მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
გვარდიოლა ჩავის და ინიესტას დეკემბრისთვის ინახავს

გვარდიოლა ჩავის და ინიესტას დეკემბრისთვის ინახავს

წამყვანი ფეხბურთელების დასვენებას შესანიშნავად ახერხებს პეპ გვარდიოლა. ბევრი ფიქრობს, რომ ეს ტრავმებითაა გამოწვეული, მაგრა ეს ასე არ არის.

ჩავის და ინიესტას არყოფნა ბოლო 2 თამაშში სხვადასხვა ჟუნალებისთვის სალაპარაკო თემად იქცა, თუმცა ყველაფერს აქვს თავისი ახსნა და აზრი. ეს გადაწყვეტილება მიიღო სამწვრთნელო შტაბმა და არა მხოლდო გვარდიოლამ და ვილანოვამ. დებატებში ჩართული იყვნენ სვხა მწვრთნელები და ექიმები.

როგორც ბოლო მატჩებში ვნახეთ, ”მალიორკასთან” მატჩში ჩავი განაცხადშიც არ იყო, ანდრეს ინიესტამ კი მოედანზე არ შემოსულა. ამ ფეხბურთელებმა ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში, ”პლზენთანაც” არ მიიღეს მონაწილეობა. ”გრანადასთა” მატჩში ანდრესი მოედანზე მეორე ტაიმში შევიდა, ხოლო ჩავიმ მოედანი მატჩის დასრულებამდე 10 წუთით ადრე დატოვა.

გვარდიოლა ასეთ დაძაბულ კალენდარში, მიუხედავად ”გრანადას”, ”მალიორკას” და ”პლზენის” დიდი პატივისცემისა მიხვდა, რომ დრო იყო ჩავისთვის და ინიესტასთვის მიეცა დასვენების და ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიშის საშუალება.

ჩავი რამდენიმე კვირის წინ დისკომფორტს განიცდიდა, თუცმა მაინც აგრძელებდა თამაშს. ანდრეს ინიესტას კი ტრავმა ახალი მოშუშებული აქვს და ჯერ-ჯერობით ფიზუკური კონდიციები ბოლომდე აღდგენელი არ აქვს.

პეპი ესაუბრა ორივე მათგანს და გეგმება აუხსნა. პეპის თხოვნა იყო მთელი კვირის მანძილზე მათ კარგად ევარჯიშათ და ”დაეტენათ ბატარეები” რთული მატჩების წინ. პირველი ასეთი რთული შეხვედრა ხვალ, ”სან მამესზე” გაიმართება. ”მსურს, რომ ამ მატჩისთვის მზად იყოთ” – პეპმა უთხრა ორივე მათგანს. 

თუმცა ყველაზე რთული კალენდარი ”ბარსას” დეკემბერში ელის, როცა გუნდს ”სანტიაგო ბერნაბეუზე” მოუწევს თამაშის და ამის შემდეგ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი გაიმართება. ჩავის და ინიესტას გარდა დეკემბრამდე დასვენების საშუალებას მიიღებენ პიკე, პუიოლი და მასკერანო. ”თუკი დეკემბერში საუკეთესო ფორმაში არ ვიქნებით კარგად ვერ ვითამაშებთ” – ეს არის პეპ გვარდიოლას აზრი, რომელმაც იცის, თუ რა რთული ”სანტიაგო ბერნაბეუზე” მატჩის ჩატარება და რაოდენ მნიშვნელოვანია კლუბის ისტორიაში მეორედ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის მოპოვება.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში