workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბილბაო-ბარსელონა – სავარაუდო შემადგენლობები

ბილბაო-ბარსელონა – სავარაუდო შემადგენლობები

დღეს სეზონის ბოლო მატჩი გვაქვს. “ბარსელონა” ესპანეთის ჩემპიონატის ბოლო ტურის მატჩში “ბილბაოს” სტუმრად დაუპირისპირდება.

ესპანური სპორტული გამოცემები ამ შეხვედრისთვის ჰანსი ფლიკის გუნდის სავარაუდო შემადგენლობებს გვთავაზობენ.

Mundo Deportivo: ტერ შტეგენი; ფორტი, არაუხო, კრისტენსენი, ბალდე; კასადო, გავი, ფერმინი; იამალი, რაფინია, ლევანდოვსკი.

AS: ტერ შტეგენი; გარსია, კუბარსი, ინიგო, ბალდე; კასადო, პედრი, ფერმინი; იამალი, რაფინია, ლევანდოვსკი.

Marca: ტერ შტეგენი; გარსია, კუბარსი, კრისტენსენი, ბალდე; დე იონგი, პედრი, ოლმო; იამალი, რაფინია, ლევანდოვსკი.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (6)

  • Rick Sanchez
    schedule 25 მაი 2025, 19:50
    #6

    ციტატა: შექსპირა

    ციტატა: me da barca
    ლამის ესპანეთის მეფე და მაფიოზა პერესიც კი დაეხმარა კუ ნინძას რეალთან ერთად და შეტენეს ოქროს ბუცი, როგორც იქნა. ლევანდოვსკი კი მკვდარს არაფრით ჯობია უკვე.
    ამიტომ უნდოდა რეალი ვაჟკაცს. მომავალ წელს კიდევ ეცდებიან ოქროს ბურთიც გაუჩალიჩონ.


    მბაპე ამ სეზონში იმსახურებდა ოქროს ბუცს და მოიგო კიდეც. შეტენილი ნამდვილად არ გამოდის. რაც შეეხება დახმარებას – 15/16-ის სეზონში რომ სუარესს ეხმარებოდნენ მესი და მთელი ბარსელონა ევროპის ოქროს ბუცის მოსაპოვებლად – ეს იყო დახმარებაც და თანგადაყოლაც, ასეთი ხარისხით მბაპეს ნამდვილად არ მიხმარებია გუნდი… კილიანს ჯერ კიდევ მონაკოდან ვაკვირდები და ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი და პერსპექტიული ფეხბურთელია, ოქროს ბურთს რომ მოიგებს მინიმუმ ერთხელ თავისი კარიერის მანძილზე, ამას წყალი არ გაუვა. მადრიდის რეალს უფრო სჭირდება მბაპე ტიტულების მოსაგებად, ვიდრე პირიქით.


    ბარსაში მეგობრული გარემო იყო სულ და დღევანდელ რეალში ყველა საკუთარ თავზე ფიქრობს, ვინისიუსი მბაპეს რო არაფერში დაეხმარება მაგას რად უნდა კითხვა?

  • შექსპირა
    შექსპირაflag გულშემატკივარი
    schedule 25 მაი 2025, 16:24
    #5

    ციტატა: me da barca
    ლამის ესპანეთის მეფე და მაფიოზა პერესიც კი დაეხმარა კუ ნინძას რეალთან ერთად და შეტენეს ოქროს ბუცი, როგორც იქნა. ლევანდოვსკი კი მკვდარს არაფრით ჯობია უკვე.
    ამიტომ უნდოდა რეალი ვაჟკაცს. მომავალ წელს კიდევ ეცდებიან ოქროს ბურთიც გაუჩალიჩონ.


    მბაპე ამ სეზონში იმსახურებდა ოქროს ბუცს და მოიგო კიდეც. შეტენილი ნამდვილად არ გამოდის. რაც შეეხება დახმარებას – 15/16-ის სეზონში რომ სუარესს ეხმარებოდნენ მესი და მთელი ბარსელონა ევროპის ოქროს ბუცის მოსაპოვებლად – ეს იყო დახმარებაც და თანგადაყოლაც, ასეთი ხარისხით მბაპეს ნამდვილად არ მიხმარებია გუნდი… კილიანს ჯერ კიდევ მონაკოდან ვაკვირდები და ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი და პერსპექტიული ფეხბურთელია, ოქროს ბურთს რომ მოიგებს მინიმუმ ერთხელ თავისი კარიერის მანძილზე, ამას წყალი არ გაუვა. მადრიდის რეალს უფრო სჭირდება მბაპე ტიტულების მოსაგებად, ვიდრე პირიქით.

  • me da barca
    schedule 25 მაი 2025, 15:20
    #4

    ლამის ესპანეთის მეფე და მაფიოზა პერესიც კი დაეხმარა კუ ნინძას რეალთან ერთად და შეტენეს ოქროს ბუცი, როგორც იქნა. ლევანდოვსკი კი მკვდარს არაფრით ჯობია უკვე.
    ამიტომ უნდოდა რეალი ვაჟკაცს. მომავალ წელს კიდევ ეცდებიან ოქროს ბურთიც გაუჩალიჩონ.

  • პენდრაგონი
    schedule 25 მაი 2025, 14:26
    #3

    ტერ შტეგენი – კუბარსი, კრისტენსენი, გარსია, ბალდე – დე იონგი, პედრი – რაფინია, ფერმინი, იამალი – ლევანდოვსკი

  • Vamsdreini.1
    schedule 25 მაი 2025, 13:56
    #2

    იამალმა კიდე უნდა გააკეთოს რობენისეული და სასწაული იქნება, ზედიზედ 4 თამაში და 4 ერთი და იგივე სტილის გოლი.

  • nika 54
    schedule 25 მაი 2025, 12:40
    #1

    აუცილებლად უნდა მოვიგოთ, რეალის ფანებს სალაპარაკო არ გავუჩინოთ ქულა-ქულაში მიდიოდა სეზონიო.
    ბილბაოს განაღდებული აქვს მე-4 ადგილი და იმედია დღეს არ გაგიჟდებიან მაინც და მაინც. ატლეტიკოსაც ვერ ასწრებს ასე რომ ჯობია თავი შეინახონ.