“ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა ლა ლიგის 34-ე ტურში “ვალიადოლიდთან” სტუმრად გასამართი მატჩის განაცხადი დაასახელა.
კატალონიურ გუნდს პაბლო ტორე გამოაკლდა, რომელმაც ვარჯიშზე მუხლი დაიზიანა. ტრავმის გამო ასევე არ ითამაშებენ ალეხანდრო ბალდე, ჟიულ კუნდე, რობერტ ლევანდოვსკი, მარკ კასადო და მარკ ბერნალი.
აღსანიშნავია განაცხადში ახალი სახეების ხილვა. ესენი არიან: ნოა დარვიხი, ლანდრი ფარე და დანი როდრიგესი.
“ბლაუგრანას” 23-კაციანი განაცხადი ასეთია: ტერ შტეგენი, კუბარსი, არაუხო, ინიგო, გავი, ტორესი, პედრი, ფატი, რაფინია, პენია, კრისტენსენი, ფერმინი, ვიქტორი, იამალი, ოლმო, დე იონგი, გარსია, შჩესნი, ფორტი, დარვიხი, მარტინი, ლანდრი, როდრიგესი.
დანი როდრიგესი და ნოა დარვიხი მაგრა მაინტერესებს თუ ითამაშებენ
ახალგაზრდების სამეული მაინტერესებს თუ ითამაშებს.
ვაა, იქნებ 15 წუთით მაინც შემოიყვანოს ნოა დარვიხი, ვნახოთ საქმეში რა ბიჭია.
ინტერთან თამაშზე ვნერვიულობ უკვე ამ თამაშში გინდ ისე გინდ ასე მაინც 3 ქულა უნდა წამოიღონ წესით
დანი როდრიგესი პირდაპირ სასტარტოში დაიწყებსო და ვნახოთ
ფარეს დიდი იმედი მაქვს
ვნახოთ ახალ დაწინაურებულები რას იზავენ, იმედია გააგრძელებენ პატარა ვარსკვლავების წარმოჩენის პროცესს.