მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ამბროზინი:”უნდა მოგვეგო”

ამბროზინი:”უნდა მოგვეგო”

 

როგორც იცით “მილანი” ჩემპიონთა ლიგაში ჯგუფ H_ში მოხვდა, სადაც “ბარსელონა” ასპარეზობს. ჯგუფური ეტაპის მატჩი, სადაც იტალიური გუნდი “ბატეს” ეთამაშებოდა ყველასათვის გასაკვირად ფრედ, 1-1 დასრულდა. ამის გამო კატალონიურმა გუნდმა პირველ ადგილზე გადაინაცვლა. ამ ფაქტთან დაკავშირებით მასიმო ამბროზინიმ მცირე კომენტარი გააკეთა.

 

“არ ვიცი ნამდვილად იყო თუ არა პენალი, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება, ვერ მოვიგეთ. შეგვეძლო თამაში ჩვენს სასარგებლოდაც დაგვემთავრებინა, მაგრამ არ გაგვიმართლა.

ჩვენი მიზანი ჯგუფში პირველ ადგილზე გასვლაა, რაშიც ხელს “ბარსელონა” გვიშლის. უნდა დავამარცხოთ ისინი “სან სიროზე”, მაგრამ ეს რთული იქნება. ჩვენ ვიბრძოლებთ ანტონიო კასანოს სახელით და გამარჯვების შემთხვევაში, ამ თამაშს მას მივუძღვნით.” –ციტირებს ამბროზინის სიტყვები “Football Italia”.

 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში