ჩემპიონობა და თითქმის ჩემპიონობა ერთ დღეში

ჩემპიონობა და თითქმის ჩემპიონობა ერთ დღეში

გუშინ “ბარსელონასთვის” ძალიან კარგი დღე იყო. მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა “ბლაუგრანას” როგორც კაცების, ასევე ქალების გუნდმა.

“ბარსას” ქალების გუნდი მორიგ ტრებლს კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა. პერე რომეუს ფეხბურთელებმა “ბეტისი” სტუმრად 9-0 გაანადგურეს და ესპანეთის ჩემპიონობა ოფიციალურად გაინაღდეს, ზედიზედ მეექვსედ, სულ კი მეათედ.

“ბარსელონას” ქალთა გუნდს 2 მნიშვნელოვანი თამაში აქვს დარჩენილი – 24 მაისს ჩემპიონთა ლიგის ფინალი “არსენალთან” და 7 ივნისს ესპანეთის თასის ფინალი “ატლეტიკოსთან”. “ბლაუგრანა” ორივე მატჩში ფავორიტია და მათი მოგების შემთხვევაში ტრებლს ისტორიაში მესამედ, ხოლო ზედიზედ მეორედ შეასრულებს.

გუშინვე ჩემპიონობა თითქმის გაინაღდა “ბარსას” კაცების გუნდმაც. ჰანსი ფლიკის შეგირდებმა კონკურენტი “რეალ მადრიდი” 4-3 დაამარცხეს და ლა ლიგის დასრულებამდე 3 ტურით ადრე 7-ქულიანი უპირატესობა შეიქმნეს. ეს ნიშნავს, რომ დარჩენილ 3 შეხვედრაში 2 ქულის აღების შემთხვევაში “ბლაუგრანა” ოფიციალურად გაჩემპიონდება.

two_wheeler

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია arrow_forward

forum კომენტარები (3)

  • me da barca
    schedule 12 მაი 2025, 20:55

    თუ რეალმა ვერ მოიგო ბარსა ჩემპიონის რანგში ჩავა ესპანიოლთან და ,,ძმებს" მოუწევთ კორიდორის გაკეთება.

  • პენდრაგონი
    პენდრაგონი ვეტერანი
    schedule 12 მაი 2025, 20:27

    დროის ამბავია ჩემპიონობა

  • nika 54
    schedule 12 მაი 2025, 17:30

    დარჩენილ 3 შეხვედრაში 2 ქულის აღების შემთხვევაში "ბლაუგრანა" ოფიციალურად გაჩემპიონდება.
    სხვანაირად რო ვთქვათ, რეალმა რომ ერთი ფრე მაინც გააკეთოს დარჩენილ 3 თამაშში ბარსა გაჩემპიონდება!
    თუ გავითვალისწინებთ, რომ მალიორკასთან არ იქნება არც ვინისიუსი მიკროტრამვის გამო, არც ჩუამენი მე-5 ყვითლის გამო და ისედაც ნახევარი გუნდი ტრავმირებულია, გაგვიკეთოს რეალმა კიდევ ერთი საჩუქარი და ეუფას ლიგაზე მოსახვედრად მობილიზებულ მალიორკასთან ფრე გააგოროს. ჩვენ რო აღარ ვინერვიულოთ მოკლედ. ჩაეთვლება რომ პირადად რეალმა გაგვაჩემპიონა.