workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ახლა ჩვენი ფოკუსი ინტერზეა” | ჰანსი ფლიკი

“ახლა ჩვენი ფოკუსი ინტერზეა” | ჰანსი ფლიკი

ბარსელონას გერმანელმა მწვრთნელმა, ჰანსი ფლიკმა ვალიადოლიდთან მატჩზე (2-1) კომენტარი გააკეთა.

სიმართლე რომ ვთქვა, გაგვიჭირდა. თან, თავიდან არ გაგვიმართლა, მაგრამ, საბედნიეროდ, მოვიგეთ. უკეთესად თამაში შეგვეძლო, თუმცა 3 ქულა მაინც ავიღეთ.

მარტივი მატჩი არ ყოფილა. როცა ბურთი გიჭირავს და თამაშს აკონტროლებ, შემდეგ კი ერთ შეცდომას უშვებ ან კონტრშეტევა გეპარება, ასე ხდება. მეტოქე ძალიან უკან იყო დაწეული.

როცა ვაგებთ, ყოველთვის ცდილობთ, რომ რეაგირება მოვახდინოთ. მნიშვნელოვანია, რომ გუნდი ფოკუსირებულია. მხოლოდ მოგებაზე ვფიქრობთ.

დანი როდრიგესს ტრავმის მოშუშებაში უნდა დავეხმაროთ. მან აჩვენა, რამდენად კარგია, და პირველ გუნდში გუნდში ყოველთვის მივესალმებით. დანის განვითარებაში დავეხმარებით. როდრიგესის ტრავმის გამო ძალიან დამწუხრებული ვარ. ის ლაზარეთიდან დაბრუნდა და დებიუტი ჰქონდა. ვფიქრობ, ბედნიერი იყო, რომ ითამაშა.

დანიმ აჩვენა, რასაც მისგან სავარჯიშო სესიებზე ვხედავდი. როცა ბურთი აქვს, ყოველთვის რაღაცის გაკეთებას ცდილობს. ის ძალიან კარგი იყო. გამოჯანმრთელების შემდეგ როდრიგესი მუდმივად პირველ გუნდთან ერთად ივარჯიშებს.

ტერ შტეგენი კარგი იყო. გოლის დროს მას უბრალოდ არ გაუმართლა. ასეთ გოლებს არ ვუშვებთ ხოლმე, მაგრამ რაც მოხდა, მოხდა. მიხარია, რომ მარკი დაბრუნდა.

ინტერისა და რეალ მადრიდის წინააღმდეგ შჩესნი ითამაშებს.

ბედნიერი ვარ, რომ მოვიგეთ და ასევე მიხარია, რომ ინტერთან მნიშვნელოვანი მატჩის წინ ზოგმა ფეხბურთელმა ცოტათი დაისვენა. ახლა ჩვენი ფოკუსი სწორედ ამ დაპირისპირებაზეა.

პირველ ტაიმს როტაციაზე ჩემი გეგმები არ შეუცვლია. თავიდანვე გათვლილი მქონდა, რომ პედრისა და დე იონგს თითი-თითო ტაიმი უნდა ეთამაშათ. ლამინისა და რაფინიას შემოყვანა კი დანის ტრავმამ განაპირობა.

გავიმ გვითხრა, რომ შესანიშნავადაა. მას ტრავმა არ აქვს.

იმედგაცრუებული არ ვარ. როცა შემადგენლობაში 9 ცვლილებას აკეთებ, ახალი მოთამაშეებისთვის საქმე მარტივი არაა. ისინი ახალგაზრდები არიან და მათი მჯერა. ჩემს ფეხბურთელებს ძალიან ვენდობი. მათ ყველაფერი გაიღეს.

არაუხომ და კრისტენსენმა კარგად ითამაშეს.

— განაცხადა გერმანელმა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (6)

  • Rick Sanchez
    schedule 05 მაი 2025, 18:10
    #6

    მოგვაქ ფლიიიკ

  • Lasha Mamuladze
    schedule 05 მაი 2025, 09:46
    #5

    მოკლედ ინტენსიურად ვადევნებ სოციალურ სივრცეს თვალ-ყურს და რატომღაც ბარსა ჩამოწერეს და ძააან მიტყდება, დავიჯერო ესე რთულად გვაქ საქმე, რადგან იტალიაშია თამაში მორჩა მაგით ყველაფერი?? გამოჩდნენ ლამაზი ფეხბურთის და ზოგადად ფეხბურთის მტრები, იშვიათად თუ შემხვდა რომ ბარსაზე გააკეთეს ფსონი ინტერნეტში და რა ბაზარიაა ნეტა რამე
    იციან?? მაგრად ტეხავს ამ ბარსას რო ესე გადაუვლი და ინტერთან ვითომ რომ უშანსოდ არი……მოკლედ მე
    მჯერა და დიდი იმედი მაქ რო ინტერს გავივლით…

  • nika 54
    schedule 05 მაი 2025, 09:38
    #4

    ძალიან ძნელია 9 შეცვლით გუნდს კოლექტიური თამაში მოვთხოვოთ. მანდ ზოგიერთებს საერთოდ არ ქონდათ ერთად ნათამაშევი. შეუთამაშებლად კი ლამაზი ფეხბურთის ჩვენება შეუძლებელია. მთავარი კი ისაა, რომ გუნდმა 3 ქულა მოიპოვა რასაც დიდი ბრძოლით მიაღწია.

  • La Pulga10
    schedule 05 მაი 2025, 08:57
    #3

    ფლიკმა უნდა მოიგოს ინტერთან თამაში. მჯერა რო ფინალში გავალთ.

  • C.PC5
    schedule 05 მაი 2025, 07:24
    #2

    ერთიც უნდა შეკლასო შენებურდა ჰანს, ერთი სურპრიზიც უნდა მოაწყო ახლა ინტერთან და ეგაა, ფინალისთვის მერე კი აღადგენ სრულ შემადგენლობას, ახლაა მთავარი გასაჭირი ბალდეს არყოფნაში და უნდა მოაქრო ეგ პრობლემაც როგორც იცი ხოლმე!!!

  • პენდრაგონი
    პენდრაგონიshield ვეტერანი
    schedule 05 მაი 2025, 06:53
    #1

    მიდი ფლიკ სეზონის დასკვნით ნაწილში ვართ და საბოლოო გამოცდაც უნდა ჩააბაროთ