეტაპზეა.
“ვულვზი” ბარსელონას მარცხენა მცველის, ჟერარ მარტინის, გადაბირებისთვის ემზადება
კიდევ ერთი მოთამაშე, რომელმაც შესაძლოა დატოვოს კლუბი, “ლა მასიას” აღზრდილი 23 წლის ჟერარ მარტინია. გასულ სეზონში მან ალეხანდრო ბალდეს დუბლიორის როლი ითამაშა და ჰანსი ფლიკის ერთ-ერთ ფავორიტ მოთამაშედ ითვლება. როგორც მატეო მორეტო იტყობინება, მისით პრემიერ ლიგის კლუბი “ვულვზი” არის დაინტერესებული.
“ვულვზი” ემზადება მარცხენა მცველის, რაიან აით-ნურის “მანჩესტერ სიტიში” გადასვლისთვის და უკვე ეძებს მის შემცვლელს. ჟერარ მარტინი ერთ-ერთი კანდიდატია, ვის მიმართაც კლუბმა ყურადღება მიაპყრო.
ამ ეტაპზე მარტინი მომავალ სეზონშიც “ბარსელონაში” დარჩენის კანდიდატია და კვლავ ბალდეს შემცვლელად მოიაზრება, რადგან ფლიკის ნდობა მოიპოვა. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ იგი ძირითადი შემადგენლობის წევრი არ არის, კლუბი მზად იქნება, განხილოს მისი გაყიდვა, თუ “ვულვზი” ოფიციალურ შეთავაზებას გააკეთებს უახლოეს პერიოდში.
ჯერჯერობით უცნობია, რამდენად შეაფასებს “ბარსელონა” ჟერარ მარტინს, თუმცა მოსალოდნელია, რომ მისი ფასი უფრო მაღალი იქნება, ვიდრე ის 6 მილიონი ევრო, რაც კლუბმა ალექს ვალეს გაყიდვაში მიიღო “კომოსგან” (სერია A). ისღა დაგვრჩენია, დაველოდოთ, გადაწყვეტს თუ არა “ვულვზი” კონკრეტული ნაბიჯის გადადგმას ახალგაზრდა მცველის ტრანსფერთან დაკავშირებით.
გაუშვან არაა პრობლემა
ჩვენ კი თუ გავუშვებთ ისევ ბალდეს შემცვლელზე უნდა ვიფიქროთ.
ცუდი ფეხბურთელი არაა საბოლოოდ , პირველ წრეში კი საერთოდ არ მომწონდა , სუფთა ხესავით იყო , მაგრამ მეორე წრეში აშკარად საკმაოდ მოუმატა თამაშს და ხასიათი გამოავლინა , ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე ერთი 20ს თუ შემოგვთავაზებენ არ იქნება ურიგო მისი გაშვება გამოსყიდვის უფლებით , უფრო დაბალ ფასში უბრალოდ ჩუქება გამოგვივა , მაგრამ ისიც გასათვალისწინებელია , ეს რომ გაუშვან ვითი ჩაანაცვლებენ , მის პოზიციაზე იდეაში ვინ განიხილება ვინც ბალდეს ჩაანაცვლებს ? მხოლოდ ახალგაზრდა და თამამი ფორტი , რომლის იმედზე მთელი სეზონი მტერი იქნა ჯერ ძაან პატარაა და თავში უქრის , უფრო ვინმე ბებერი და გამოცდილი რომ დაგვეთრია ბალდეს რეზერვისტად გაასწორებდა , ვნახოთ ….
გაასუხარეთ ეს და დააწინაურეთ ჯოფრე ტორენტსი
ყურებს რომ შეხედავ მოჭიდავე გეგონება კაცს.
უი რა კაი ამბავია გაატანეგ ერთი 20 რო წაართვან კარგი იქნება